რა მოხდა?
გუშინ, ანალიტიკოსის მიერ სამიზნე ფასის შემცირების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის — Zscaler-ის აქციების ფასი მცირედით — დაახლოებით 0.30%-ით შემცირდა.
და რა?
ვარდნის მიზეზი იყო Credit Suisse-ის ანალიტიკოსის — სამი ბადრის შეფასება. მან Zscaler-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი მკვეთრად — $275-დან $165-მდე შეამცირა.
ანალიტიკოსის მიერ ასეთი ნაბიჯის მიზეზი მაშინვე აშკარა არ იყო, მაგრამ შემთხვევითი არ არის, რომ მან სამიზნე ფასი კომპანიის ბოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეამცირა.
ამ თვის დასაწყისში Zscaler-მა ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგები წარადგინა. შემოსავალი წლიდან წლამდე 52%-ით — $387.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $365.53 მილიონი) და კომპანიამ მოახერხა წმინდა ზარალის შემცირება ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) საფუძველზე. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.37 შეადგინა (პროგნოზი — $0.29). თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გაორმაგდა. კვარტალური და სრული 2023 წლის პროგნოზებმა ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს.
ახლა რა?
თუმცა, შედარებით ახალგაზრდა ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად ფასდება მათი ზრდის ტემპებით. 2022 წლის განმავლობაში შემოსავლის ზრდამ 45% შეადგინა, რაც წინა წლის 62%-იან მაჩვენებელს საკმაოდ ჩამორჩება.
თუმცა ეს სულაც არ უნდა იყოს შემაფერხებელი Zscaler-ისთვის. კომპანია ძლიერი მოთამაშეა კიბერუსაფრთხოების სეგმენტში, ის ოპერირებს სექტორში, რომელიც ამჟამად პოპულარულია და ასე დარჩება ციფრული საფრთხეებით სავსე მსოფლიოში.