რა მოხდა?
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. კომპანიაზე დადებითად იმოქმედა ერთ-ერთი ცნობილი ინვესტორის მიერ Tesla-სადმი ნდობის გამოცხადებამ და აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის განცხადებამ ბატარეის მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ.
და რა?
გუშინ საფონდო ბირჟაზე არასტაბილური დღე იყო და გამონაკლისი არც Tesla-ს აქციები ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ, ფინანსური კრიზისის შიშის გამო, აქციების ფასი ბაზრის დიდ ნაწილთან ერთად დაეცა, კეტი ვუდმა ARK Invest-ის ურთიერთდახმარების ფონდს Tesla-ს ახალი აქციები დაამატა.
გარდა ამისა, ილონ მასკმა Twitter-ის საშუალებით უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს Tesla და ჩინეთში დაფუძნებული BYD წყვეტდნენ თანამშრომლობით ურთიერთობას ელექტრომობილების (EV) ბატარეის მომარაგებასთან დაკავშირებით.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ BYD და Tesla ჩინეთში ელექტრომობილების მყიდველების მოპოვებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, ამ ორ კომპანიას შორის ასევე დადებულია შეთანხმება, რომელიც BYD-ის მიერ Tesla-ს გერმანული ქარხნის ელექტრო ბატარეებით მომარაგებას ითვალისწინებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წლის დასაწყისში კომპანიების თანამშრომლობა დასრულდა, ორივე მხარის წარმომადგენლებმა უარყვეს. მასკმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა: „მედიის ეს ინფორმაცია მცდარია. Tesla-სა და BYD-ს შორის ურთიერთობა პოზიტიურია“.
Tesla აწარმოებს საკუთარ ბატარეებს ზოგიერთი ავტომობილის წარმოებისთვის, მაგრამ ამ მიმართულებით გარე მომწოდებლებსაც ეყრდნობა. BYD-თან ურთიერთობა გარკვეულწილად რთულია, რადგან Tesla მუშაობს ელექტრომომარაგების ბიზნესის გაზრდაზე ჩინეთში, სადაც BYD ბაზრის დომინანტია. BYD-მ 2022 წელს აწარმოა თითქმის 1.9 მილიონი ერთეული, რომლის უმეტესობა საშინაო ბაზარმა აითვისა.