• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

ივნისი 20, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

ინვესტორებმა კიდევ ერთი რთული კვირა გადაიტანეს. როგორც Dow Jones Industrial Average, ასევე, S&P 500, დაახლოებით 5%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან თითოეულის კლება, შესაბამისად, 23%-სა და 17%-ს შეადგენს.

უოლ სტრიტი შეშფოთებულია პოტენციური რეცესიით, რომელმაც, შეიძლება, 2022 წლის მეორე ნახევარში კორპორატიულ მოგებას ზიანი მიაყენოს.

ამ შესაძლებელი სცენარის შესახებ ჩვენ მეტ ინფორმაციას მივიღებთ, რადგან მომდევნო რამდენიმე სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიები კვარტალურ ანგარიშებს გამოაქვეყნებს. მოდით, სამ მათგანს გადავხედოთ: Darden Restaurants, Winnebago და CarMax.

  1. Darden Restaurants

Darden Restaurants ინვესტორებს თავისი ფისკალური მეოთხე კვარტლის შედეგებს ხუთშაბათ [23 ივნისი] დილით გააცნობს და ამ ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე დიდი კითხვა არსებობს. უოლ სტრიტზე აქციები პოპულარული იყო, როგორც პოსტპანდემიური ზრდის ინვესტიცია. მიუხედავად ამისა, ეს ოპტიმიზმი გაქრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოკლევადიანი გაყიდვებისა და მოგების პერსპექტივა ჯერ კიდევ მარტში შეამცირა.

ამ კვირის ანგარიში გვიჩვენებს, თუ რამდენად მართალი იყო Darden-ის მენეჯმენტი ზრდის ზომიერი შენელების პროგნოზირებაში. შესაძლოა, კომპანიამ მომხმარებელთა ტრაფიკის ტენდენციები დაბალი ფასების შენარჩუნებით დაიცვას, მაგრამ ეს მიდგომა მოგების მარჟას შეამცირებს.

კარგი ამბავი ის არის, რომ ზოგიერთი კოლეგა, როგორიც არის Dave & Buster’s ინდუსტრიაში მაღალი მოთხოვნის დონეზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად ამისა, ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან გაყიდვების მძლავრ ზრდაზე და სოლიდურ მოგებაზე, რათა Darden-მა 2022 წელს კვლავ შეძლოს წარმატებით მოღვაწეობა.

  1. Winnebago

Winnebago ამ კვირაში თავისი ფისკალური კვარტლის მრავალ მეტრიკას გამოავლენს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება, მისი მარაგები იყოს.

რეკრეაციული ტრანსპორტის (RV – recrational vehicle) ამ პერიოდში სადილერო შეკვეთების უზარმაზარი ნარჩენებით შევიდა, რაც ჩვეულებრივ, აქტივად ჩაითვლებოდა.პრობლემა ის არის, რომ ეს შეკვეთები ასახავს წარმოების გამოწვევებს, რომლებიც, შეიძლება, დაკარგულ შემოსავალში გადაიზარდოს.

გარდა ამისა, კონკურენტმა – Thor Industries-მა განაცხადა, რომ RV ბაზარი ნელდება, რაც Winnebago-ს რთულ მდგომარეობაში აყენებს. კომპანია მიზნად ისახავს დააჩქაროს წარმოება, რათა ამჟამინდელი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და შეავსოს ნარჩენები, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს ფრთხილად, რათა ზრდის ტემპის შენელებისას ჭარბი მარაგი არ აღმოაჩნდეს.

Winnebago წარსულშიც გამკლავებია შენების პრობლემას და, სავარაუდოა, რომ კომპანია ამ მდგომარეობასაც გაუმკლავდება. მიუხედავად ამისა, ინვესტორებს მაინც აწუხებთ ისეთი რისკები, როგორიც არის, მაგალითად, მოგების მარჟის კოლაფსი მომდევნო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში.

  1. CarMax

მეორადი მანქანების ინდუსტრიაში გაყიდვების პირობები არ არის ისეთი, როგორიც, შეიძლება, არსებული ფასების პირობების გათვალისწინებით გეგონოთ. CarMax-ის წარმომადგენლებმა უკანასკნელი კვარტალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, რომ მომხმარებლები უფრო ფრთხილად ეკიდებიან ხარჯებს, რამაც გაყიდვების მოცულობის შემცირებას შეუწყო ხელი.

ანგარიში, რომელსაც კომპანია პარასკევს [24 ივნისი] წარადგენს, ამ ზრდის ტენდენციის მთავარ განახლებას უზრუნველყოფს. ყურადღება მიაქციეთ საბაზრო წილის ტენდენციებს. გასულ ფისკალურ წელს ეს მეტრიკა 4%-მდე გაუმჯობესდა და CarMax იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ფრაგმენტული ინდუსტრიის 5%-ზე მეტს მიაღწევს.

იმავდროულად, შესაძლოა, კომპანიამ მომავალ ფისკალურ წელს უფრო სუსტი მოგება გამოიმუშაოს, რადგან ის ზრდაზეა ორიენტირებული და ინვესტიციას მრავალარხიანი გაყიდვების მოდელში ახორციელებს. სავარაუდოდ, აქცია ზეწოლის ქვეშ დარჩება მანამ, სანამ ინვესტორები ამ სუსტი მოგების დასასრულს არ დაინახავენ.

წინა

4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია

შემდეგი

შესანიშნავი დივიდენდური აქცია $20-ზე იაფად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესანიშნავი დივიდენდური აქცია $20-ზე იაფად

შესანიშნავი დივიდენდური აქცია $20-ზე იაფად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved