• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

იანვარი 31, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

23 იანვარს რეგიონულმა ბანკმა — NBT Bancorp-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით კი გასული კვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით შემცირდა.

და რა?

2022 წლის მეოთხე კვარტალში NBT-ის მთლიანმა შემოსავალმა (ბანკებისთვის ეს მაჩვენებელი წმინდა საპროცენტო შემოსავალთან ერთად არასაპროცენტო შემოსავალსაც მოიცავს) $133.9 მილიონი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, ეს მეტრიკა 9%-ით გაიზარდა და ოდნავ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $133.6 მილიონს.

რაც შეეხება წმინდა მოგებას, ის ოდნავ შემცირდა $36.1 მილიონამდე, ანუ EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.84 შეადგინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება $37.3 მილიონი იყო. ანალიტიკოსები 2022 წლის მეოთხე კვარტალში $0.93-ის ოდენობით EPS-ს პროგნოზირებდნენ.

NBT Bancorp Stock

რაც შეეხება სხვა ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის წმინდა სესხებმა $8.05 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $7.81 მილიარდს აღემატება. რაც შეეხება მთლიან დეპოზიტებს, ეს მეტრიკა $9.92 მილიარდიდან $9.50 მილიარდამდე შემცირდა.

სხვა ბანკების მსგავსად 2022 წლის განმავლობაში, NBT-მ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ისარგებლა. ამან გაზარდა წმინდა საპროცენტო შემოსავალი, რამაც, თავის მხრივ, შემოსავლის მატება გამოიწვია.

 

ახლა რა?

გარდა ამისა, ბანკი ინარჩუნებს დივიდენდების გადახდის პოლიტიკას. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კვარტალური დივიდენდი თითო აქციაზე $0.30-ს შეადგენს და გაიცემა 15 მარტს იმ ინვესტორებზე, რომლებიც 1 მარტის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნებიან.

ამჟამად, NBT-ს დივიდენდური სარგებელი ოდნავ აჭარბებს 3%-ს, რაც საბანკო სექტორისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

წინა

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში STMicroelectronics-ის აქციების ფასი?

შემდეგი

თვითშემდგარი მილიონერის წარმატების მარტივი ფილოსოფია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
თვითშემდგარი მილიონერის წარმატების მარტივი ფილოსოფია

თვითშემდგარი მილიონერის წარმატების მარტივი ფილოსოფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved