• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის პორტფოლიოს დივერსიფიკაცია?

იანვარი 10, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა არის პორტფოლიოს დივერსიფიკაცია
გაზიარება

ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია გამოთქმა: „ნუ ჩაალაგებთ ყველა კვერცხს ერთ კალათაში“. აღნიშნული ფერმერის ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრებაში არსებულ რისკებს ეხება, რადგან შესაძლოა ფერმერს რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო მთელი მონაგარი ერთიანად დაეკარგა. ეს სიტყვები ცხადია ცდება ფერმერულ საქმიანობას და ასევე შესანიშნავად ერგება ინვესტირების შემთხვევებსაც, რომელიც გულისხმობს რომ არ გარისკოთ მთელი თქვენი თანხა ერთი მიმართულებით. 

ერთ-ერთი საშუალება კი გატეხილი კვერცხების რაოდენობის შესამცირებლად ან/და თანხითი დანაკარგის შესამცირებლად სწორედ პორტფელის დივერსიფიცირებაა. აქ გაგიზიარებთ რას ნიშნავს დივერსიფიცირება და ასევე გაგაცნობთ იმ სამ გზას რომელიც დაგეხმარებათ ინვესტიციათა სწრაფ დივერსიფიკაციაში.

რა არის პორტფელის დივერსიფიკაცია და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ?   

დივერსიფიცირებული პორტფელი სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებისა და განსხვავებული კომპანიათა აქციებისაგან შედგება,  აღნიშნულის მიზანი, პორტფელის საერთო რისკის დონის შემცირებაა. უფრო დეტალურად კი დივერსიფიცირებული პორტფელი შემდეგნაირად აიხსნება: ასეთი პორტფელი მოიცავს ინვესტიციებს რამოდენიმე განსხვავებული ინდუსტრიაში (არაა კონცეტრირებული ერთ ინდუსტრიაზე), რამოდენიმე ქვეყანასა და განსხვავებული რისკების მქონე კომპანიებში,  ამასთან ის მოიცავს ინვესტიციებს განსხვავებულ ფასიან ქაღალდებში, მაგ: აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება და თავად სავაჭრო პროდუქტი (ოქრო, ნავთობი და ა.შ.). აღნიშნული განსხვავებული აქტივები ერთობლივად გამოიყენება ინვესტორის კაპიტალის დანაკარგის რისკისა და პორტფელის საერთო ცვალებადობის შესამცირებლად, თუმცა სანაცვლოდ დივერსიფიცირებული პორტფელიდან შემოსავალი უფრო დაბალია, ვიდრე ინვესტორს შეუძლია მიიღოს ერთი მომგებიანი აქციიდან. 

რა შედის დივერსიფიცირებულ პორტფელში?

როგორც უკვე ავღნიშნე დივერსიფიცირებული პორტფელი რამოდენიმე მიმართულებისაგან უნდა შედგებოდეს. ფინანსურ მრჩეველთა უმრავლესობა წლების განმავლობაში უპირატესობას 60/40 პრინციპს ანიჭებდა. 

ეს ნიშნავს კაპიტალის 60%-ის აქციებში,  ხოლო 40% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში ინვესტირებას, მაგ: ობლიგაციები.  თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობს,  არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ რომ აქციებში უფრო მეტის ინვესტირება უფრო გონივრული ნაბიჯია. 

დივერსიფიცირებული პორტფელის ერთ-ერთი გასაღები მრავალფეროვანი აქციების ფლობაა. ინვესტორს არ სჭირდება ყველა სექტორში ინვესტირება, თუმცა მნიშვნელოვანია სექტორული განაწილება ასევე მნიშვნელოვანია რომ ინვესტორმა ყურადღება გაამახვილოს მაღალი ხარისხის კომპანიების ფართო სპექტრზე. გარდა ამისა, ინვესტორებმა უნდა განიხილონ ე.წ. large-cap stocks (კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციით 10 მლრდ აშშ დოლარი ან მეტი) , small-cap stocks (კომპანიები საბაზრო კაპიტალიზაციით 2 მლრდ აშშ დოლარამდე), dividend stocks (დივიდენდის გამცემი კომპანიათა აქციები), growth stocks (სტანდარტულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე მაღალი ზრდის მაჩვენებლოს მქონე კომპანია) და value stocks (ლოგიკურ ფასზე დაბალ ფასად მოვაჭრე აქციები). 

დივერსიფიცირებული საფონდო პორტფელის ფლობის გარდა, ინვესტორებმა ასევე უნდა განიხილონ გარკვეული არაკორელირებული ინვესტირებები (მაგ. ინვესტირება აქტივში რომლის ფასებიც არ იკლებს და მიყვება საფონდო ბირჟის ინდექსებს). არასაფონდო დივერსიფიკაციის ვარიანტები მოიცავს ობლიგაციებს, ოქროს, კრიპტოვალუტებს და უძრავ ქონებას.

სამი რჩევა დივერსიფიცირებული პორტფელის შესაქმნელად

დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა შეიძლება რთულ ამოცანად ჩანდეს, რადგან ამდენი საინვესტიციო შესაძლებლობაა, თუმცა აქ მოცემულია სამი რჩევა, რათა დამწყებებეს გაუადვილდეთ დივერსიფიკაცია.

  1. შეიძინეთ სხვადასხვა ინდუსტრიის აქციები, მინიმუმ 25 განსხვავებული კომპანიის (ან მოახდინეთ ინდექსის შეძენა)  დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი გზა რამოდენიმე აქციაში ინვესტირებაა. ინვესტირებაში კარგ შემთხვევად ითვლება მინიმუმ 25 განსხვავებულ კომპანიაში ინვესტირება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყოს სხვადასხვა ინდუსტრიიდან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მაცდურად ჟღერდეს მოახდინოთ ინვესტირება ათეულობით ცნობილი ტექნოლოგიური გიგანტის აქციებში, გეტყვით რომ ეს არ არის სათანადო და სწორი დივერსიფიკაცია.  თუ ტექნოლოგიური მიმართულება დაზარალდება  ეკონომიკური შენელების ან ახალი სახელმწიფოთა  რეგულაციების გამო, ყველა ასეთი კომპანიის აქციების ფასები შეიძლება შემცირდეს. ზუსტად ამიტომ,  ინვესტორებმა უნდა მოახდინონ მარი რესურსის გადანაწილება რამდენიმე ინდუსტრიაზე. მათთვის ვისაც აქციების შესასწავლად დრო არ აქვთ არსებობს მარტივი და სწრაფი საშუალება, ეს ინდექსის (Index funds) შეძენა არის. მაგალითად, S&P 500 ინდექსის ფონდის მიზანია შეესაბამებოდეს S&P 500-ის შედეგს. ინდექსის ფონდების სარგებელი არის ის, რომ ისინი მყისიერ დივერსიფიკაციას სთავაზობენ ინვესტორს. მაგალითად, S&P 500 ინდექსის ფონდით, თქვენ ყიდულობთ ერთი ფონდის წილებს, რომელიც გაძლევს წვდომას აშშ-ს 500 უმსხვილეს საჯარო კომპანიაზე. ინდექსის ფონდების კიდევ ერთი უპირატესობა საკომისიოა  – რაც ცნობილია, როგორც ხარჯების კოეფიციენტები, აღნიშნული კი ფონდების შემთხვევაში ძალიან დაბალია. ამას შემდეგი ფაქტორი განაპირობებს, ინდექსური სახსრების შემთხვევაში ინვესტორი არ გაწევს აქციის შესწავლის და ანალიზის ნაწილში რაიმე ხარჯს,  რადგან ეს უბრალოდ არ ხდება (ინდექსი არ საჭიროებს რაიმე შესწავლას, შესაბამისად საშუამავლო მომსახურებაში ხარჯი მცირდება).2. მოახდინეთ დივერსიფიკაცია ფასიანი ქაღალდების ტიპების მიხედვითაც, განათავსეთ თქვენი პორტფელის ნაწილი ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივებში ასეთია მაგ: ობლიგაციები. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება შეამციროს პორტფელის მთლიანი შემოსავალი, ის აუცილებლად შეამცირებს პორტფელის საერთო რისკის დონეს და პორტფელის მერყეობას. გთავაზობთ პორტფელის დივერსიფიცირების შემთხვევაში არსებულ სურათებს, პერიოდისა და ფასიანი ქაღალდების ტიპების მიხედვით:

    დაკვირვება გვაჩვენებს რომ ობლიგაციების შემთხვევაში იკლებს პორტფელის საშუალო წლიური ანაზღაურება, თუმცა ის ასევე ამცირებს ზარალს ყველაზე ცუდი წლის შემთხვევაში და ასევე ამცირებს ზარალიანი წლების რაოდენობას მთელ პერიოდში.

    მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციების არჩევა აქციების არჩევაზე რთული შეიძლება იყოს, არსებობს შედარებით მარტივი გზა (ისევე როგორც ინდექსების შემთხვევაში). ერთ-ერთი მათგანია ობლიგაციებზე ორიენტირებულ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდში ინვესტირებაა (ETF)

    3. მოახდინეთ გარკვეული ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაშიინვესტორებს, რომლებსაც სურთ თავიანთი პორტფელის დივერსიფიკაცია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ, მათ აუცილებლად უნდა განიხილონ ინვესტირება უძრავი ქონების მიმართულებით. ბოლო წლებში უძრავმა ქონებამ მნიშვნელოვნად გაზარდა პორტფელის მთლიანი შემოსავალი და შეამცირა მისი საერთო არასტაბილურობა. ამისათვის მარტივი გზა უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებში (REITs) ინვესტირებაა, რომლებიც ფლობენ შემოსავლის მომტან კომერციულ უძრავ ქონებას. სექტორს აქვს შესანიშნავი გამოცდილება. 2019 წელს დასრულებული 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში, REIT-ების უკუგებამ, აჯობა S&P 500-ს იმ 15 წლის მაჩვენებელს,  გამოიმუშავა საშუალო წლიური ჯამური შემოსავალი 10.9%. კვლევების მიხედვით კი ოპტიმალური პორტფელი მოიცავს  5%-დან 15%-მდე განაწილებას REIT-ებზე. მაგალითად,  პორტფელმა შემდეგი მახასიათებლებით –  55% – აქციები, 35% –  ობლიგაციები,  10% REIT-ებით უკეთესი უკუგება ანახა ვიდრე  60% – აქცია, 40% – ობლიგაციები. სტაბილურობაში კი სულ მცირედი სხვაობა იყო, ამასთან თითქმის დაემთვა პორტფელს შემდეგი მახასიათებლით 80%-აქცია, 20% – ობლიგაცია, აქ კი უფრო ნაკლები ცვალებადობა აჩვენა. 

დივერსიფიკაცია ამცირებს როგორც ბუდეში გატეხილი კვერცხების რაოდენობას ასევე ინვესტორსა და მის ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენის შესაძლებლობას, იკლებს რა ერთი აქციის, ერთი ინდუსტრიის გავლენა მთლიან პორტფელზე.

მიუხედავად იმისა რომ დივერსიფიკაციამ შეიძლება შეამციროს პოტენციური უკუგება ის ასევე ამცირებს არასტაბილურობას, ამ მიზეზთა გამო დივერსიფიკაცია ინვესტორისათვის უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოა. 

წინა

2 აქცია, რომელსაც 2030 წლისათვის დღეს ინვესტირებული 100 000 $-ის 500 000-ად ქცევა შეუძლია

შემდეგი

რატომ ეცემა Adobe-ს აქციები?

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
აქციები ეცემა

რატომ ეცემა Adobe-ს აქციები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved