გასულ კვირას აქციების ფასმა მოიმატა, რადგან Dow Jones Industrial Average და S&P 500 დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ბაზრის გამოცოცხლებამ გააბათილა წინა კვირის ზარალის ნაწილი, მაგრამ 2022 წელს ინდექსები ჯერ კიდევ შემცირებულია.
Nike, KB Home და Winnebago არის კომპანიები, რომელთა მოგების ანგარიშებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რას უნდა ელოდნენ ინვესტორები ამ კომპანიებისგან.
- Nike
Nike ორშაბათ შუადღისას, 21 მარტს, საშვებულებო სეზონის შედეგებს ავრცელებს და ინვესტორებს ამ განახლებასთან დაკავშირებით დიდი კითხვები აქვთ. გაყიდვების ტენდენციები წინა კვარტალში უცვლელი იყო, ძირითადად ჩინეთში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა და აშშ-ის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო.
ამ კვარტალმა მრავალი გამოწვევა მოიტანა, მათ შორის ომიკრონის ვარიანტის ზრდა და მზარდი ინფლაცია. მოხსენება აჩვენებს შეამცირა თუ არა ამ საკითხებმა ფეხსაცმლის ტიტანის საშუალო ერთნიშნა ზრდის ტემპი.
Nike ასევე დგას ზრდის სარისკო გზაზე, რადგან წყვეტს პარტნიორობას საცალო მოვაჭრეებთან, როგორიც არის Foot Locker. ამ გადაწყვეტილებას აქვს პოტენციალი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაყიდვები და მარჟები გაზარდოს. მაგრამ Nike-მა ასევე უნდა მართოს თავისი მარაგები და მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ ზედმეტად ბევრი „არასწორი“ საქონელი არ აღმოაჩნდეს.
- KB Home
ოთხშაბათს, 23 მარტს, KB Home ანგარიშს წარადგენს და არსებობს რამდენიმე კარგი მიზეზი, იმისთვის, რომ ინვესტორები ამ ანგარიშით დაინტერესდნენ. სახლების მშენებელი პანდემიის უმეტეს ფაზაში ძლიერი მოთხოვნით სარგებლობდა, მაგრამ წინა კვარტალში ზრდის შენელების ნიშნები დააფიქსირა. ამ კვირაში გავიგებთ, დააზარალებს თუ არა KB Home-ის გაფართოების ტემპს 2022 წლის დასაწყისისთვის მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები, მზარდი საპროცენტო განაკვეთები ან ინფლაცია.
KB Home წელს $5 მილიარდზე მეტი შემოსავლით იწყებს, რაც მენეჯმენტს კომპანიის წლიური შემოსავლის შესახებ მკაფიო ხედვას აძლევს. მშენებლობის დაწყების შემდეგ, კომპანიის სახლების მხოლოდ მცირე – 5% არის გაუქმებული.
ეს მაჩვენებლები მომავალი ბიზნესისთვის მყარ წელს გულისხმობს, თუ ვივარაუდებთ, რომ შიდა ბაზარი სტაბილური ზრდის ფაზაში რჩება. შეიძლება, KB Home-ის ბაზრის წილიც კი გაიზარდოს, თუ კომპანია შეძლებს საფასო უპირატესობის შენარჩუნებას, რომელიც ინფლაციის მატების ფონზე ღირებულებების მაძიებელ ადამიანებს იზიდავს.
- Winnebago
მხოლოდ აქციების ფასების დაკვირვებით ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ დღეს Winnebago-ს ბიზნესი ყვავის. ოთხშაბათს, 23 მარტს, რეკრეაციული ტრანსპორტის (RV) გიგანტი, სავარაუდოდ, სოლიდური გაყიდვებისა და მოგების ანგარიშს წარადგენს.
Winnebago-ს ბუქსირებად RV-ებზე, ნავებსა და ავტოსახლებზე მყარი მოთხოვნაა. ამ დადებითი მაჩვენებლების ფონზე კომპანიას მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ფასებმა უნდა აანაზღაუროს ნებისმიერი ინფლაცია, რადგან დილერები დიდ თანხებს იხდიან.
2022 წელს Winnebago-ს მთავარი გამოწვევა არის წარმოების დონის სწორად შერჩევა, რათა კომპანიამ, დიდი დანაკარგების გარეშე, მოთხოვნის მაღალი დონით სარგებლობა შეძლოს. ამიტომ, თვალი უნდა ვადევნოთ Winnebago-ს მარაგებსა და მისი მთლიანი მოგების მარჟას, იმის ნიშნად, რომ მენეჯმენტი ფასებსა და მარაგის დონეებს შორის კარგ ბალანსს ამყარებს.