• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

აგვისტო 8, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას აქციების ფასები ოდნავ შეიცვალა, რადგან კვარტალური ანგარიშების სეზონი ცხელ ფაზაში შევიდა. 2022 წელს Dow Jones Industrial Average და S&P 500, შესაბამისად, 10%-ით და 13%-ით არის დაკლებული, მაგრამ ორივე ინდექსი ივნისის ბოლოს დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებლების შემდეგ გაიზარდა.

მიმდინარე კვირაში კიდევ ასობით კომპანია გააცნობს ინვესტორებს ინფორმაციას გაყიდვების ტენდენციების შესახებ. დღეს კი სამ მათგანს განვიხილავთ.

Disney

Dow-ს ინდექსში Disney-ის აქციები ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგიანობით გამოირჩეოდა, მაგრამ აქციონერები იმედოვნებენ, რომ ოთხშაბათიდან (კომპანია კვარტალურ ანგარიშს 10 აგვისტოს წარადგენს) ეს მოცემულობა შეიცვლება.

ამ მოხსენებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთების საგანი არის ის, რომ დისნეის ციფრული ბიზნესი მთლიანი კომპანიის დაქვეითებას განაგრძობს. D2C (კომპანიის მიერ პროდუქტის პირდაპირ მომხმარებელზე გაყიდვა) სეგმენტმა, რომელიც Hulu-სა და Disney+-ს მოიცავს, მეორე კვარტლის პერიოდისთვის $900 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთლიანი შემოსავალი 10%-ით შემცირდა.

Disney

კონკურენტმა Netflix-მა ზრდის ტენდენციების სტაბილიზაციას ახლახან გაუსვა ხაზი და 2022 წლის ბოლოსთვის გამომწერების რაოდენობის მატების მხრივ უფრო ნათელი მომავლის პროგნოზი გააკეთა. თუმცა, Disney-ის გამოწვევა ზრდაზე მეტად მომგებიანობაა. ინვესტორებს აინტერესებთ, თუ რამდენად გამოსწორდება D2C სეგმენტის მდგომარეობა. ნებისმიერი ახალი სიცხადე ამ საკითხში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აქციების ფასის ცვლილებას გამოიწვევს.

Take-Two Interactive

Take-Two Interactive,  ვიდეო თამაშების შემქმნელი, რომელიც დგას გლობალურად პოპულარული ფრანშიზების უკან, როგორიც არის Red Dead Redemption და Grand Theft Auto, თავის უახლეს შედეგებს დღეს წარადგენს.

მისი წინა კვარტალური ანგარიშიდან, ასევე, უახლესი შედეგებიდან, რომელიც, მაგალითად, Microsoft-მა წარადგინა ირკვევა, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრია მოთხოვნის შემცირების პრობლემის წინაშე დგას, რადგან მომხმარებლები თავს არიდებენ გართობის იმ ვარიანტებს, რომლებსაც ისინი პანდემიის ადრეულ ფაზებში ემხრობოდნენ. მთავარი კითხვა, რომელიც ინვესტორებს Take-Two-სთან დაკავშირებით აქვს არის ის, თუ რამდენად დააზარალებს ეს შენელება ბიზნესს.

მენეჯმენტმა ჯერ კიდევ მაისში ივარაუდა, რომ ახალ ფისკალურ წელს გაყიდვები დაახლოებით 11%-ით გაიზრდებოდა, მანამდეც კი, სანამ კომპანიას დაემატებოდა შემოსავალი Zynga-ს შეძენიდან. Take-Two ასევე მიზნად ისახავს, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს საოპერაციო მოგების მარჟა. ამ კვირაში გავიგებთ, თუ რამდენად იქნება კომპანიის პერსპექტივა მზარდი.

Fossil Group

Fossil Group

Fossil კვარტალურ ანგარიშს დღეს წარადგენს და ინვესტორებს მასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები აქვთ. საათების სპეციალისტის წინა ანგარიში მყარი იყო, შემოსავალი, ვალუტის კურსის რყევების კორექტირების შემდეგ, 10%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მაშინდელმა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კვარტლის ბოლოს, გაყიდვებზე და შემოსავლებზე რამდენიმე ახალმა წინააღმდეგობამ დაიწყო ზეწოლა, მათ შორის ინფლაციამ, უკრაინაში მიმდინარე ომმა და პანდემიით გამოწვეულმა ლოკდაუნმა ჩინეთში.

ამ კვირის ანგარიში გვიჩვენებს, შეძლო თუ არა Fossil-მა ამ წინაღობების გადალახვა. ინვესტორების უმეტესობა ფისკალური 2022 წლისთვის გაყიდვების დაახლოებით 2%-ით ზრდას და მომგებიანობის ოდნავ შემცირებას მოელის. აღმასრულებელმა დირექტორმა – კოსტა კარცოტისმა და მისმა გუნდმა, შესაძლოა, დღეს ეს პროგნოზები შეამცირონ, თუ კომპანიამ მეორე კვარტალში განიცადა ზეწოლა მოთხოვნაზე ისეთ საკვანძო ბაზრებზე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპა.

წინა

რომელია უკეთესი ინვესტიცია – Apple თუ Nasdaq-ის ყველა აქცია?

შემდეგი

3 საუკეთესო დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
3 საუკეთესო დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად

3 საუკეთესო დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved