• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 დადებითი ფაქტორი, რომელიც Amazon-ის მომავალს განსაზღვრავს

ივნისი 2, 2022
in სიახლეები
2 დადებითი ფაქტორი, რომელიც Amazon-ის მომავალს განსაზღვრავს
გაზიარება

ახლა, როდესაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მილიარდობით ადამიანს ჩაუტარდა და სოციალური დისტანცირება უკვე ნაკლები საზრუნავია, ფიზიკურ მაღაზიებში მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ფაქტი Amazon-ის აქციებისთვის ზარალის მომტანია.

მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ამაზონს ორი მომგებიანი მიმართულება აქვს: ვებ სერვისების სეგმენტი (AWS) და ძლიერი სარეკლამო ბიზნესი.

  1. Amazon Web Services

პირველ კვარტალში Amazon-ის მთლიანი შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. იმავდროულად, AWS-დან მიღებულმა შემოსავალმა 37%-ით მოიმატა. წინა წელს ამ მიმართულების შემოსავალი 32%-ით გაიზარდა. ტექნოლოგიური გიგანტი ქლაუდზე დაფუძნებულ სერვისებში თავისი წამყვანი პოზიციით სარგებლობს, რადგან ბიზნესი შენობებს გარეთ მეტი ციფრული ინფრასტრუქტურის გადატანას ცდილობს.

ამაზონმა პირველ კვარტალში ვებ სერვისების სეგმენტიდან $18.4 მილიარდი გამოიმუშავა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კომპანიის საოპერაციო შემოსავალი $6.5 მილიარდი იყო. უაღრესად მომგებიან, სწრაფად მზარდ ბიზნესში დომინანტური პოზიცია ამაზონის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა.

  1. სარეკლამო ბიზნესი

პირველ კვარტალში Amazon-ის სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა – უფრო სწრაფად, ვიდრე მთლიანი ბიზნესი. გასული ოთხი კვარტლის განმავლობაში რეკლამებიდან კომპანიამ $32.6 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. მაგალითისთვის, 2021 წელს Meta Platforms-ის $118 მილიარდის მოცულობის შემოსავლიდან $114.5 მილიარდი სარეკლამო ბიზნესზე მოვიდა, ხოლო Alphabet-ის 2021 წლის $258 მილიარდის ტოლი შემოსავლიდან $211.6 მილიარდი რეკლამაზე იყო დაფუძნებული.

მართალია, სავარაუდოდ, ამაზონი ამ სივრცეში ზემოთ ნახსენებ ორ ციფრული რეკლამის გიგანტს ლიდერობაში ვერ შეეჯიბრება, მაგრამ ის $763 მილიარდის მოცულობის გლობალური ონლაინ სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. ამაზონს 200 მილიონზე მეტი პრაიმ მომხმარებელი ჰყავს და მარკეტოლოგებს სურთ, რომ მყიდველების ამ ძლიერი ბაზის შესყიდვის გადაწყვეტილებებზე იმოქმედონ. Meta-ს და Alphabet-ს, შეიძლება, სხვადასხვა პლატფორმებზე მილიარდობით აქტიური მომხმარებელი ჰყავდეს, მაგრამ შესყიდვები ძირითადად ამ ორი კომპანიის ეკოსისტემის გარეთ ხორციელდება.

სავაჭრო ობიექტმა, რომელიც რეკლამას Meta-ს ან Alphabet-ის პლატფორმაზე ათავსებს, მომხმარებელი ამ სივრციდან საკუთარ ვებსაიტზე უნდა გადაიყვანოს, სადაც მყიდველი შეძენის გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დაარწმუნოს. Amazon-ზე სწორად განთავსებულ დამაჯერებელ რეკლამას კი ამ შედეგის მიღწევა გაცილებით ნაკლები ძალისხმევით შეუძლია. გასაკვირი არ არის, რომ Amazon-მა მარკეტოლოგების მხრიდან კეთილგანწყობა სწრაფად მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზონის ელექტრონული კომერციის გაყიდვები წინაღობების წინაშე აღმოჩნდა, AWS და სარეკლამო ბიზნესი კომპანიის გრძელვადიან ზრდას უწყობს ხელს.

წინა

5 ტოპ აქცია, რომლის შეძენაც ივნისში ღირს

შემდეგი

უორენ ბაფეტის 10 საუკეთესო დივიდენდური აქცია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
უორენ ბაფეტის 10 საუკეთესო დივიდენდური აქცია

უორენ ბაფეტის 10 საუკეთესო დივიდენდური აქცია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved