• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აღდგება თუ არა საფონდო ბირჟა 2023 წელს?

სექტემბერი 15, 2022
in სიახლეები
აღდგება თუ არა საფონდო ბირჟა 2023 წელს?
გაზიარება

საფონდო ბირჟის ინვესტორებისთვის 2022 წელი საკმაოდ რთული იყო. ბევრი მათგანის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა და ეს შეიძლება ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. თუ 2022 წელს თქვენი ინვესტიციები დაზარალდა, ალბათ გაინტერესებთ, როგორი იქნება 2023 წელი საფონდო ბირჟისთვის. სწრაფი პასუხი? ძნელი სათქმელია.

ზოგიერთი ფაქტორი, რამაც არასტაბილურობის გაზრდა გამოიწვია, შესაძლოა 2023 წელს შემცირდეს, რაც აქციების ღირებულების აღდგენას შესაძლებელს გახდის. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდება, ინვესტორები, რომლებიც დღეს დაზარალებულები არიან, პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ.

რა მოელის აქციებს 2023 წელს?

მთავარი მიზეზი, რის გამოც საფონდო ბირჟა წელს ასეთი არასტაბილური იყო არის ის, რომ ინფლაციამ ყოვლისმომცველი ხასიათი შეიძინა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ეს რთული მდგომარეობა განაპირობა არის უკრაინის კონფლიქტი, რომელმაც გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითად იმოქმედა და მსოფლიოში დიდი პრობლემები გამოიწვია. თუმცა, 2023 წელს შეიძლება ორივე ფაქტორი გაუმჯობესდეს და თუ ეს მოხდება, აღდგენით სარგებლობას ბევრი ინვესტორი შეძლებს.

Investor

მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს. ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ამის მიღწევას საპროცენტო განაკვეთების ზრდის საშუალებით ცდილობს, მაგრამ ინფლაციის შემცირებას მაინც დიდი დრო დასჭირდება. გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ Fed-ის ქმედებები ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს და შედეგად, შეიძლება, საფონდო ბირჟაზე მერყეობა გახანგრძლივდეს.

რა მოხდება, თუ მომავალ წელს საფონდო ბირჟა ვერ აღდგება?

თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელი დაზარალდა, რა თქმა უნდა, თქვენი დიდი სურვილი იქნება, რომ რამე შეიცვალოს. თუმცა, მაშინაც კი, თუ 2023 წელს აქციების ფასები არ აღდგება, პანიკა საჭირო არ არის.

იდეალურ შემთხვევაში, ფული, რომელიც საფონდო ბირჟაზე გაქვთ დაბანდებული, არ უნდა მოიცავდეს იმ ფინანსურ სახსრებს, რომლებიც მალე დაგჭირდებათ. ასე რომ, თუ ფულს ზოგავთ პენსიაზე გასვლისთვის, რომელიც ჯერ შორს არის, არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ საფონდო ბირჟის აღდგენას დრო დასჭირდება.

დავუშვათ, თუ ახლა 30 წლის ხართ და ვარაუდობთ, რომ პენსიაზე დაახლოებით 60 წლის ასაკისთვის გახვალთ, ახლა თქვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა საფონდო ბირჟის სრულად აღდგენას ექვსი თვე დასჭირდება, სრული წელი, თუ სამი წელი. მთავარია, რომ ის საბოლოოდ აღდგეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ S&P 500-ის bear ბაზრების ისტორია იხილოთ.

S&P 500 Bear Market History

იმავდროულად, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც გრძელვადიანი ზარალის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ, არის თქვენი ინვესტიციების შენარჩუნება და მოთმინების გამოჩენა. მთავარია, რომ ინვესტიციების განხორციელებისას, ჩატარებული გქონდეთ საკუთარი კვლევა და შეძენილი გქონდეთ ხარისხიანი აქციები, ძლიერი ბიზნეს საფუძვლებით. თუ ამ დროის მანძილზე კომპანიის ბიზნესის მდგომარეობა უარესობისკენ არ შეცვლილა, მაშინ ამ ინვესტიციის შენარჩუნება საბოლოოს სარგებელს მოგიტანთ. თუ პანიკის გამო აქციებს გაყიდით, მხოლოდ გაანაღდებთ იმ ზარალს, რომელიც შეგეძლოთ მოგებად გექციათ.

წინა

რატომ განაგრძო General Electric-ის აქციების ფასმა ვარდნა?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ ნავთობმწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved