რა მოხდა?
ტექნოლოგიური გიგანტის – Apple-ის აქციების ფასი გუშინ ნაშუადღევს, აღმოსავლეთის დროით 13:40 საათისთვის 2%-ით გაიზარდა. მიზეზი, სავარაუდოდ, გუშინ დილით საინვესტიციო ბანკის – Wedbush-ის ოპტიმისტური მოხსენება იყო.
და რა?
გუშინდელ მოხსენებაში Wendbush-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს გლობალური მასშტაბით iPhone 13-ზე ვარსკვლავურ მოთხოვნაზე, როგორც Apple-ის აქციების მიმართ მათი ოპტიმიზმის საფუძველზე. Marketwatch-მა განაცხადა, რომ iPhone 13-ის გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია აშშ-ში და ჩინეთში. ამ უკანასკნელ ქვეყანაში Apple ბაზრის წილის დამატებით 3%-ს იკავებს.
უფრო მეტიც, Wenbush-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ, მათი აზრით, Apple გახანგრძლივებული პროდუქტის ციკლში იმყოფება და iPhone 13-ის წარმატება, შეიძლება, ასე ვთქვათ, შესავალი იყოს iPhone 14-სთვის. გარდა ამისა, ნავარაუდევია, რომ კომპანია 30 მილიონ ახალ 5G სისტემის მქონე iPhone SE-ს გაყიდის.
საინვესტიციო ბანკი – JPMorgan, როგორც ჩანს, ეთანხმება ამ მოსაზრებებს. ის მიუთითებს დამატებით მონაცემებზე, რომლებიც iPhone 13-ის მოთხოვნის შესახებ პოზიტიურ პროგნოზს მხარს უჭერს.
ახლა რა?
შეიძლება, 2022 წელი კარგი ამბების მხოლოდ დასაწყისი იყოს.
„ბროლის ბურთულაში“ ჩვეულებრივზე უფრო ღრმად ჩახედვით (უოლ სტრიტის ანალიტიკოსები, როგორც წესი, მხოლოდ მომდევნო 12-თვიან პროგნოზს აკეთებენ) Wendbush მიიჩნევს, რომ Apple-ის უზარმაზარი ზრდის ციკლი მომდევნო 12-დან 18 თვემდე გაგრძელდება. ამრიგად, Apple-ის ასეთმა მომგებიანმა მდგომარეობამ, შეიძლება, 2023 წლამდე გასტანოს. ამასთან, Wendbush-ის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ Apple-ის აქციებს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია სრული პოტენციალი.
მართლაც, Apple-ის აქციები 25.6 P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი არ არის ბევრად მეტი, ვიდრე S&P 500-ის საშუალო კომპანიის იგივე მაჩვენებელი – 25.5. თუმცა, Apple-ს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საშუალო კომპანიას. მისი აქციების ფასი, ალბათ, იმსახურებს ზრდას.