რა მოხდა?
საცალო ვაჭრობის კომპანიის — Five Below-ს აქციების ფასი ხუთშაბათს მას შემდეგ გაიზარდა, რაც მენეჯმენტმა 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები და მეოთხე კვარტლის პროგნოზები წარადგინა. აღმოსავლეთის დროით 13:45 საათისთვის Five Below-ს აქციების ფასი 14%-ით იყო გაზრდილი.
და რა?
მესამე კვარტალში Five Below-მ $645 მილიონის ოდენობით წმინდა გაყიდვები გამოიმუშავა. ერთის მხრივ, ეს შესანიშნავია, წლის განმავლობაში შემოსავალი 6.2%-ით გაიზარდა და მენეჯმენტის ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს — $619 მილიონს გადააჭარბა. მეორეს მხრივ, ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) — გადამწყვეტი მეტრიკა საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის კომპანიებისთვის — გასულ წელთან შედარებით 2.7%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4.1%-ით დაეცა.
რაც შეეხება მოგებას, Five Below-ის მესამე კვარტლის შედეგები ასევე მოსალოდნელზე უკეთესი იყო, მაგრამ შარშანდელთან შედარებით შემცირდა. კომპანიამ $16.1 მილიონის ოდენობით წმინდა შემოსავალი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ კვარტალში დაფიქსირებულ $24.2 მილიონზე საგრძნობლად ნაკლებია, მაგრამ მენეჯმენტის პროგნოზს — $4-$11 მილიონს ბევრად აღემატება.
ახლა რა?
ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ Five Below-ის აქციების ფასი გუშინ ასე მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მოლოდინებთან არის დაკავშირებული. უოლ სტრიტის მოლოდინები შემცირდა, რადგან კომპანიის მენეჯმენტს მესამე კვარტლისთვის სუსტი პროგნოზები ჰქონდა. თუმცა, გადამწყვეტი სადღესასწაულო სეზონის დაწყებამდე Five Below-ის ძლიერი შედეგებმა ანალიტიკოსების დადებითი განწყობა და მათ მიერ აქციის სამიზნე ფასების გაზრდა გამოიწვია.
მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში გაყიდვები გაუმჯობესდა, რაც მეოთხე კვარტლისთვის იმედისმომცემი დასაწყისია. წმინდა გაყიდვებისთვის პროგნოზი $1,085-$1.11-ს მილიარდს შეადგენს. თუმცა, ამ ზრდას ახალი მაღაზიები გამოიწვევს, comps, სავარაუდოდ, გასულ წელთან შედარებით სუსტი იქნება.
ახლა, როდესაც შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, Five Below-ს დასჭირდება 2023 წელს comps-ისა და მოგების ზრდა, თუ მენეჯმენტს აქციების ფასის ამაღლება სურს.