რა მოხდა?
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი – ილონ მასკი ბოლო დროს ახალი ამბების სათაურებში ძირითადად Twitter-თან დაკავშირებით ხვდებოდა, ინვესტორების აქცენტი გუშინ კვლავ ელექტრომობილების (EV) კომპანიას დაუბრუნდა. ინვესტორები Tesla-ს კვარტალური ანგარიშის მიმართ პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი და გუშინ, აღმოსავლეთის დროით 14:23 საათისთვის კომპანიის აქციების ფასი 4.2%-ით შემცირდა.
და რა?
რა თქმა უნდა, კომპანიისთვის ამ წელს გარკვეული დადებითი მაჩვენებლები იყო, მაგრამ Tesla-ს ინვესტორები, როგორც ჩანს, შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ იმოქმედებს შანხაიში, კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი, წარმოებაზე. Tesla-მ შანხაის ქარხანა – თავისი მეორე საწარმოო ობიექტი, 2018 წელს გახსნა და ამან, კომპანიის ფეთქებად ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა.
ახლა რა?
შანხაის ქარხანა ამარაგებს როგორც ჩინეთის დიდ ბაზარს, ასევე კომპანიის ევროპელ მომხმარებლებს. ამ ლოკაციაზე წარმოების შეჩერება, პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალზე უფრო ძლიერად იმოქმედებს, რადგან ეს პროცესები მხოლოდ პირველი კვარტლის დასასრულისკენ – 28 მარტს დაიწყო. მაგრამ ინვესტორები, ალბათ, ფიქრობენ, რომ მეორე კვარტლის პერსპექტივა დაირღვევა და მათ მიერ აქციების გაყიდვაც, შესაძლოა, ამის შედეგია.
ტესლას ასევე, პრობლემები ნედლეულის ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით შეექმნა. პირველ კვარტალში, შანხაის ქარხანაში წარმოებულ ავტომობილებზე, კომპანიამ ფასები გაზარდა. ინვესტორებს, რა თქმა უნდა, აინტერესებთ როგორ იმოქმედებს ინფლაცია და შანხაიში წარმოების შეფერხებები კომპანიის მომავალზე.