• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ფასიც საგრძნობლად არის შემცირებული

იანვარი 17, 2023
in სიახლეები
2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ფასიც საგრძნობლად არის შემცირებული
გაზიარება

Nasdaq Composite ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28%-ით დაეცა, ხოლო ყველა დროის მაქსიმუმიდან ინდექსი 32%-ით არის შემცირებული. მსოფლიოს ზოგიერთი უძლიერესი კომპანიაც კი არ იყო იმუნური ტენდენციების მიმართ, რომლებიც ფართო ბაზრის წარმადობას განაპირობებდა, მაგრამ ძლიერი ვარდნა, რეალურად, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესაძლებლობებს ქმნის. დღეს კი შემოგთავაზებთ 2 მზარდი პოტენციალის აქციას, რომელიც მაქსიმალური მაჩვენებლებიდან საგრძნობლად არის შემცირებული.

Alphabet

Google-ის მშობელი კომპანიის — Alphabet-ის აქციების ფასი მაქსიმუმიდან თითქმის 39%-ით არის შემცირებული, ძირითადად ბაზრის ფართო ვარდნის გამო. გარდა ამისა, რამდენიმე მაკროეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის ინფლაციის ზრდა, ომი უკრაინაში და ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, უბიძგებს მარკეტერებს, შეამცირონ თავიანთი ხარჯები Alphabet-ის პლატფორმებზე.

ამ წინააღმდეგობების მოკლევადიანმა ბუნებამ და კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდის შესანიშნავმა ისტორიამ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესყიდვის ხელსაყრელი შესაძლებლობა შექმნას.

Long-term Investor

Alphabet-მა 2012-2021 წლებში შემოსავალი $46 მილიარდიდან $258 მილიარდამდე გაზარდა. კომპანია ფლობს Google-სა და YouTube-ს, რომლებიც დღეს ყველაზე დომინანტურ პლატფორმებს წარმოადგენს. YouTube-ს ყოველთვიურად 2.5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელიც ამ პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის ყურებას მნიშვნელოვან დროს უთმობს. Google კი მსოფლიოში საძიებო სისტემების ბაზრის 84%-ს იკავებს.

მომხმარებლებთან მყარმა კავშირმა Alphabet-ს მისცა საშუალება, დააკისროს მაღალი გადასახადი მარკეტერებს, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ ამ მომხმარებლების შესყიდვის გადაწყვეტილებებზე. 2012-2021 წლებში Alphabet-ის საოპერაციო შემოსავალი $14 მილიარდიდან $79 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება მომავლის პერსპექტივას, კომპანიებს მუდამ ენდომებათ მომხმარებლების მოზიდვა თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების გასაყიდად.

Alphabet Stock

Alphabet-ის აქციების ფასის 39%-იანმა კლებამ განაპირობა ის, რომ კომპანიის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 18.2-ს შეადგენს, რაც ისტორიაში Alphabet-ის ყველაზე დაბალ ნიშნულთან ახლოსაა. ასეთი შეფასება კი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

Alphabet PE Ratio

Microsoft

ძლიერმა წარმადობამ ხელი შეუწყო Microsoft-ს არსებული bear market-ის ფონზე უკეთ შეინარჩუნოს პოზიცია, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობამ, მაგრამ მისი აქციების ფასი, პიკთან შედარებით, მაინც დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. იმის გამო, რომ კომპანია მრავალი თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, გრძელვადიანი საინვესტიციო მიდგომის მქონე ინვესტორები შეიძლება უფრო დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის აქციების დღეს ყიდვა დროთა განმავლობაში ძლიერ ანაზღაურებას მოიტანს.

Microsoft-ის გადასვლამ ქლაუდ სეგმენტზე და გამოწერაზე ორიენტირებულ ბიზნესზე გაყიდვებისა და მოგების ზრდა გამოიწვია; ასევე, კომპანიის კონკურენტული პოზიცია გააუმჯობესა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური ზეწოლა გაიზარდა, Microsoft-ის Azure ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისი განაგრძობდა ზრდას წამახალისებელი ტემპით და უზრუნველყოფდა კომპანიას ძლიერი მარჟებით. წლიდან წლამდე, პირველ კვარტალში (დასრულდა გასული სექტემბრის ბოლოს), Azure-ისა და სხვა ქლაუდ სერვისების შემოსავალი 35%-ით გაიზარდა. ამ წარმადობამ ხელი შეუწყო Microsoft-ს, ინტელექტუალური ქლაუდ სეგმენტის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაეზარდა. მთლიანმა შემოსავალმა კი 11%-ით —$50.1 მილიარდამდე მოიმატა.

Microsoft Stock

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი გაყიდვების სეგმენტი მთლიანი გაყიდვების მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს და მას, გრძელვადიანი ექსპანსიისთვის, ჯერ კიდევ საკმარისი სივრცე გააჩნია.

მაშინაც კი, თუ უახლოეს პერსპექტივაში მაკროეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება, Microsoft, გრძელვადიანი წარმატებისთვის, კვლავ კარგად არის პოზიციონირებული. კომპანიას ასევე გასცემს დაახლოებით 1.1%-ის ტოლ დივიდენდს და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან დივიდენდური ანაზღაურება 196%-ით გაზარდა.

დასკვნა

Alphabet-სა და Microsoft-ს გააჩნია ძლიერი კონკურენტული უპირატესობები და ზრდის შესაძლებლობები, რაც მათ ფანტასტიკურ გრძელვადიან ინვესტიციებად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კომპანიას არ აქვს სრული იმუნიტეტი მაკროეკონომიკური წინააღმდეგობებისა და ცვალებადობის წინააღმდეგ, თითოეულ ტექნოლოგიურ გიგანტს გააჩნია ის, რაც წინაღობების გადასალახად და აქციონერებისთვის ძლიერი ანაზღაურების მოსატანად არის საჭირო.

წინა

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Sotera-ს აქციების ფასი მკვეთრად?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved