არსებობს ათასობით კომპანია, რომელიც ბაზარზე საჯაროდ მიმოიქცევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ETF-ებზე და ურთიერთდახმარების ფონდებზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა ინვესტორმა არ იცის, საიდან დაიწყოს. ამჟამად, ბოლოდროინდელი ბაზრის ვარდნის წყალობით, უამრავი აქცია მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე სულ რაღაც ექვსი თვის ან ერთი წლის წინ იყო.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ტოპ 10 აქციას 2022 წლის აგვისტოში შესაძენად.
- Etsy
პანდემიის დროს ელექტრონულმა კომერციამ უზარმაზარი სტიმული მიიღო, მაგრამ Etsy მთლიან სექტორზე ორჯერ მეტი ტემპით გაიზარდა. 2022 წლის პირველ კვარტალში Etsy-ის გაყიდვების მოცულობა პანდემიამდელ დონეებთან შედარებით 177%-ით გაიზარდა.
Amazon-თან კონკურენცია ნამდვილად ძალიან რთულია. Etsy არა მხოლოდ გადარჩა, როდესაც Amazon-მა საკუთარი ხელნაკეთი ნივთების პლატფორმა გამოუშვა, არამედ გაიმარჯვა კიდეც. თუმცა შეიძლება ეს შესანიშნავი გრძელვადიანი ზრდის ისტორიის პირველი დღეები იყოს.
მისი პლატფორმისა და ბრენდის სიძლიერის გამო, Etsy-ის საბაზრო შესაძლებლობა ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს მხოლოდ დასაწყისია. აქციების ფასის მნიშვნელოვნად შემცირება, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს.
ადამიანები მიმართავენ Pinterest-ს, რათა ფოკუსირდნენ საგნებზე და არა სხვა ადამიანებზე. იქნება ეს საოცნებო გემბანის აშენება, შვილისთვის დაბადების დღის ტორტის გამოცხობა, თუ გარდერობის განახლება, Pinterest ადამიანებს ვიზუალური შთაგონებით უზრუნველყოფს.
მიუხედავად მყარი საზოგადოებისა და გაყიდვების ზრდისა, Pinterest-ისთვის დარტყმა Facebook-ის დონის მონეტიზაციის ნაკლებობა იყო. ეს განსაკუთრებით შეესაბამება საერთაშორისო დონეს, რომელიც, რაოდენობის თვალსაზრისით, მისი მომხმარებლების ბაზის 80%-ს შეადგენს, თუმცა შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ამ მიმართულებით კომპანიას ასათვისებლად დიდი პოტენციალი გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, ელექტრონული კომერციის ვეტერანი, ბილ რედი. გარდა ამისა, კომპანიამ ახლახან მოდის სავაჭრო პლატფორმის – The Yes-ის შეძენა გადაწყვიტა.
- MercadoLibre
MercadoLibre-ს ხშირად ლათინური ამერიკის Amazon-ს უწოდებენ. კომპანია ოპერირებს ელექტრონული კომერციის ბაზარზე, რომელიც დომინანტურია რეგიონის ყველაზე დასახლებულ ქვეყნებში, მათ შორის ბრაზილიასა და არგენტინაში.
თუმცა, MercadoLibre ამაზე მეტია. ის მართავს სწრაფად მზარდ გადახდების პლატფორმას – Mercado Pago-ს, ლოჯისტიკურ სერვისს, რომელიც ცნობილია, როგორც Mercado Envios, ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმას და ა. შ. 2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე საქონლის მოცულობამ $8 მილიარდი შეადგინა, ხოლო Mercado Pago $100 მილიარდზე მეტ წლიურ მოცულობას ამუშავებს. ორივე სეგმენტი სწრაფად იზრდება.
MercadoLibre ლათინური ამერიკისთვის მხოლოდ Amazon არ არის, ის ასევეა PayPal, Square, Shopify და სხვა. აღსანიშნავი კი ის არის, რომ კომპანია ზრდის ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზეა. MercadoLibre-ს საქონლის მოცულობა Amazon-ის 5%-ს შეადგენს, ხოლო PayPal-ის გადახდის მოცულობის მხოლოდ 8%-ს. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, კომპანია საოცრად გაიზარდოს.
- Block
Block, ადრე ცნობილი, როგორც Square, გადახდების დამუშავების კომპანიიდან, ფიზიკური პირებისთვის და მოვაჭრეებისთვის, მასიურ ფინანსურ ეკოსისტემად იქცა. ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში მოვაჭრეების მხრიდან Block-მა $178 მილიარდის მოცულობის გადახდები დაამუშავა.
გარდა ამისა, კომპანიას აქვს აპლიკაცია Cash App ათობით მილიონი აქტიური მომხმარებლით, ასევე, შესაძლებლობები, რომლებიც მოიცავს პირად ფულად გზავნილებს, პირდაპირ დეპოზიტებს და სადებეტო ბარათებს, აქციების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას და ა. შ.
Block-მა ახლახან შეიძინა მუსიკალური აპლიკაცია – Tidal, ასევე, მოგვიანებით გადახდის პლატფორმა – Afterpay buy-now. კომპანიის ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად, ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდება.
- Sea Limited
Sea Limited სწრაფად იზრდება და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კომპანია მართავს ციფრულ სათამაშო პლატფორმას – Gerena-ს, მაგრამ ზრდის ყველაზე პერსპექტიული მამოძრავებელი ძალა მისი ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Shopee და ციფრული გადახდების სისტემა – SeaMoney-ია. 2022 წლის პირველ კვარტალში Shopee-ის შემოსავალი წელიწადში 64%-ით გაიზარდა, ხოლო SeaMoney (ბიზნესის უახლესი ნაწილი) – განსაცვიფრებელი 360%-ით.
Gerena-ის, Shopee-ისა და SeaMoney-ის სახით Sea Limited-ს სამი სწრაფად მზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესი აქვს. სამივე მიმართულებით კომპანია სწრაფად ხდება ლიდერი როგორც მშობლიურ რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საკვანძო ბაზრებზე.
- Shopify
Shopify-ის პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ზომის ბიზნესს თავისი პროდუქციის ონლაინ გაყიდვის საშუალება მიეცეს. პლატფორმამ გასულ წელს $4.8 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, მაგრამ ეს მისი სავარაუდო $153 მილიარდის ბაზრის შესაძლებლობის მხოლოდ მცირედი ნაწილია.
ელექტრონული კომერცია ჯერ კიდევ შედარებით ადრეულ ეტაპებზეა და აშშ-ში საცალო გაყიდვების 15%-ზე ნაკლებს შეადგენს. ბაზრის ბოლოდროინდელი ვარდნის გამო, Shopify 2022 წელს შესაძენად კარგად გამოიყურება.
- Intuitive Surgical
Intuitive Surgical თავის სექტორში დომინანტურია და მას ასათვისებლად დიდი სივრცე აქვს, რადგან კომპანიის ქირურგიული სისტემების ადაპტაცია და მისი მხარდაჭერილი პროცედურების რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხება ბევრ საერთაშორისო ბაზარს, სადაც, რობოტების დახმარებით ქირურგიის განხორციელება შეიძლება ამ შესანიშნავი ბიზნესისთვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში გრძელვადიანი ზრდის კატალიზატორად იქცეს.
- Disney
პანდემიამ Disney-ის თემატურ პარკებსა და კინოს ბიზნესს ზიანი მიაყენა, მაგრამ ეს მოვლენა Disney+-ის სტრიმინგ სერვისს იმაზე მეტად დაეხმარა, ვიდრე ამას კომპანია მოელოდა.
2022 წელს მოთხოვნა დისნეის თემატურ პარკებსა და ფილმებზე უფრო ძლიერდება, ვიდრე ოდესმე. Disney+-მა დიდი წარმატება მოიპოვა. კომპანია სამართლიანად არის ფოკუსირებული მასზე და სხვა სტრიმინგ პლატფორმების – Hulu-სა და ESPN+-ის გაფართოებაზე.
Disney-ის ინტელექტუალური საკუთრების საოცარი სტაბილურობა და თემატური პარკის ბიზნესი უქმნის მას უსაფრთხოების ზღვარს, რაც კომპანიას, ალბათ, ამ სიაში ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს. Disney-ის ჯერ კიდევ უზარმაზარი ზრდის პოტენციალი გააჩნია, რადგან მისი ბიზნესის ახალი სფეროები ვითარდება.
- Berkshire Hathaway
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიის უმეტესი ნაწილი მზარდი პოტენციალი აქციებისგან შედგება, ეს შედარებით „მოსაწყენი“, ღირებულებაზე ორიენტირებული არჩევანია. Berkshire Hathaway ფლობს დაახლოებით 60 შვილობილ ბიზნესს, მათ შორის არის ისეთი ცნობილი სახელები, როგორიც არის GEICO, Duracell და Diary Queen. გარდა ამისა, კომპანია $330 მილიარდის ღირებულების ჩვეულებრივი აქციების პორტფელს ფლობს, რომელიც მოიცავს Apple-ის, Bank of America-ის, Chevron-ის, American Express-ისა და Coca-Cola-ს წილებს. მრავალი პოზიცია ლეგენდარულმა ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა თავად შეარჩია.
- Amazon
Amazon, დაახლოებით $600 მილიარდის მოცულობის წლიური მთლიანი საქონლის გაყიდვით, აშშ-ის ელექტრონული კომერციის ბაზარზე ლიდერია და მის Amazon Web Services-ს (AWS), ასევე, დომინანტური პოზიცია უჭირავს.
თუმცა არსებობს იმაზე დიდი ზრდის პოტენციალი, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ელექტრონული კომერციის პოტენციალის მაქსიმიზაციისგან ჯერ კიდევ შორს ვართ – ის კვლავ აშშ-ის საცალო გაყიდვების 15%-ზე ნაკლებს შეადგენს. ქლაუდ ინდუსტრია, ასევე, შედარებით ახალგაზრდაა. გარდა ამისა, ამაზონს დიდი პოტენციალი გააჩნია სხვა სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, სასურსათო მაღაზიები და სხვა.