• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 ნიშანი იმისა, რომ საფონდო ბირჟა ინვესტორების ნდობას იბრუნებს

მარტი 23, 2022
in სიახლეები
2 ნიშანი იმისა, რომ საფონდო ბირჟა ინვესტორების ნდობას იბრუნებს
გაზიარება

საფონდო ბირჟამ გუშინ აღდგენა სოლიდური მოგებით გააგრძელა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, ინვესტორებმა გადალახეს ყველა გაურკვევლობა, რომელიც ახლახან უოლ სტრიტზე შეიქმნა.

გუშინ, აღმოსავლეთის დროით 13:30 საათის მდგომარეობით, Dow Jones Industrial Average 260 პუნქტით, 34,831-მდე გაიზარდა. S&P 500-მა 44 პუნქტით 4,333-მდე მოიმატა, ხოლო Nasdaq-მა – 220 პუნქტით 14,058-მდე.

რამდენიმე აქცია გამოირჩეოდა იმით, რომ სხვადასხვა პერსპექტივიდან ინვესტორების ახალი ენთუზიაზმის ნიშნებს წარმოაჩენდა. Alibaba Group Holding-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, რაც ჩინური აქციების მიმართ განახლებულ ინტერესზე მიგვანიშნებს. ამავდროულად, GameStop-მა უზარმაზარი წინსვლის შედეგები დააფიქსირა. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ ორი კომპანიის შედეგები.

Alibaba აქციების გამოსყიდვის პროგრამის ზომას ზრდის

Alibaba Group-ის აქციების ფასი, გუშინ ნაშუადღევს 12%-ზე მეტით გაიზარდა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ გაზრდის აქციების გამოსყიდვის პროგრამის ზომას. ადრე, ტექნოლოგიურმა კომპანიამ $15 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის ნება გასცა, მაგრამ ახლა ეს გეგმა $25 მილიარდამდე გაიზარდა. Alibaba-მ აქციების გამოსყიდვა 2020 წლის დეკემბერში $10 მილიარდით დაიწყო.

თუმცა, Alibaba-ს აქციების გამოსყიდვის კუთხით განხორციელებულ წინა მოქმედებებს, ამ მომენტამდე მისი აქციების ფასის შემცირებისთვის ხელი არ შეუშლია. Alibaba-ს უახლესმა ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიამ 2021 წლის მეოთხე კვარტალში 10.1 მილიონი აქციის გამოსყიდვაზე $1.4 მილიარდი დახარჯა. მაგრამ ამის შემდეგ, აქციების ფასი, სანამ ისევ აღდგებოდა, თითქმის განახევრდა. ახლაც კი, აქციების ფასი 10%-20%-ით დაბალია იმ საშუალო ფასზე, რომელიც Alibaba-მ ბოლო კვარტალში განხორციელებული გამოსყიდვისას გადაიხადა.

ამერიკელი ინვესტორები კვლავ შეშფოთებულნი არიან იმის გამო, გააგრძელებს თუ არა ჩინეთის მთავრობა Alibaba-ზე და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მარეგულირებელი ზეწოლის განხორციელებას.

GameStop

თამაშში გამარჯვება

ამასობაში GameStop-ის აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა. 2020 წლის ბოლოს წარმატების შემდეგ, აქციების ფასი ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, მაგრამ GameStop-მა, როგორც ჩანს, მოახერხა ინვესტორების ყურადღების კომპანიის პერსპექტიულ მომავალზე გამახვილება.

გასულ კვირას, კომპანიის მოგება მყისიერად არ გამოსწორებულა, მაგრამ ინვესტორები, სავარაუდოდ, უკან იხედებიან და იმედის მიზეზებს ფინანსურ მაჩვენებლებში პოულობენ. გაყიდვები წინა წლის კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და წლიდან წლამდე 12 თვის განმავლობაში კი – 18%-ით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით კორექტირებული ზარალი გაიზარდა, აქციონერები ახლა უფრო მეტ ყურადღებას ზედა ხაზის (მითითება კომპანიის მიერ წარდგენილ მთლიან მაჩვენებლებზე, როგორიც არის გაყიდვები ან შემოსავალი) ზრდის პოტენციალზე ამახვილებენ.

ერთი რამ, რამაც შეიძლება გარკვეული აღფრთოვანება გამოიწვიოს, არის GameStop-ის გეგმა, შექმნას NFT ბაზარი.

საცალო ინვესტორებმა, საწყის ფაზაში, GameStop-ის აქციების ფასის ზრდას ხელი შეუწყვეს და, როგორც ჩანს, ისინი აქციების ფასის ნიშნულის უკანასკნელი მოძრაობის უკანაც დგანან. ეს ინვესტორები შეიძლება მერყევები იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი GameStop-სთვის რეალურ პოტენციალს და ნამდვილ ჰოლივუდურ დასასრულს ხედავს.

წინა

რა არის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE)?

შემდეგი

3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით

3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved