რა მოხდა?
Apple-ის აქციები, რომლებიც, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის 2022 წლის სავალალო პერიოდის შემდეგ, აღდგენის რეჟიმში იმყოფება, გუშინ დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500-მა 1%-ზე ოდნავ მეტით მოიმატა. როგორც ჩანს, ინვესტორები, მოახლოებული მარეგულირებელი მოსმენის წინ, კომპანიის მტკიცე პოზიციამ გაახარა.
და რა?
Reuters იტყობინება, რომ Apple შეეცდება დაარწმუნოს ევროკავშირის (EU) ანტიმონოპოლიური ორგანო, რომ კომპანია ანტიკონკურენტულ პრაქტიკას არ ეწევა.
Apple-ს მობილურ საფულეებთან მიმართებაში ასეთ ქმედებებში ევროკომისია (EC) ადანაშაულებს. კომპანიას ბრალი ედება კონკურენტი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საფულეების Apple-ის პოპულარულ მობილურ მოწყობილობებზე წვდომის დაბლოკვაში.
ეს ბრალდება ევროკომისიამ 2022 წლის მაისში წამოაყენა. ამ საკითხის განსახილველად დღეს დაგეგმილია კომპანიის წარმომადგენლებთან დახურული მოსმენის გამართვა.
თუ ევროკომისია Apple-ს დამნაშავედ ცნობს, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია შეიძლება მისი გლობალური ბრუნვის დაახლოებით 10%-ით დაჯარიმდეს. Apple-ის ბოლო წლიური გაყიდვების მაჩვენებელი $394 მილიარდს შეადგენს.
ახლა რა?
Apple-ის მენეჯმენტი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მიიჩნევს, რომ კომპანია დამნაშავე არ არის. რაც შეეხება Apple Pay სერვისს, რომელიც დაპირისპირების ცენტრშია, კომპანიის წარმომადგენლებმა შარშან განაცხადეს, რომ ის „ევროპელი მომხმარებლებისთვის, გადახდების განსახორციელებლად, მხოლოდ ერთ-ერთი ხელმისაწვდომი ვარიანტია“.