• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 ლიდერი კომპანია, რომლის აქციებსაც ფასდაკლებით შეიძენთ

მარტი 18, 2022
in სიახლეები
2 ლიდერი კომპანია, რომლის აქციებსაც ფასდაკლებით შეიძენთ
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ინდექსები პოტენციური აღდგენის ნიშნებს გვიჩვენებს, ბაზარი წლის დასაწყისიდან ჯერ კიდევ არსებით კლებას განაგრძობს. მაგალითად, S&P 500 წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდა, ამავდროულად, Nasdaq Composite დაახლოებით 15%-ით დაეცა. როდესაც ძირითადი ინდექსები ასე მნიშვნელოვნად ეცემა, ინვესტორებისთვის კარგი დროა პოზიციების გასახსნელად.

პოტენციური ინვესტიციების დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ უმაღლესი საფეხურის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებიც კი ბაზარზე მასიურად გაიყიდა. ბაზრის ლიდერები Apple და Netflix არის მაღალი ხარისხის კომპანიების ორი შესანიშნავი მაგალითი, რომლებში ინვესტირებაც ღირს, სანამ აქციების ფასები შემცირებულია.

აი რატომ შეიძლება იყოს ამ ორი კომპანიის აქციები თქვენი პორტფელისთვის შესაფერისი.

 

Apple

iPhone-ის მწარმოებლის – Apple-ის აქციების ფასი/მოგება კოეფიციენტი (P/E) გასულ წელს 34-დან 26-მდე დაეცა და მხოლოდ 2022 წელს კი 29-დან 26-მდე, რადგან მისი აქციების ფასი შემცირდა. ეს თითქმის მთლიანად ბაზრის განწყობით არის განპირობებული და არა კომპანიის ბიზნესით. Apple-ის ფისკალური პირველი კვარტლის შემოსავალი 11%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) – 25%-ით. ამ ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

გარდა ამისა, პირველი კვარტლის შემოსავლის ანგარიშის წარდგენისას, Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა – ლუკა მაესტრიმ განაცხადა, რომ მენეჯმენტი, წინა წელთან შედარებით შემოსავლების სოლიდურ ზრდას მოელის. ეს მოლოდინი კი კომპანიას აქვს მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები.

მიმდინარე პერიოდის ნებისმიერი ზრდის მოლოდინი საკმაოდ შესამჩნევია, თუ გავითვალისწინებთ კომპანიის წინა წლის მაჩვენებელს: 2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 54%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტისთვის 26-ის ტოლი P/E თანაფარდობა შეიძლება იაფი არ ჩანდეს, Apple-ის ოპერაციების უმაღლესი ხარისხი პრემიუმ შეფასებას იმსახურებს. გაითვალისწინეთ, რომ Apple-ის ბოლო 12-თვიანი თავისუფალი ფულადი ნაკადები $102 მილიარდის ტოლია. გარდა ამისა, კომპანია აქციონერებს მცირე, მაგრამ მზარდ დივიდენდებს უხდის და აქციების გამოსყიდვის კამპანიასაც აწარმოებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში Apple-ის აქციების რაოდენობა 22%-ით შემცირდა.

Netflix

ამავდროულად, Netflix-ის აქციების P/E კოეფიციენტი 32-ის ტოლია. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 53 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები კომპანიის შემოსავლების ზრდის შენელებით შეშფოთებულები იყვნენ, სტრიმინგ-სერვისების კომპანიის აქციები კვლავ მზარდი პოტენციალისაა. მეოთხე კვარტლის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის საოპერაციო მარჟა გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას განაგრძობს, თუმცა გარკვეული წლიური არასტაბილურობით. Netflix-ის მმართველმა გუნდმა, კომპანიის აქციონერებისთვის განკუთვნილ მეოთხე კვარტლის წერილში, განაცხადა, რომ Netflix-ის მიზანი – რამდენიმე წლის განმავლობაში, საოპერაციო მარჟა წელიწადში საშუალოდ 3 პროცენტული პუნქტით გაზარდოს – უცვლელია.

2022 წლის პირველ კვარტალში შენელებაზე მენეჯმენტის მითითებამ და 2021 წელთან შედარებით, კომპანიის საოპერაციო მარჟის ზრდის დროებითმა შეფერხებამ, შესაძლოა, ზოგიერთი ინვესტორი შეაშფოთოს. თუმცა ეს ასევე არის აქციების ფასების შემცირების მიზეზი და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული მომთმენი ინვესტორებისთვის კარგი ყიდვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ Netflix-ს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი ბიზნესი შემოსავლის ახალი მასიური ნაკადისთვის – ციფრული რეკლამირებისთვის გახსნას. კომპანია ახლა მხოლოდ გამოწერების გეგმებზეა ორიენტირებული, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია, რომ მენეჯმენტმა კურსი შეცვალოს და რეკლამირების კუთხით არსებითი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობა გახსნას.

არცერთი ინვესტიცია არ არის ურისკო, ბაზრის ამ ორი ლიდერის ჩათვლით. მაგრამ ბოლოდროინდელმა მასიურმა გაყიდვებმა, რა თქმა უნდა, გაზარდა პოტენციურად მომგებიანი გრძელვადიანი ანაზღაურების შანსები ინვესტორებისთვის, რომლებიც დღეს ამ კომპანიების აქციებს ყიდულობენ.

წინა

რას ნიშნავს აქციების დაყოფა და როგორ მოქმედებს ეს თქვენს პორტფელზე?

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved