რა მოხდა?
მანქანების გაყიდვის ონლაინ პლატფორმის — Carvana-ს აქციების ფასი გუშინ დილით მას შემდეგ გაიზარდა, რაც Citi-ს ანალიტიკოსმა კომპანიის შესახებ დადებითი კომენტარი გააკეთა. იგი თვლის, რომ მანქანების ონლაინ შეძენაზე მოთხოვნა გაიზრდება და Carvana-ს შეუძლია ამით ისარგებლოს. მთლიანობაში გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 9%-ით მოიმატა.
და რა?
Citi-ის ანალიტიკოსმა — რონალდ ჯოსიმ Carvana-ს აქციებს ნეიტრალური რეიტინგი და $5.50-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა.
ინვესტორებმა ყურადღება მიაქციეს რონალდის პოზიტიურ კომენტარებს კომპანიის შესახებ, მათ შორის იმას, რომ ანალიტიკოსის რწმენით, შესაძლოა, Carvana-ს აქციების ფასმა ზრდა განაგრძოს.
Citi-ში ფიქრობენ, რომ Carvana კარგად არის პოზიციონირებული, რათა ახალი და მეორადი მანქანების უფრო ნორმალიზებულ საბაზრო გარემოში კომპანიის აქციების ზრდა გაგრძელდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკოსის აზრით, Carvana-ს ხელმძღვანელობა, გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებს გამართავს კრედიტორებთან, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ინვესტორებმა მოვლენების განვითარებას თვალი უნდა ადევნონ.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ Carvana-ს აქციების ფასი გუშინ გაიზარდა, ინვესტორები აქციების შეძენამდე მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია გაკოტრებას აიცილებს თავიდან, არ არსებობს გარანტია, რომ მენეჯმენტი ბიზნესის მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს.
ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ინვესტორები მოთმინებას გამოიჩენენ და დააკვირდებიან, რამდენად შეძლებს კომპანია ამ წინაღობის გადალახვას.