რა მოხდა?
პარასკევს საკრედიტო ბარათების პროვაიდერის — American Express-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და $157-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 7%-ით არის მომატებული.
შედარებისთვის, პარასკევს S&P 500 1.29%-ით გაიზარდა, (1.1%), Dow Jones Industrial Average — თითქმის 1%-ით, ხოლო Nasdaq Composite — 2%-ზე მეტით.
და რა?
პირველადი კატალიზატორი American Express-ის აქციებისთვის საფონდო ბირჟის ანალიტიკოსის დადებითი კომენტარები იყო.
ბეტსი გრასეკმა Morgan Stanley-დან საკრედიტო ბარათების პროვაიდერის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $188-ის ტოლის სამიზნე ფასი შეუნარჩუნა. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ American Express-ის აქციები, დაახლოებით 13-ის ტოლი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით, შესყიდვის მიმზიდველ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ბეტსიმ დასძინა, რომ American Express-ის შემოსავლების მყარი ზრდა, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესება და ძლიერი საოპერაციო ბერკეტი კომპანიის პოტენციურ შემოსავლებს უფრო გამძლეს ხდის, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ახლა რა?
2023 წლის პროგნოზების წარდგენისას, American Express-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-17%-ით გაიზრდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) — 11%-15%-ით და $11-$11.40-ს შეადგენს. ბეტსი გრასეკი მიიჩნევს, რომ კომპანია, ამ მიზნების მისაღწევად, სწორ გზაზე დგას.
პირველ კვარტალში American Express-ს საკრედიტო ბარათების 3.4 მილიონი მომხმარებელი დაემატა — Consumer Platinum, Gold და US Business Platinum ბარათების მომხმარებლების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელებს მიაღწია. ზრდა განაპირობა მილენიალი და Gen Z მომხმარებლების მატებამ, რადგან ადამიანთა ამ ჯგუფების ხარჯები წელიწადში 28%-ით გაიზარდა.
კვარტალში საკრედიტო დანაკარგების მზარდმა რეზერვებმა მოგება შეაფერხა, რაც, ეკონომიკის პოტენციურ შენელებასთან ერთად, მოკლევადიან წინაღობად რჩება.