• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Visa-ს და Mastercard-ის აქციების ფასები?

აპრილი 28, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Visa-ს და Mastercard-ის აქციების ფასები?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ, აღმოსავლეთის დროით 10:22 საათისთვის, ორი უმსხვილესი ციფრული გადახდების კომპანიის – Visa-ს და Mastercard-ის აქციების ფასები შესაბამისად, თითქმის 8%-ით და 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Visa-მ თავისი ფისკალური წლის მეორე კვარტლისთვის ძლიერი ფინანსური შედეგები დააფიქსირა. Mastercard, რომელიც კვარტალურ ანგარიშს დღეს წარადგენს, ასევე სარგებლობს ამ იმპულსით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მსგავსია ეს ორი კომპანია.

და რა?

Visa-ს მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.70 შეადგინა, ხოლო შემოსავალი $7.2 მილიარდს გაუტოლდა. კორექტირებული არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის მომზადებული GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) გამოყენებით) მოგება აქციაზე $1.79 იყო. როგორც არა-GAAP მოგებამ, ასევე შემოსავალმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.

მთლიანი გადახდების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, ხოლო საზღვარგარეთული გადახდების მოცულობა – 38%-ით.

Online Shopping

Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – ალფრედ კელი უმცროსმა, კვარტალური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ ომიკრონის ვარიანტის ზემოქმედება ხანმოკლე იყო და გლობალური ეკონომიკური აღდგენა, რომელიც გასული წლის შუა პერიოდში დაიწყო, გაგრძელდა. მან დასძინა: „მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური გარემო კვლავ გაურკვეველია, ჩვენ ველით მუდმივ ზრდას, რომელიც გამოწვეულია როგორც მოგზაურობის ძლიერი აღდგენით, ასევე გლობალური გადახდების ტრადიციული და ახალი გზების გამოყენებით.“

კონფერენციაზე, Visa-ს ფინანსურმა დირექტორმა – ვასანტ პრაბჰუმ განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესის შეჩერება, რის შესახებაც კომპანიამ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მიიღო, წლის მეორე ნახევარში შემოსავალს დაახლოებით 4%-ით დააზარალებს.

თუმცა ბრაბჰუმ ასევე თქვა, რომ მომდევნო კვარტალში მოსალოდნელია შემოსავლების 10%-19% დიაპაზონის ზედა ზღვართან მიახლოებული ზრდა და რომ მეოთხე კვარტლის შედეგები დაახლოებით მესამე კვარტლის შესაბამისი იქნება, რაც, როგორც ჩანს, ანალიტიკოსების პროგნოზებს აჭარბებს.

ახლა რა?

Visa-მ მოლოდინებს გადააჭარბა და მიუხედავად გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან ერთად ბევრი სხვა პრობლემური მოვლენისა, რომელიც ახლა ბაზარზე ზემოქმედებს, ძლიერი შედეგები დააფიქსირა. ინვესტორები, რა თქმა უნდა, კმაყოფილნი არიან.

ბიზნესის მსგავსებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ Mastercard ასევე მყარ შედეგებს წარადგენს და მომავლის ნათელ პერსპექტივას დაგვპირდება.

წინა

3 მიზეზი Nike-ის აქციების შესაძენად და სამუდამოდ შესანარჩუნებლად

შემდეგი

ნავთობკომპანიების საუკეთესო დივიდენდური აქციები 2022 წლისთვის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნავთობკომპანიების საუკეთესო დივიდენდური აქციები 2022 წლისთვის

ნავთობკომპანიების საუკეთესო დივიდენდური აქციები 2022 წლისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved