• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

მარტი 28, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ ტექნოლოგიური გიგანტის — IBM-ის (International Business Machines) აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. მატება ძირითადად გამოწვეულია კომპანიის როლით ნახევარგამტარების წარმოების ახალ შეთანხმებაში, რომელიც გასულ კვირას კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გაფორმდა.

და რა?

კანადის/აშშ-ის ნახევარგამტარული ინდუსტრიის წარმოების ახალი შეთანხმების შესახებ პარასკევს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანა განავითარებს შეფუთვის დერეფანს, ხოლო IBM ჩადებს მნიშვნელოვან ინვესტიციას და საქმიანობას კანადაში გააფართოებს.

არც თეთრ სახლს და არც კომპანიას არ გაუმხელია დეტალები, მაგალითად იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს IBM ან რა სახის ფისკალურ სარგებელს მიიღებს ის გარიგებიდან. ეს შეთანხმება IBM-ს საშუალებას მისცემს, რომ საშინაო ტექნოლოგიური წარმოების პროცესში ჩაერთოს, რომლისგანაც აქამდე კომპანია დიდწილად გამოყოფილი იყო.

რაც შეეხება კანადას, პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა $181.94 მილიონს დახარჯავს საშინაო ნახევარგამტარების ინდუსტრიაში კვლევის, განვითარებისა და წარმოების მიმართულებით.

ახლა რა?

თუ IBM-ით აქამდეც არ იყავით დაინტერესებული, თავისთავად, მხოლოდ ნახევარგამტარების წარმოების დერეფნის შექმნა ამ კომპანიაში ინვესტირებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ მწირია, მათ შორის უცნობია ვადები და გრძელვადიანი პოტენციალი. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სიტყვებია.

ჩიპების წარმოების ახალი შეთანხმებით თუ მის გარეშე, IBM არის კომპანია, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელი საკუთარი თავის გარდაქმნაში და უფრო რელევანტურად ქცევაში გაატარა. IBM-ს ღრუბლოვანი გამოთვლის ჰიბრიდულ ლანდშაფტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ახლა, როდესაც Red Hat მისი ოჯახის ნაწილია. ზემოაღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერი დამატებითი პერსპექტივა ამ კომპანიის აქციების ფლობის მიზეზებს კიდევ უფრო ამყარებს.

წინა

საინტერესო ფაქტები Shark Tank-ის თანაწამყვანის — ბარბარა კორკორანის შესახებ

შემდეგი

საინტერესო საინვესტიციო ისტორიები ინსპირაციისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო საინვესტიციო ისტორიები ინსპირაციისთვის

საინტერესო საინვესტიციო ისტორიები ინსპირაციისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved