გასულ კვირას აქციების ფასები გაიზარდა, რადგან Dow Jones Industrial Average და S&P 500 მინიმალური მაჩვენებლებიდან 6%-ით გაიზარდა. მოახლოებული მეორე კვარტლის ანგარიშების წარდგენამდე ინვესტორები ცოტა ნაკლებად პესიმისტურები გახდნენ.
არსებობს რამდენიმე საინტერესო კომპანია, რომელიც მომდევნო რამდენიმე სავაჭრო დღის განმავლობაში კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს.
Nike
ინვესტორებს აქვთ რამდენიმე დიდი კითხვა Nike-ის ფისკალური მეოთხე კვარტლის ანგარიშის შესახებ, რომელსაც კომპანია დღეს წარადგენს. ბოლო ანგარიშის წარდგენისას, ფეხსაცმლის გიგანტმა უოლ სტრიტს იმედი გაუცრუა – კომპანიის შემოსავალი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. მაგრამ ეს ნელი ზრდა სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში გაყიდვების შერეული შედეგებით იყო გამოწვეული. აშშ-ის ბაზარი სოლიდური 9%-ით გაფართოვდა, ხოლო ჩინეთის – 5%-ით შემცირდა. დღეს გავიგებთ, დააბალანსა თუ არა Nike-მა შედეგები – ჩინეთში კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი უკვე მოხსნილია.
ინვესტორები შიშობენ, რომ ნაიკმა Lululemon Athletica-სთან კონკურენციაში ბაზრის წილის დაკარგვა განაგრძოს. ამ უკანასკნელმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაყიდვების მიმართულებით კიდევ ერთი დიდი ზრდა დააფიქსირა. ორივე კომპანია განიცდის პოტენციური ინვენტარიზაციის რისკებს, რადგან სამომხმარებლო ხარჯების შაბლონები იცვლება.
Nike-ის რისკი, შესაძლოა, უფრო დიდი იყოს, რადგან მის პროდუქტებს სეზონური აქცენტი აქვს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ინვესტორები დღეს ფეხსაცმლის გიგანტის ინვენტარის დონეს დააკვირდებიან იმის ნიშნად, რომ საქონლის მიწოდების ჯაჭვში გადაადგილებისთვის ფასების შემცირება იქნება საჭირო.
McCormick
McCormick კვარტალურ ანგარიშს ოთხშაბათს [29 ივნისი] წარადგენს. სანელებლებისა და არომატიზატორების გიგანტმა სოლიდური ზრდა იხილა პანდემიის ადრეულ ეტაპებთან შედარებით, როდესაც მომხმარებლების უმეტესობა საჭმელს სახლში ამზადებდა. ხალხის რესტორნებში დაბრუნებამ კომპანიის ვერ შეაჩერა კომპანიის გაყიდვები, რომელიც, ერთი წლის წინ 20%-იანი ზრდის შემდეგ, გასულ კვარტალში 4%-ით გაიზარდა.
ამ კვირის მოხსენებამ ზრდის შენელება უნდა აჩვენოს. შემოსავალი, გასული წლის $1.57 მილიარდთან შედარებით, $1.62 მილიარდამდე გაიზარდა. ინვესტორები უნდა დააკვირდნენ ბაზრის წილის მუდმივ ზრდას და უკეთეს ბალანსს McCormick-ის სამომხმარებლო განყოფილებაში, რომელიც სახლის მზარეულებსა და ბიზნეს სეგმენტს ემსახურება.
რაც შეეხება პერსპექტივას, თვალი ადევნეთ კომპანიის შემოსავლის პროგნოზის ნებისმიერ ცვლილებას. ეს პროგნოზი მოითხოვს, რომ 2020 წელს საოპერაციო მოგება 10%-ით გაიზარდოს, მაგრამ, შესაძლოა, ეს ამ კვირაში შემცირდეს, თუ მომხმარებლები ფასების ზრდის შედეგად კომპანიის საქონლის შეძენას მოერიდებიან.
Constellation Brands
გასული წლის განმავლობაში Constellation Brands-ის აქციებმა კარგი წარმადობა დააფიქსირა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ინვესტორები შედეგების გაუმჯობესებით აღფრთოვანებულები არიან. ეს მოლოდინი შემოწმდება ხუთშაბათს [30 ივნისი], როდესაც ალკოჰოლური სასმელების გიგანტი ფისკალური კვარტლის შედეგებს წარადგენს.
პრემიუმ იმპორტირებულ ბრენდებზე (მაგალითად, Corona და Modelo) ძლიერი მოთხოვნის წყალობით, ლუდის განყოფილება, სავარაუდოდ, კვლავ შთაბეჭდილებას მოახდენს. თუმცა, ეს მიღწევები შემცირდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაყოფით, რომელიც, რესტრუქტურიზაციის ფონზე, კვლავ ზეწოლას განიცდის.
დააკვირდით Constellation Brands-ის ფულადი სახსრების მოძრაობის ტენდენციებს. გასულ წელს ფულადი სახსრების თავისუფალმა ნაკადმა $1.7 მილიარდი შეადგინა, რამაც მენეჯმენტი დაარწმუნა აგრესიული ინვესტიციების განხორციელებაში ისეთ სფეროებში, როგორიც არის ლუდსახარშის ქსელი. ამ ხარჯების ზრდამ, შესაძლოა 2022 წლის შემოსავლები დააზიანოს, მაგრამ ეს კომპანიისთვის, ბაზრის წილის ზრდისთვის და მყარი მოგების მარჟისთვის საჭირო საფუძველს შექმნის.