• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა 2023 წელს Nvidia-ს აქციების ფასი 239%-ით?

იანვარი 11, 2024
in სიახლეები
რატომ გაიზარდა 2023 წელს Nvidia-ს აქციების ფასი 239%-ით?
გაზიარება

ალბათ უკვე იცით, რომ Nvidia 2023 წლის გამორჩეული აქცია იყო. ჩიპების მწარმოებელი გიგანტი ტრადიციულად ცნობილია თავისი გრაფიკული დამუშავების ერთეულებით (GPU), რომლებიც აძლიერებს ინდუსტრიებს, როგორიცაა ვიდეო თამაშები, კრიპტო და ავტონომიური მანქანები. ამასთან, Nvidia აშკარა ლიდერია ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების მიმართულებით, რადგან მისი ტექნოლოგია ასევე შესანიშნავად შეეფერება სწავლის მოდელების ამუშავებას, რაც ChatGPT-ის მსგავს პროგრამებს ესაჭიროება.

შედეგად, Nvidia-მ მთელი გასული წლის განმავლობაში მკვეთრი ზრდა დააფიქსირა და გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის აქციებმა ახალი მწვერვალების დაპყრობა შეძლო. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, Nvidia-ს აქციებმა 2023 წელი 239%-იანი ზრდით დაასრულა. ამ გაუმჯობესების შედეგად კომპანიამ S&P 500 ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა. როგორც ქვემოთ ნაჩვენებ სქემაში ხედავთ, ზრდის უმეტესი ნაწილი წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, როდესაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესმა პიკს მიაღწია.

Nvidia Price % Change

როგორ გააოცა Nvidia-მ საფონდო ბირჟა 2023 წელს?

სქემაზე ჩანს, რომ Nvidia-ს აქციების ფასი გასული წლის პირველ კვარტალში სტაბილურად იზრდებოდა, რადგან ChatGPT-ით გამოწვეულმა ბუმმა და ახალმა გენერაციულმა AI ტექნოლოგიებმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ აქციებზე დადებითად იმოქმედა.

თუმცა, მაისში Nvidia-ს პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშამდე, ინვესტორებისთვის ცხადი არ იყო ChatGPT-ის გამოშვებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა კომპანიის ჩიპებზე.

2023 წლის პირველ კვარტალში Nvidia-ს ფინანსურმა შედეგებმაც და მეორე კვარტლის პროგნოზებმაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ჩიპების მწარმოებლის მენეჯმენტი ვარაუდობდა, რომ კომპანია მომდევნო კვარტალში $11 მილიარდის ოდენობით შემოსავალს დააფიქსირებდა, რაც ბევრად აღემატებოდა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $7.2 მილიარდს. შედეგად, 25 მაისს Nvidia-ს აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა, კომპანიას კი მომდევნო ორი კვარტალური ანგარიშით უოლ სტრიტის იმედები არ გაუცრუებია, რადგან მისი იმპულსი კიდევ უფრო გაიზარდა.

S&P 500 Top10 2023

მეორე კვარტალში შემოსავალმა წლიდან წლამდე 101%-ით მოიმატა და $13.5 მილიარდს მიაღწია, რაც Nvidia-ს მენეჯმენტის პროგნოზებს ბევრად აღემატებოდა. გარდა ამისა, წმინდა მოგება წარმოუდგენლად, 800%-ზე მეტით გაიზარდა — $6.2 მილიარდამდე.

მესამე კვარტალში ჩიპების მწარმოებლის ფინანსური შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, რადგან შემოსავალი წლიდან წლამდე სამჯერ გაიზარდა და $18.1 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგებამ 13-ჯერ მოიმატა და $9.2 მილიარდს მიაღწია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში Nvidia-მ ინვესტორები მრავალი ახალი პროდუქტით და პარტნიორობის შესახებ განცხადებებით გაახარა. მისი აქციების ფასი კი განაგრძობდა ზრდას მაშინაც კი, როდესაც სხვა დიდმა ტექნოლოგიურმა და AI აქციებმა წინსვლა შეწყვიტა.

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $544.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $662.39-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა 10 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

როგორ შეცვალა ჩარლი მანგერის ფილოსოფიამ უორენ ბაფეტის საინვესტიციო მიდგომა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეცვალა ჩარლი მანგერის ფილოსოფიამ უორენ ბაფეტის საინვესტიციო მიდგომა?

როგორ შეცვალა ჩარლი მანგერის ფილოსოფიამ უორენ ბაფეტის საინვესტიციო მიდგომა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved