• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?

ივნისი 19, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

Nasdaq-ისთვის გასული კვირა რთული აღმოჩნდა — S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, დროის ამ მონაკვეთში მისი აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. როდესაც საუბარია Nasdaq-ზე, ხშირად იგულისხმება Nasdaq Composite ინდექსი ან Nasdaq-100-ს, თუმცა Nasdaq ასევე არის კომპანია, რომელიც ამავე სახელწოდების ბირჟას მართავს.

შედარებისთვის, დროის ამავე მონაკვეთში S&P 500 2%-ზე მეტით გაიზარდა, Dow Jones Industrial Average — 1%-ზე მეტით, ხოლო Nasdaq Composite — 3%-ზე მეტით.

და რა?

ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ Adenza-ს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, რომელიც ფირმებს რისკის მართვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის სერვისებს სთავაზობს, $10.5 მილიარდად შეიძენდა.

Nasdaq-მა Adenza პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიისგან — Thoma Bravo-სგან იყიდა და ფასის თვალსაზრისით, ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი გახდა. Nasdaq-ისთვის ეს დაბრკოლება აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი ანალიტიკოსი და ინვესტორი ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელსაც უკვე აქვს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დავალიანება, Adenza-სთვის ზედმეტი გადაიხადა.

Nasdaq Stock

ამ ნაბიჯმა Nasdaq-ის აქციების გაყიდვა გამოიწვია და სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ახლა რა?

ეს შენაძენი ნაწილია Nasdaq-ის სტრატეგიისა, გააფართოოს თავისი შეთავაზებები საფონდო ბირჟის მიღმა, რათა ფულის გამომუშავების მრავალი ნაკადის საშუალებით გარკვეული სტაბილური შემოსავალი შექმნას. საფონდო ბირჟის ბიზნესი შეიძლება საკმაოდ არასტაბილური იყოს.

„წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის შეძენა არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომელიც გლობალური ფინანსური სისტემის ცენტრში Nasdaq-ის პოზიციას აძლიერებს“ — განაცხადა ადენა ფრიდმანმა, Nasdaq-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა.

მოსალოდნელია, რომ Adenza წელს დაახლოებით $590 მილიონის ოდენობით შემოსავალს გამოიმუშავებს, ორგანული შემოსავლის ზრდა 15%-ს შეადგენს, ხოლო წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) მატება — 18%-ს. გარდა ამისა, კომპანიას ჰყავს ლოიალური კლიენტურა, ამაყობს 98%-ის ტოლი მთლიანი შენარჩუნების მაჩვენებლით 80%-იანი განმეორებადი შემოსავლით. მან Nasdaq-ის Solutions Businesses-ის მთლიანი შემოსავალი 71%-დან 77%-მდე უნდა გაზარდოს.

წინა

ვინ იყო ფილიპ ფიშერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

საინტერესო ფაქტები ჯიმ ქენოსის შესახებ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო ფაქტები ჯიმ ქენოსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯიმ ქენოსის შესახებ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved