ბაზრის რეცესიის გაძლება რთულია, რადგან ბევრი ინვესტორის პორტფელის ღირებულება საკმაოდ შემცირდა. თუმცა კორექტირების ერთ-ერთი დადებითი ასპქექტი ის იყო, რომ ზოგიერთი მართლაც კარგი კომპანიის აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
ფაქტობრივად, ახლა შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე შესანიშნავი კომპანია, რომელთა აქციებიც ბაზარზე $20-ზე ნაკლებად მიმოიქცევა. ამ სტატიაში 2 ასეთ აქციას ნახავთ.
- Sofi Technologies, თითო აქციის ფასი – $8.55
Sofi Technologies არის ონლაინ ფინანსური სერვისების ფირმა აპლიკაციით, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთა, სესხებს, საბანკო მომსახურებას, ინვესტიციებს, პერონალურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და პირდაპირ დეპოზიტებს გთავაზობთ. კომპანიის აქციების ფასი წელს 41%-ით შემცირდა და ნოემბრის დასაწყისიდან დაახლოებით 61%-იანი ვარდნა განიცადა. ამჟამად ამ კომპანიის თითო აქციის ფასი $9-ზე ნაკლებია.
Sofi Technologies საჯარო 2021 წლის დასაწყისში გახდა და ის ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი. თუმცა ამ კომპანიის პოტენციალში ბევრი რამ არის მოსაწონი. კომპანია, შემოსავლების 67%-იან მატებასთან ერთად, სწრაფად იზრდებოდა, ამყარებდა რეკორდებს მომხარებლების ზრდაში და გამოყენებული პროდუქტების რაოდენობაში.
ორი რამ ნამდვილად განასხვავებს Sofi-ს თავისი კონკურენტებისგან: 1. ეს არის ფინტექი (ფინანსური ტექნოლოგია), ბანკის წესდებით, რომელიც მან თებერვალში მიიღო. ასე რომ, კომპანიას ახლა შეუძლია დეპოზიტების შენახვა, შიდა სესხების გაცემა და ბანკის პარტნიორებთან შემოსავლების გაზიარება არ არის საჭირო. მას ასევე შეუძლია საკუთარი საპროცენტო განაკვეთების დაწესება. საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად, Sofi-ის საპროცენტო შემოსავლები უნდა გაიზარდოს. 2. Sofi-ის საბანკო, როგორც სერვისის ბიზნესი, რომელიც მან შეიძინა 2020 წელს Gilleo-ის ყიდვით და ამ თვეში Technisys-ის შეძენით გააძლიერა. ამ ბიზნესის საშუალებით, კომპანია სხვა კომპანიებს საკუთარი ციფრული საბანკო ბიზნესის შექმნაში ეხმარება.
- LendingClub, თითო აქციის ფასი – $14.24
LendingClub საკმაოდ ჰგავს Sofi-ს, რადგან ისიც ციფრული კრედიტორია, რომელიც სესხის გაცემისას გადაწყვეტილების მისაღებად ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და მექანიზმისთვის სწავლის მოდელებს იყენებს. მას ასევე, 2020 წელს Radius Bank-ის შეძენის შედეგად, საბანკო წესდება გააჩნია.
LendingClub Sofi-სგან იმით განსხვავდება, რომ ის ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს ერთმანეთისგან სესხის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანია მომხმარებლებისგან საკომისიოს იღებს.
2021 წლის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისადმე კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 275%-ით – $12-დან $45-მდე გაიზარდა. LendingClub-ის აქციების ფასი/გაყიდვები (P/S) კოეფიციენტი დაახლოებით 2-ის ტოლია, ხოლო ფორვარდული ფასი/მოგება (Forward P/E) კოეფიციენტი – 12-ის.
ამჟამად კომპანიის თითო აქციის ფასი არის $14.24, მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომდევნო 12 თვეში ფასი $30-მდე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების ფასი შემცირდა, LendingClub-მა მეოთხე კვარტალში $262 მილიონის მოცულობის შემოსავალი მიიღო, რაც წელიწადში 247%-იანი ზრდაა. კომპანიამ თავისი ბაზრიდან $179 მილიონი უპროცენტო შემოსავალი და სესხებიდან $83 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასულ კვარტალთან შედარებით 27%-ით მეტია. კომპანიამ მიიღო მოგება ზედიზედ მესამე კვარტალში $29 მილიონი წმინდა მოგებით.
LendingClub 2022 წლისთვის $1.1-$1.2 მილიარდის ოდენობით შემოსავალს (2021 წელს შემოსავალი $816 მილიონი იყო) და $130-$150 მილიონ წმინდა მოგებას ელის.
ამ ორ ძალიან მსგავს ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს და ახლა მათი აქციების ფასი ძალიან დაბალია.