• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?

იანვარი 30, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

ნიდერლანდებში დაფუძნებული ნახევარგამტარების კომპანიის —STMicroelectronics-ის ინვესტორებისთვის გასული კვირა ხელსაყრელი იყო. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვარტლის სოლიდური ანგარიშის წყალობით, გასული 5 სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა.

და რა?

ხუთშაბათს, STMicroelectronics-ის მენეჯმენტმა კომპანიის მეოთხე კვარტლისა და სრული 2022 წლის შედეგები წარადგინა. გასული მეოთხედისთვის კომპანიის შემოსავალმა $4.42 მილიარდი შეადგინა, რაც წლიდან წლამდე 24%-იან ზრდას წარმოადგენს. უფრო შთამბეჭდავი კი ისაა, რომ მოგება 66%-ით გაიზარდა და $1.2 მილიარდს (მოგება თითო აქციაზე (EPS) — $1.32) გადააჭარბა.

ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ კომპანიის წარმადობა კარგი იქნებოდა, მაგრამ შედეგებმა პროგნოზებს გადააჭარბა. მოლოდინი იყო STMicroelectronics-ის მიერ $4.42 მილიარდის ოდენობით შემოსავლის გამომუშავება, რაც შედეგს დაემთხვა, თუმცა კომპანიის EPS-მა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.13-ს საგრძნობლად გადააჭარბა.

 
STMicroelectronics Stock

STMicroelectronics-ის მენეჯმენტმა შემოსავლის გაუმჯობესება ინდუსტრიული და საავტომობილო სეგმენტებისგან მყარ მოთხოვნას მიაწერა.

ახლა რა?

წარსულ შედეგებთან ერთად, მენეჯმენტმა 2023 წლის მიმდინარე პირველი კვარტლის პროგნოზებიც წარმოადგინა. ისინი მოელიან, რომ სამი თვის განმავლობაში კომპანია საშუალოდ $4.2 მილიარდის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც, მეოთხე კვარტალთან შედარებით, 5%-იან კლებას წარმოადგენს. მენეჯმენტის პროგნოზით, მთლიანი მარჟა 48%-ს მიაღწევს, რაც გასული კვარტლის მაჩვენებელს — 47.5%-ს ოდნავ აღემატება.

კომპანიას სრული 2023 წლის პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ მენეჯმენტის თქმით, STMicroelectronics კაპიტალდაბანდებებისთვის დაახლოებით $4 მილიარდის დახარჯვას აპირებს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved