რა მოხდა?
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიური კომპანიის — Salesforce-ის აქციებმა ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასება მიიღო, ხოლო გუშინ მათი ფასი 1.36%-ით გაიზარდა.
და რა?
Credit Suisse-ის ანალიტიკოსმა — სამი ბადრიმ Salesforce-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია მიანიჭა, ხოლო მისი სამიზნე ფასი $225-ს შეადგენს, რაც ამჟამინდელ ნიშნულს თითქმის $100-ით აღემატება.
ბოლო დროს კვარტალური ანგარიშის წარდგენისა და ბევრი ინვესტორის იმედის გაცრუების შემდეგ კომპანიის აქციებმა დიდი დარტყმა მიიღო. რომ აღარაფერი ვთქვათ თანა-აღმასრულებელი დირექტორის — ბრეტ ტეილორის მოულოდნელად წასვლაზე. ამან გაამძაფრა ისედაც პირქუში განწყობილება, რომელმაც ბაზრის საუკეთესო ტექნოლოგიური აქციებიც კი დააზარალა.
მიუხედავად ამისა, Salesforce-ის ბიზნესი კვლავ ძლიერია. პოპულარული კორპორატიული შეტყობინებების აპლიკაციის — Slack-ის წყალობით, რომელიც კომპანიამ 2021 წელს შეიძინა, ამ კვარტალში Salesforce-ის შემოსავალი 14%-ით — თითქმის $8 მილიარდამდე გაიზარდა. არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) მოგებამ კი 10%-ით — თითქმის $1.4 მილიარდამდე მოიმატა.
ახლა რა?
მიუხედავად თანა-აღმასრულებელი დირექტორის წასვლისა და Slack-ის ინტეგრაციით შექმნილი გამოწვევებისა, Salesforce-ს მაინც ნათელი მომავალი აქვს. სამი ბადრის მიერ კომპანიის შეფასება რეალისტური ჩანს და ის აშკარად რეზონირებს ბაზართან.