• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

იანვარი 27, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

25 იანვარს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრომობილების (EV) მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიამ — Tesla-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მისი აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.

და რა?

მეოთხე კვარტალში Tesla-ს შემოსავალი 37%-ით — $24.3 მილიარდამდე გაიზარდა. ელექტრომობილების ინდუსტრიის გიგანტის კორექტირებულმა წმინდა შემოსავალმა 43%-ით — $3.7 მილიარდამდე მოიმატა — ანუ EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.19 შეადგინა. ეს მაჩვენებლები აღემატებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც Tesla-ს მიერ $24.2 მილიარდის ოდენობით შემოსავლისა და $1.13-ის ტოლი EPS-ის გამომუშავებას გულისხმობდა.

Tesla Stock

ანალიტიკოსებთან საუბრისას, მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — ზაკ კირკჰორნმა ხაზი გაუსვა Tesla-ს შთამბეჭდავ საოპერაციო წარმადობას რთულ საბაზრო გარემოში. „სრული წლის განმავლობაში, შემოსავალი 50%-ზე მეტით გაიზარდა, საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა, თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) 50%-ზე მეტით მოიმატა და ჩვენი მარჟებმა ინდუსტრიაში ლიდერობა შეინარჩუნა“, — განაცხადა ზაკმა.

ახლა რა?

Tesla-მ მეოთხე კვარტალში 439,701, ხოლო, მთლიანობაში, 2022 წელს 1.3 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გამოუშვა. მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის წარმოების მოცულობა 2023 წელს 1.8 მილიონ ელექტრომობილამდე გაიზრდება. გარდა ამისა, აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა თქვა, რომ Tesla-ს შესწევს უნარი აწარმოოს 2 მილიონი ავტომობილი, თუ მიმდინარე წელს მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ექნება ადგილი.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ Tesla-ს მიერ ფასების ბოლოდროინდელმა შემცირებამ მოთხოვნის გაზრდას შეუწყო ხელი. „ჯერჯერობით იანვარში, ჩვენ ვიხილეთ კომპანიის ისტორიაში ყველაზე მეტი შეკვეთა, რაც წლის დასაწყისიდან კონკრეტულ თარიღამდე დაფიქსირებულა“ — განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა. „ამჟამად შეკვეთები ტემპი წარმოებისას თითქმის ორჯერ აჭარბებს.”

უფრო უკეთესი ის არის, რომ მასკის პროგნოზით, Tesla-ს ელექტრომობილების სწრაფად გაყიდვა გაგრძელდება, მაშინაც კი, თუ ავტომობილების მთლიან ბაზარს რეცესია მოიცავს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ AT&T-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved