ძირითადი ინფორმაცია
- Nvidia საკუთარი ბიზნეს მიმართულებით ერთ–ერთ მოწინავეა.
- Meta-ს პლატფორმები ზრდის მის შემოსავალს, ბოლო 10 წლის მაჩვენებელი საშუალოდ 41 %-იან წლიური ზრდის ტემპს გვაჩვენებს.
- ორივე კომპანიას აქვს მაღალი მომგებიანობა და თქვენი პორტფელისათვის კარგი დანამატი შეიძლება აღმოჩნდეს.
2022 წლის დასაწყისი შესაძლოა იყოს კარგი დრო პორტფელის გადასახალისებლად, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ამ პერიოდში მოხდეს მხოლოდ ისეთი აქციების შეძენა რომლის შენარჩუნებასაც გრძელვადიან პერიოდში აპირებთ. (აპირებთ შეინახოთ შემდეგი ხუთი ან/და მეტი წლის განმავლობაში). მიუხედავად იმისა რომ ყველა ორიენტირებულია ახალი წლის წარმატებით დაწყებაზე არ დაგავიწყდეთ თქვენი გრძელვადიანი მიზნები და იმოქმედეთ მის შესაბამისად.
ბოლო წლებში ტექნოლოგიური აქციები იყო შესანიშნავი საშუალება ზრდისთვის, როგორც პანდემიის, ასევე ახალი ინოვაციებისა და მიმართულების სწრაფად განვითარების გამო, მეტად სავარაუდოა რომ აღნიშნული მიმართულებით ზრდის ტემპი თუ არ აჩქარდება შენარჩუნდება მაინც. სწორედ ამიტომ და სხვა მიზეზთა გამოც, რომელსაც ქვევით გაგაცნობთ სავარაუდოა, რომ შემდეგი ორი კომპანიის აქციები და მისი შემოსავალი 2030 წლისათვის გაოთხმაგდება.
1. Nvidia-ს შემთხვევა
ნახევარგამტარები არის მოწინავე კომპიუტერული ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ფუნქციონირებას, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. (ნახევარგამტარული კომპანიები ქმნიან და აწარმოებენ კომპიუტერულ ჩიპებს და მათთან დაკავშირებულ კომპონენტებს. ისინი არიან ტექნოლოგიური სექტორის ნაწილი, მაგრამ ასევე არიან მწარმოებლები, რაც ნიშნავს, რომ მათი ბიზნესი ციკლურია, როგორც ნებისმიერი წარმოების ან სასაქონლო ბიზნესი).
მათი საჭიროება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამას კი აჩქარებს და მეტად კრიტიკულს ხდის დროც, რაც უფრო მეტი საქონელი და სერვისი შემოდის ციფრულ სფეროში მით იზრდება მათი მნიშვნელობა. ამ დროს Nvidia (NASDAQ:NVDA) აღნიშნული მიმართულებით ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწარმოებელია მსოფლიოში.
კომპანია ცნობილია თავისი გრაფიკული ბარათებით, რომლებიც ძალიან პოპულარულია მომხმარებლებში (ე.წ. გეიმერებში) და ძირითადად გამოიყენება სათამაშო აპლიკაციებისთვის. სათამაშო მიმართულება (გეიმინგი) არის Nvidia-ს უმსხვილესი სეგმენტი და 2021 წლის მესამე კვარტალში კომპანიის 7,1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლიდან 3,2 მილიარდი აშშ დოლარი სწორედ ამ მიმართელებამ შეადგინა. გარდა ამისა, 14 მილიონზე მეტი მოთამაშე იყენებს აღნიშნული კომპანიის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებულ სათამაშო სისტემას GeForce – ეს მაჩვენებელი კი მიმდინარე წელს ორჯერ გაზრდილია გასულ წელთან შედარებით. აღნიშნულ სისტემაში მომხმარებლებს შეუძლიათ 1000-ზე მეტ თამაშში ჩართვა სისტემური განახლებების ან პაჩების დაყენების საჭიროების გარეშე.
Nvidia ასევე ქმნის მაღალი სიმძლავრის ჩიპებს მონაცემთა ცენტრებისთვის აღნიშნული მიმართულების ზრდის ტემპიდან გამომდინარე ის შეიძლება იყოს სათამაშო მიმართლებაზე მეტი შემოსავლის მომტანი 2022 წელს. ამ მიზეზთა გამო კომპანია კიდევ უფრო საინტერესო ხდება გრძელვადიანი ინვესტორებისთვის. Nvidia დგამს ნაბიჟებს ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: თვითმართვადი მანქანების ტექნოლოგიები და პროფესიული ვიზუალიზაცია, რომელთაგან ეს უკანასკნელი იქნება გასაღები ახალი ვირტუალური სამყაროსთვის, რომელიც ცნობილია მეტავერსის სახელით.
დღევანდელი ფინანსური შედეგების მიხედვით თუ Nvidia-ს ფასის-გაყიდვებთან ფარდობის კოეფიციენტი დარჩება უცვლელი, მაშინ მას უნდა გაეზარდოს შემოსავალი ყოველწლიურად 23%-ით, 2030 წლამდე, რაც გამოიწვევს მისი აქციების ღირებულების 400%-ით ზრდას.
ისტორიულად, ნახევარგამტარების ინდუსტრია ციკლურია, რაც ნიშნავს, რომ Nvidia-ს ძლიერი ზრდის ტემპი შესაძლოა მომავალში შემცირდეს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ის განახევრდება, წესით ის მაინც შეინარჩუნებს 23%-იან ზრდის ზღვარს. გარდა ამისა, გლობალური ინოვაციების მზარდი ტემპი ნიშნავს, რომ Nvidia-ს ჩიპები გაცილებით უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება ვიდრე აქამდე ყოფილა.
2. Meta და მასთან დაკავშირებული პლატფორმები
მეტა პლატფორმები (NASDAQ:FB) არის Facebook-ის, როგორც კომპანიის შემდეგი ნაბიჯ. ბრენდის ცვლილება ასახავს მის ფოკუსირებას მეტავერსზე. კომპანია განიხილავს ახალ ვირტუალურ რეალობას, როგორც სოციალური ქსელის მომავალს – და გრძნობს თავს აღნიშნული მიმართულების ლიდერად, ყოველთვიურად 2.9 მილიარდი აქტიური მომხმარებლით.
Meta-ს ფლაგმანი ბრენდები შეინარჩუნებენ არსებულ სახელებს, მათ შორის Facebook, Instagram და WhatsApp. მაგრამ კომპანია ითვალისწინებს ტექნოლოგიურ ცვლას. ნაცვლად აპლიკაციაში გამოსახულების ყურებისა, ჩვენ შეიძლება ვიყოთ უშუალოდ ჩართულები მასში, ეს კი შესაძლებელი იქნება შემდეგნაირად, თითოეული ჩვენგანი წარმოდგენილი იყოს საკუთარი თავის ციფრული ავატარებით, რაც შესაძლებელია ფიზიკური სფეროს მიღმა.
მეტას მიზანია შექმნას მეტავერსიის საფუძვლები და ფლობდეს ზოგად ეკოსისტემას. თუმცა, კომპანია აღიარებს აღნიშნული მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, თვლის რომ პროექტს დასჭირდება ფართო და ტექნოლოგიური მიმართულებით მომუშავე კომპანიათა ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით ტექნიკის სფეროში დახვეწა/განვითარების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ Meta ფლობს ვირტუალური რეალობის მოწყობილობების Oculus ხაზს, საჭიროება იქნება ისეთი მიმართულებების გააქტიურება როგორებიცაა ნახევარგამტარული კომპანიები, Nvidia ან Advanced Micro Devices, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიას მსგავს პროდუქტთა გასაძლიერებლად.
Meta-ს შეუძლია შექმნას მეტავერსია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომხმარებელთა გამოცდილების ცვლილების მიმართულებით (როგორც Facebook არის),გარდა ამისა მას შეიძლება ქონდეს განუზომელი ძალა. მას შეუძლია პოტენციურად მიიღოს შემოსავალი ყველა აქტივობიდან, რომელიც ხდება მის ფარგლებში, განსაკუთრებით თუ მას ექნება ციფრული ეკონომიკა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ საქონელი და მომსახურება.
Meta-ს აქვს გამოცდილება წლიური შემოსავლების ზრდით 23% და მეტი, სწორედ ეს მაჩვენებელი სჭირდება კომპანიას იმისათვის რომ მისი აქციები 2030 წლისთვის ოთხჯერ გაიზარდოს.
Meta წინა განხილული კომპანიის მსგავსად ასევე ძალიან მომგებიანია, 2021 წლის სავარაუდო მაჩვენებელი 13,94 აშშ დოლარია აქციაზე, აღნიშნული დაზუსტებით ცნობილი იქნება მეოთხე კვარტლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ. ეს ფინანსურ ნაწილში ფასის ფინანსურ ნაწილთან თანაფარდობისას 24-იან შედეგს იძლევა, Nasdaq 100-ის ტექნოლოგიური ინდექსი, 39-ის ტოლია.
მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული აქციები ახლა მიმზიდველია და მეტავერსიის პოტენციალი მას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ზრდის შანსს უჩენს.
წყარო: fool.com