• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა 2023 წელს Tesla-ს აქციების ფასი 102%-ით?

იანვარი 16, 2024
in სიახლეები
რატომ გაიზარდა 2023 წელს Tesla-ს აქციების ფასი 102%-ით?
გაზიარება

ილონ მასკის ელექტრომობილების (EV) მწარმოებელ კომპანიას შესანიშნავი წელი ჰქონდა. მიუხედავად არასტაბილურობისა, 2023 წლის განმავლობაში Tesla-ს აქციებმა ინვესტორების ფულის გაორმაგება შეძლო, რადგან, S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, მათი ფასი 101.7%-ით გაიზარდა.

თუმცა ეს ადვილი წელი არ ყოფილა. კონკურენცია უკვე მატულობდა, როდესაც გაზრდილმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა მოთხოვნაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია. Tesla-ს მმართველმა გუნდმა გაბედული ნაბიჯი გადადგა — კომპანიამ რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე და მკვეთრად შეამცირა ელექტრომობილების ფასი.

ამ ნაბიჯმა ინდუსტრიაში ფასების ომი გამოიწვია და Tesla-ს მარჟებზე იმოქმედა, რის გამოც ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის გადაწყვეტილება. თუმცა მასკი მზად იყო, მოკლევადიან პერსპექტივაში უარი ეთქვა მარჟების ზრდაზე მიწოდების უფრო მაღალი მოცულობის მისაღწევად და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ Tesla მზად იყო გრძელვადიან პერსპექტივაში მიწოდების გასაზრდელად. ეს იყო გათვლილი ნაბიჯი, რადგან Tesla-მ წელი დაასრულა მიწოდების მკვეთრი ზრდით, მიუხედავად ყველა შეფერხებისა. Cybertruck-ის დიდი ხნის ნანატრმა გამოშვებამ კი ხელი შეუწყო ინვესტორების განწყობის ამაღლებას. Tesla-ს მიმართ მოლოდინები 2024 წლისთვის კი უკვე მაღალია.

ძლიერმა მოთხოვნამ და ფულადმა ნაკადებმა Tesla-ს აქციების ფასი გაზარდა

2023 წელს Tesla-ს წარმოება 35%-ით გაიზარდა და 1.85 მილიონ ავტომობილს მიაღწია, ხოლო მიწოდებამ 38%-ით — 1.81 მილიონ ერთეულამდე მოიმატა. Tesla-ს დაბალფასიანმა მოდელებმა — Model 3 და Model Y — წლიური მიწოდების 96% შეადგინა. დანარჩენი მოდელები, მათ შორის Model S, Model X, Tesla Semi truck და Cybertruck მიწოდების დანარჩენ 4%-ზე იყო პასუხისმგებელი.

Tesla-მ 2023 წელს მიაღწია ორ მნიშვნელოვან მიზანს: 1. ბაზრისთვის 1.8 მილიონი ელექტრომობილის მიწოდება, როგორც ეს იყო დაგეგმილი წლის დასაწყისში და 2. Cybertruck-ის წარმოების დაწყება ტეხასის გიგაქარხანაში 2023 წლის ბოლოს.

Tesla-მ ბაზარს სრულიად ელექტრო პიკაპების პირველი ნაკრები ნოემბრის ბოლოს მიაწოდა. კომპანიის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას ილონ მასკმა გაიმეორა, რომ Cybertruck იყო საუკეთესო პროდუქტი, რაც Tesla-ს ოდესმე შეუქმნია და მასზე მოთხოვნამ უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. თუმცა მან ინვესტორებს შეახსენა, თუ რამდენად რთულია წარმოების გაზრდა. მასკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდია, Cybertruck-ის ხალხისთვის ხელმისაწვდომ ფასად წარმოება რეალური გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი ან მეტი წელი იყოს საჭირო, სანამ Cybertruck Tesla-ს ფულად ნაკადებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას დაიწყებს. ეს კი საბოლოოდ გახდება დიდი სტიმული Tesla-ს ფულადი ნაკადებისთვის, რომლებიც უკვე სტაბილურად იზრდება.

Tesla Stock

მესამე კვარტლის ბოლოსთვის Tesla-მ $8.9 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები და $2.3 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა. ელექტრომობილების მწარმოებელმა კვარტალი სოლიდური — $26 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფულითა და მისი ეკვივალენტებით დაასრულა. ეს შესანიშნავია მაჩვენებლებია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გასული წელი Tesla-სთვის რთული იყო რამდენიმე თვალსაზრისით. გარდა ამისა კომპანია ყოველ კვარტალში სულ უფრო მეტ ფულს დებს ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში, მათ შორის Cybertruck-ში, ხელოვნურ ინტელექტში და ა. შ.

რას უნდა ველოდოთ Tesla-სგან 2024 წელს?

რა თქმა უნდა, ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ ინფლაციის დონის შესამცირებლად წამოწყებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიის მოსალოდნელი დასრულება 2024 წელს ელექტრომობილების გაყიდვებზე პოზიტიურად იმოქმედებს.

მეორეს მხრივ, Cybertruck დაემატება Tesla-ს მოწინავე ხაზს, მაშინაც კი, როდესაც მოთხოვნა მოდელებზე, როგორიცაა Model Y, ძლიერი რჩება. ონლაინ გამოცემის CleanTechnica-ს თანახმად მოსალოდნელია, რომ Model Y 2023 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდება 1.2 მილიონზე მეტი გაყიდვით. უპირველეს ყოვლისა, თუ Fed საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, როგორც ეს 2024 წელს არის მოსალოდნელი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება უკან დარჩება. Tesla-ს გაყიდვებისა და ზრდის გეგმების შესახებ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება 24 იანვარს, როდესაც ელექტრომობილების მწარმოებელი მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს წარადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებები

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $219.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $249.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რატომ გაიზარდა 2023 წელს Apple-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით?

შემდეგი

რა ხდებოდა 16 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 16 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 16 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved