რა მოხდა?
პარასკევს Tesla-ს აქციები მერყეობით ხასიათდება. საბოლოოდ, სავაჭრო დღის განმავლობაში, ელექტრომობილების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის აქციების ფასი 1.76%-ით შემცირდა.
და რა?
ფასის რყევა გასაგებია, თუ ბოლო დროს Tesla-ს აქციების დაღმავალ იმპულსს გავითვალისწინებთ. ბოლო 90 დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 60%-ით დაეცა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის განცხადებით, ის, მინიმუმ 2024 წლამდე, კომპანიის აქციებს აღარ გაყიდის. მხოლოდ 2022 წელს მან დაახლოებით $24 მილიარდის, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში კი $40 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა (ეს Twitter-ის შეძენასთან არის დაკავშირებული).
თუმცა, Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენ აივსმა, რომელიც იყო კომპანიის მხარდამჭერია, ხუთშაბათს უფრო პესიმისტური პერსპექტივა წარმოადგინა. იგი ფიქრობს, რომ მაკროეკონომიკური პირობები ტესლას ბიზნესის მთავარ წინაღობად იქცა და მასკის მიმართაც კრიტიკულად არის განწყობილი.
ახლა რა?
აივსმა აღნიშნა, რომ Tesla-სთვის კრიტიკულ აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე კონკურენცია იზრდება და გაყიდვებზე სხვა საკითხებიც ზემოქმედებს. მან ასევე გააკრიტიკა მასკის ბოლოდროინდელი მმართველობა, რადგან Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი უფრო მეტად Twitter-ის მართვაზეა ორიენტირებული. ანალიტიკოსის თქმით, მაშინ, როდესაც კომპანია ფასებს ამცირებს და მარაგების დონე იზრდება, ლიდერული პერსპექტივიდან მასკს თითქოს საჭესთან ჩაეძინა.
მიუხედავად იმისა, მასკმა დაასრულა თუ არა Tesla-ს აქციების გაყიდვა, ფუნდამენტური ბიზნესი არის ის, რაზეც ინვესტორები უნდა ფოკუსირდნენ. კონკურენცია მოულოდნელი არ იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, Tesla-სთვის ბაზარი საკმარისად გაიზრდება, რათა საერთო ბაზრის წილის შემცირების მიუხედავად, კომპანიამ მაინც შეძლოს ზრდა. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, ეკონომიკურმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების დეფიციტი მოლოდინებთან შედარებით.