• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Lovesac-ის აქციების ფასი?

დეკემბერი 8, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Lovesac-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lovesac-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. მიუხედავად ამისა, სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 21%-ზე მეტით შემცირდა, რადგან მენეჯმენტმა მეოთხე კვარტლის პერსპექტივა გამაფრთხილებელი ტონით წარმოადგინა. ამან კი ინვესტორები შეაშინა.

 

და რა?

წმინდა გაყიდვები წელიწადში 15.5%-ით გაიზარდა, ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) მატებამ კი 8.9% შეადგინა. ეკონომიკური გარემოს კონტექსტში ეს ძლიერი კვარტალი იყო. Lovesac-ის ბრენდი აშკარად შესანიშნავად არის პოზიციონირებული და კომპანია ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ეს საყურადღებო ფაქტია.

Lovesac Stock

რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, კომპანიამ $8,4 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა ერთი წლის წინ $2.8 მილიონის ოდენობით მოგებასთან შედარებით. Lovesac ტრანსპორტირებაში კვლავ განიცდის ინფლაციურ ხარჯებს, რაც ახალი წლის წინა პერიოდში წინაღობად რჩება. მაღალი საშეღავათო ფასდაკლების გამო პროდუქტის მარჟა ასევე შემცირდა, რამაც ძლიერ გაყიდვებს შეუწყო ხელი, მაგრამ ეს უახლოეს პერსპექტივაში მოგებას სხვა რისკს უქმნის.

ახლა რა?

ინვესტორებმა მომდევნო კვარტალში გაყიდვების ზრდას და მარჟებს უნდა ადევნონ თვალი. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების ორნიშნა ზრდა გარეგნულად მყარად გამოიყურება, ფასდაკლების გამო პროდუქტის მარჟის კლება მიუთითებს იმაზე, რომ Lovesac დაბალი სამომხმარებლო ხარჯებისგან მთლიანად დაცული არ არის. კომპანიას ძლიერი ბრენდი გააჩნია, მაგრამ თუ უახლოეს პერსპექტივაში ეკონომიკური პირობები და მარჟა გაუარესდება, აქციებზე ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება.

მეორეს მხრივ, აქციების შემდგომი სისუსტე ყიდვის დიდ შესაძლებლობას შექმნის. კომპანიას, $46 მილიარდის მოცულობის ბაზარზე, ჯერ კიდევ გააჩნია გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის პოტენციალი. Lovesac-ს აქვს ჯანსაღი ბალანსი ვალის გარეშე და კომპანიამ დაამტკიცა, რომ ბიზნესის გაფართოების მიზნით ინვესტირების პარალელურად მოგების გამომუშავებაც შეუძლია.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Wix.com-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved