რა მოხდა?
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებიდან მალევე, Baird-ის ანალიტიკოსის უარყოფითი შეფასების შემდეგ Salesforce-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსმა კომპანიის აქციების დაქვეითების მიზეზებად დაასახელა აღმასრულებლის სამსახურიდან წასვლა და მკაცრი ეკონომიკური გარემო, რამაც შეიძლება უახლოეს მომავალში გაყიდვებზე გავლენა იქონიოს.
და რა?
ახლა კომპანიები ფულის დაზოგვაზე და ნაკლებით მეტის გაკეთებაზე არიან ფოკუსირებულნი. Salesforce-მა კი ეს გავლენა თავის ბიზნესზე გამოცადა. ბოლო კვარტალში წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების ზრდა გასული წლის ბოლოს 25%-დან 15%-ზე ნაკლებამდე შენელდა.
ოლივერი ხაზს უსვამს Salesforce-დან აღმასრულებლის წასვლის პრობლემას, რომელიც პოტენციურად კომპანიაში მმართველობით პრობლემებს გამოიწვევს, განსაკუთრებით გადამწყვეტ დროს, როდესაც Salesforce ყურადღებას ამახვილებს მომგებიანობის გაუმჯობესებაზე. მენეჯმენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე და თანააღმასრულებელი დირექტორი — ბრეტ ტეილორი იანვარში თანამდებობიდან გადადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ Salesforce-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბენიოფი გახდება. ამ რისკების გათვალისწინებით, ანალიტიკოსმა მომავალი წლის შემოსავლისა და მოგების პროგნოზები შეამცირა.
ახლა რა?
ინვესტორებს კომპანიის ზრდის გაცილებით დაბალი მოლოდინი აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ აქციების ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 60-დან (2021 წელი) 26-მდე დაეცა.
ფასდაკლების მიზეზი არის მენეჯმენტის ახალი პრიორიტეტი — გაზარდოს მოგება, გაყიდვების მაქსიმიზაციის საპირისპიროდ. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ Salesforce-ის მნიშვნელოვანი ზრდის დღეები დასრულდა, თუმცა, მეორეს მხრივ, შესაძლოა უბრალოდ სუსტი ეკონომიკის ფონზე მენეჯმენტი გონივრულ კურსს ირჩევს.
Salesforce-ის პოტენციური ბაზარი საკმაოდ დიდია, ასე რომ, კომპანია კვლავ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაიზარდოს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის დასტაბილურდება ეკონომიკა, რასაც მენეჯმენტი უახლოეს მომავალში არ მოელის.