რა მოხდა?
ციფრული ოპერაციების მართვის კომპანიის PagerDuty-ს აქციების ფასი პარასკევს 5%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები დააფიქსირა. გარდა ამისა მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზებიც გაზარდა.
და რა?
არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0,04 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ კვარტალში $0,07-ის ოდენობით ზარალს აღემატება და ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინს — $-0.04-ს.
PagerDuty ასევე აჯობა უოლ სტრიტის პროგნოზებს შემოსავალთან დაკავშირებით — ამ მაჩვენებელმა კვარტალში $94.2 მილიონი შეადგინა, რაც წლიდან წლამდე 31%-იანი ზრდაა, ანალიტიკოსების მოლოდინი კი $92.8 მილიონი იყო.
„მიუხედავად არასტაბილური მაკროეკონომიკური ფონისა, ჩვენ მომგებიანი, გრძელვადიანი ზრდის რეალიზებაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა PagerDuty-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენიფერ ტეჯადამ პრესრელიზში.
მესამე კვარტალში კომპანიის ძლიერი ეფექტურობის გარდა, PagerDuty-ის ხელმძღვანელობამ ასევე გაზარდა მთელი წლის მოგების პროგნოზი თითო აქციაზე ნეგატიური $0.01-დან $0.00-მდე, უოლ სტრიტის მოლოდინი კი $-0.11-ს შეადგენს.
ახლა რა?
ინვესტორებისთვის ასევე სასიხარულო ფაქტია, რომ მენეჯმენტის პროგნოზით, მთელი წლის შემოსავალი $368-$370 მილიონ იქნება. ანალიტიკოსების მოლოდინი კი $367.8 მილიონს აღწევს.
მესამე კვარტალში კომპანიის ძლიერი წარმადობისა და მენეჯმენტის ოპტიმისტური პერსპექტივის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ PagerDuty-ის აქციების ფასი სწრაფად გაიზარდა.