• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ტოპ 6 ინვესტიცია 2022 წლისთვის

თებერვალი 11, 2022
in სიახლეები
ტოპ 6 ინვესტიცია 2022 წლისთვის
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სიმდიდრის დასაგროვებლად. ჩვეულებრივ, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ კარგად დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს, რომელიც აერთიანებს უსაფრთხო და რისკიან ფასიან ქაღალდებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთ პორტფოლიოს შეუძლია მოგების მოტანა, ასევე ჩვენი დაცვა ბაზრისა და ეკონომიკის მერყეობისგან.

2022-მა უკვე დაამტკიცა, რომ ეს ტიპური წელი არ არის. ინფლაცია იზრდება. ობლიგაციების შემოსავალი იზრდება, როდესაც საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტზე უკიდურესად დაბალია. ფედერალური რეზერვი კი განიხილავს საპროცენტო განაკვეთის სამი ნიშნულით გაზრდას, იმისათვის, რომ უკონტროლო ეკონომიკის სადავეები აიღოს. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ დღეისათვის საკმაოდ რთულია, იცოდე ფული სად დააბანდო.

სწორედ ამიტომ, თავი მოვუყარეთ 2022 წლისთვის ინვესტიციის საუკეთესო ტიპებს, რათა დავიცვათ თქვენი ფინანსური მომავალი.

 

  1.     მაღალშემოსავლიანი შემნახველი ანგარიშები.

მაღალშემოსავლიანი შემნახველი ანგარიშები უნარჩუნებენ თქვენს ფულს ლიკვიდურობას და ამასთანავე მცირეოდენ შემოსავალსაც წარმოქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიშები ინფლაციას იშვიათად უწყობს ფეხს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ისეთი ფულის შესანახად, რომელზეც სწრაფად წვდომა გჭირდებათ. თანაც, ასეთი დაბანდების შემთვევაში, თქვენი ფული შორსაა დაკარგვის რისკისგან.

სამწუხაროდ, არცერთ მაღალშემოსავლიან შემნახველ ანგარიშს არ შეუძლია 7%-იანი ინფლაციის გადაფარვა, სწორედ ასეთი ინფლაცია ვიხილეთ წინა წელს. ასეთი ანგარიშების უმეტესობამ შეიძლება დაახლოებით 0.6%-იანი ანაზღაურებით დაიკვეხნოს, სახელმწიფო საშუალოსთან შედარებით, რომელიც 0.06%-ია. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ  გაფრთხილება, პროცენტი, რომელსაც ანგარიშის გახსნისას გვთავაზობენ, შესაძლოა შეიცვალოს.

 

  1.     სადეპოზიტო სერთიფიკატები (სს)

თუ თქვენთვის აუცილებელი არ არის თქვენს ფინანსებთან დაუყოვნებლივი წვდომა და ასევე მეტი მოგების მიღება გსურთ, სადეპოზიტო სერთიფიკატები შეიძლება თქვენთვის სწორი არჩევანი იყოს. ეს დეპოზიტები გამოცემულია ბანკების მიერ ყველა სხვა საშემნახველო ანგარიშზე მეტი საშემოსავლო პროცენტით. (ამ მომენტისთვის, საუკეთესო სს-ებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 1.25%-ია). სს-ები ასევე სარგებლობენ FDIC-ის (ფედერალური სადეპოზიტო სადაზღვევო კომპანია) დაზღვევით, რაც მათ იდეალურს ხდის რისკისადმი არაკეთილგანწყობილი ინვესტორებისთვის.

სადეპოზიტო სერთიფიკატები ძირითადად მოკლე ან საშუალოვადიან ინვესტიციებად მიიჩნევა. ვადაზე ადრე მასთან წვდომა ჯარიმის გადახდის გარეშე შეუძლებელია. ვადა კი შეიძლება 6 თვიდან 5 წლამდე მერყეობდეს. სწორედ ამიტომ, სს-ში არ უნდა ჩადოთ ისეთი ფული, რომელიც ახლო მომავალში დაგჭირდებათ.

თუმცა, გარდა ამისა, თქვენ სს-ებით შეგიძლიათ შექმნათ ერტგვარი „კიბე“, გახსნათ სადეპოზიტო სერტიფიკატები რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ერთგვარად ფიქსირებული გახადოთ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთები და თქვენს ფინანსებთან რეგულარულად გქონდეთ წვდომა. ამონაგები ფულით კი შეგიძლიათ ისევ სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინოთ.

 
  1.     ინფლაციაზე მიბმული შემნახველი ობლიგაციები

ინფლაციაზე მიბმული შემნახველი ობლიგაციები (I-Bonds) სამთავრობო ვალდებულების სახეობაა, რომელიც გამოცემულია აშშ-ს ფედერალური ფინანსების მმართველი სამთავრობო დეპარტამენტის (U.S. Treasury) მიერ. ტრადიციული შემნახველი ობლიგაციებისგან გასხვავებით, I-Bonds-ის საპროცენტო განაკვეთი ინფლაციასთან ფეხის აწყობის მიზნით ყოველ 6 თვეში კორექტირდება. ამიტომ, 2022 წლის ინფლაციურ გარემოში, I-Bonds ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაა ინვესტირებისთვის.

I-Bonds-ს აქვს შეზღუდვებიც. პირველ რიგში, თქვენ მინიმუმ 5 წელი უნდა მოიცადოთ, რათა შეინარჩუნოთ თითოეული გამომუშავებული პროცენტი. ასევე, მხოლოდ $10 000-ის ოდენობის I-Bonds შეგიძლიათ შეიძინოთ წლიურად, თუმცა შეგიძლიათ დამატებით $5000-ის ინვესტირება თქვენი გადასახადების დაბრუნებიდან.

  1.     საინდექსო ფონდები

საინდექსო ფონდები – ფონდი, რომლის ფასიც მიმაგრებულია ფასიანი ქაღალდების გარკვეული ინდექსზე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საინდექსო ფონდი, რომელიც მიმაგრებულია S&P 500-ზე ან Nasdaq-100-ზე. ზოგიერთი ინდექს ფონდი სპეციალიზებულია კონკრეტულ სექტორში ან ინდუსტრიაში, ეს კი ინტერესის სფეროების მიხედვით ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა.

საინდექსო ფონდებს აქვს ისეთი უპირატესობები, როგორებიცაა: მაღალი დივერსიფიკაცია, ხარჯების დაბალი კოეფიციენტი და ინდივიდუალური ინვესტორებისთვის მარტივი წვდომა. შეგიძლიათ ისეთი ფონდების შეძენა, რომლითაც ვაჭრობა ისევე ხდება, როგორც საინვესტიციო პორტფელისას ან როგორც თანაზიარი ფონდების შემთხვევაში.

საბროკერო კომპანიების უმეტესობა საინდექსო ფონდებში მცირეოდენი ფინანსებით ინვესტირების უფლებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საინდექსო ფონდებს უფრო მეტი ცვალებადობა ახასიათებს, ვიდრე საშემნახველო ანგარიშებსა და I-Bonds-ს, ის ხშირად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ინვესტირების საშუალებად.

 
  1. სხვა საბირჟო ფონდები (ETF)

ETF საინდექსო ფონდების მსგავსია იმით, რომ ამ შემთხვევაშიც ფასიანი ქაღალდების დიდ „კალათში“ ხდება ინვესტირება. შემდეგ ხდება ამ ინვესტიციების ცალკეულ აქციებში გაერთიანება, რომლებიც ბირჟაზე ისე მიმოიქცევა, როგორც ჩვეულებრივი აქციები.

საინდექსო ფონდებთან ერთად საბირჟო ფონდებსაც ახასიათებს დაბალი დანახარჯები და პორტფოლიოს დივერსიფიკაცია. პლიუს, მრავალ ETF-ს გააჩნია უფრო დიდი საგადასახადო ეფექტიანობა, ვიდრე ინდივიდუალურ ფასიან ქაღალდებს.

 

  1.     აქციები დივიდენდებით

 დივიდენდები, ეს არის მცირედი თანხები, რომელსაც აქციონერი კომპანიების მოგებიდან აქციის ფლობის სანაცვლოდ იღებს. ეს შემოსავალი კი ასეთი სახის ინვესტიციას ერთ-ერთ საუკეთესოს ხდის 2022 წლისთვის. შემოსავლის მიღებასთან ერთად ინფლაციის ეფექტებიც მცირდება.

თქვენ, როგორც ინვესტორი, მოკლე ვადაში იღებთ დივიდენდებს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც აქციებზე ფასების ზრდით სარგებლობთ. თქვენ ასევე დივიდენდების აქციებში რეინვესტირების საშუალებაც გეძლევათ.

ინვესტირების ამ სახესაც გააჩნია თავისი რისკები. მიუხედავად იმისა, რომ აქციები დივიდენდებით უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, ვიდრე ის აქციები, რომლისთვისაც დივიდენდებს არ ვიღებთ, ყველა კომპანია, რომელიც დივიდენდებს იხდის, შეიძლება არ ღირდეს ინვესტიციად. (ზოგიერთი კომპანია იხდის დივიდენდებს დროებით, ინვესტორების მოსაზიდად, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დივიდენდების გადახდის საშუალება არ აქვს.)

ამიტომ ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ისეთი კომპანიის აქციებში, რომელსაც დივიდენდების რეგულარულად გადახდისა და მათი გაზრდის სტატისტიკა გააჩნიათ. 

სასაქონლო ბირჟაზე ინვესტირება

 სასაქონლო ბირჟა კატეგორიების ფართო სპექტრს მოიაზრებს, რომელშიც შედის:

  •       აგროკულტურული პროდუქტები, როგორებიცაა ხორცი და მარცვლეული
  •       ძვირფასი მეტალები
  •       ნავთობი და ბუნებრივი აირი
  •       ნედლეული, როგორიცაა ხე და რკინა

 ფართო მოხმარების საგნების ფასები ძირიტადად მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორებზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება მომგებიანი იყოს, ეს მაინც რისკის შემცვლელია, რადგან უეცარმა ცვლილებამ გეოპოლიტიკურ ფონზე, სტიქიურმა კატასტროფებმა და გვალვამ, შესაძლოა, მკვეთრად იმოქმედოს თქვენს მოგებაზე.

საკუთარ თავში 2022 წელი ინვესტიციის პერიოდად გარდაქმენით

 თანამედროვე ინვესტორები არ არიან შეზღუდულები მხოლოდ აქციებითა და ობლიგაციებით. თუ თქვენ 2022 წლისთვის საუკეთესო ინვესტიციის შესაძლებლობას ეძებთ, თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უკეთ შეგესაბამებათ კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი, რომელსაც ცოტათი მეტი (ან ცოტათი ნაკლები) რისკი ახასიათებს.

 მაგრამ სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები, როგორებიცაა თქვენი:

  •       რისკისადმი ტოლერანტობა
  •       დროის ჰორიზონტი
  •       ცოდნა და ინვესტირებაში თავის კონფორტულად გრძნობა
  •       ფინანსური მდგომარეობა
  •       მიზანი და განზრახვა

 თქვენ ასევე დაგჭირდებათ გააცნობიეროთ პოტენციური რისკი, ჯილდო და ფინანსური შედეგი, რომელსაც თითოეული ტიპის ინვესტიცია მოიტანს. შემდეგ კი შეგიძლიათ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენთვის ყველაზე შესაბიმისი ინვესტიციის განხორციელებაზე.

წინა

Nvidia-ს აქციები Bear Market-შია

შემდეგი

3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან

3 მნიშვნელოვანი დასკვნა დისნეის თავბრუდამხვევი მოხსენებიდან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved