Netflix ბოლო დროს დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არასწორი მიზეზის გამო. სტრიმინგის პიონერმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად პირველ კვარტალში გამომწერების თვალსაზრისით ზარალი დააფიქსირა, რაც მზარდ კონკურენციის, ანგარიშების გაზიარებისა და პანდემიის ბუმის ჩაცხრობის პრობლემებზე მიუთითებს. შესაბამისად, კომპანიის აქციების ფასი 2021 წლის მაქსიმუმიდან 71%-ით შემცირდა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ არის Netflix-ის აქციები აქტუალური განხილვის საგანი.
- Netflix-ს მზარდი კონკურენცია ემუქრება
Netflix-ს არა მხოლოდ სტრიმინგ სერვისებთან, არამედ უფასო, რეკლამით მხარდაჭერილ გასართობი ვარიანტების ზრდასთან უწევს ზრდასთან უწევს შეჭიდება: Alphabet-ის Youtube-მა, TikTok-მა და Meta Platforms-ის Instagram-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა. Netflix-ისგან განსხვავებით, ამ სერვისების გამოყენება უფასოა თუმცა, ამ შემთხვევაში მომხმარებლებს უჩვენებენ რეკლამებს, რაც მათ ჩართულობას აფერხებს.
წლების განმავლობაში ნეტფლიქსის მენეჯმენტი კომპანიის სერვისის უფრო იაფი, რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისის გამოშვების წინააღმდეგი იყო. თუმცა გამომწერების დაკარგვის და აქციების ფასის 71%-ით შემცირების ფონზე მენეჯმენტმა მიანიშნა, რომ რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი გეგმაშია, რომელიც, შეიძლება, წლის ბოლოსთვის გამოვიდეს.
- 100 მილიონი „უფასო“ მომხმარებელი
ის, რომ Netflix-მა საერთო ანგარიშები აღმოაჩინა, გასაკვირი არ არის, მაგრამ გაზიარების მასშტაბები ცოტა შოკისმომგვრელია. ზოგიერთი ინვესტორი საუბრობს იმაზე, თუ რატომ დაუშვა კომპანიამ მდგომარეობის აქამდე მისვლა. სჯეროდათ, თუ არა Netflix-ის წარმომადგენლებს, რომ ერთმანეთის ანგარიშებით სარგებლობის უფლება მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ სააბონენტო ფასებს მისაღებს გახდიდა? ან იქნებ ამის თავიდან ასაცილებლად ტექნოლოგიის შემუშავება ძვირია და კომპანიას ურჩევნია, რომ ფული კონტენტის შექმნაზე დახარჯოს?
ნეტფლიქსს ჰყავს 100 მილიონი მომხმარებელი, რომელიც სერვისს უფასოდ იყენებს. რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი გამოშვება კომპანიას ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაში დაეხმარება. ნეტფლიქსს შეუძლია რეკლამის განმთავსებლებს აჩვენოს, რომ 222 მილიონი გადამხდელი და დამატებით 100 მილიონი „უფასო“ მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, კომპანია შეუძლია გაზარდოს გადასახადი მარკეტოლოგებისთვის, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ მეტი, რადგან იღებენ შესაძლებლობას, რომ დამატებით 100 მილიონ მომხმარებელზე იქონიონ წვდომა.
2021 წელს Netflix-მა ყოველგვარი რეკლამის მხარდაჭერის გარეშე შემოსავალი $29.7 მილიარდამდე გაზარდა. დამატებითი შემოსავლის ნაკადმა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელიწადში $40 მილიარდამდე გაზარდოს.
- ხალხი ახლა ნაკლებ კონტენტს უყურებს
პირველი პანდემიური 2020 წლის განმავლობაში Netflix-ს 36.6 მილიონი სტრიმინგ გამომწერი დაემატა, რაც 2019 წლის ზრდაზე 8.7 მილიონით მეტია. ზრდის ეს აჩქარება შთამბეჭდავი იყო Netflix-ის ზომის კომპანიისთვის, რომელიც უკვე ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციას იკავებდა. თუმცა, იმპულსი შენელდა 2021 წელს, როდესაც კომპანიას მხოლოდ 17.2 მილიონი გამომწერი დაემატა.
ეს მდგომარეობს კიდევ უფრო უარესდება, რადგან Netflix-მა პირველ კვარტალში 200,000 გამომწერი დაკარგა და მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მეორე კვარტალში 2 მილიონით მეტს დაკარგავს. ეს დაღმავალი ტრაექტორია აქციონერებისთვის შემაშფოთებელია, რადგან მათ არ იციან, თუ სადამდე მივა ეს პროცესი. დაკარგავს თუ არა კომპანია 2020 წელს დამატებულ 36.6 მილიონ გამომწერს? ეს არარეალური ჩანს. დაკარგავს თუ არა Netflix იმ 8.7 მილიონ გამომწერს, რომლითაც 2020 წელს წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა? ეს უფრო რეალურია. დაალაგებს თუ არა მდგომარეობას კომპანია მესამე კვარტალში და ზრდას დაუბრუნდება? ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა.