• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?

ოქტომბერი 18, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Amazon-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ Amazon-ის აქციების ფასი 6.45%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Bank of America-მ, კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, მოსალოდნელზე ძლიერი ფინანსური შედეგები დააფიქსირა და საფონდო ბირჟაზე მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია.

Amazon Stock

და რა?

Bank of America-ს შემოსავალმა და მოგებამ უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა: შემოსავალმა $24.5 მილიარდი შეადგინა (პროგნოზი – $23.5 მილიარდი), ხოლო მოგებამ – $7.1 მილიარდი (პროგნოზი – $6.4 მილიარდი). შემოსავლის დიდი ნაწილი განპირობებული იყო წმინდა საპროცენტო შემოსავლით, რომელიც 24%-ით – $13,8 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა აღმასრულებელი დირექტორის – ბრაიან მოინიჰანის კომენტარები იყო ის, რამაც, შესაძლოა ბევრი ინვესტორი აიძულა, ეკონომიკის უფრო ნათელი პერსპექტივები დაენახათ: „ამერიკელი მომხმარებლები ინარჩუნებენ ხარჯვის ძლიერ, თუმცა ნელა მზარდ დონეს” – თქვა მოინიჰანმა.

სხვა მაკროეკონომიკურმა სიახლეებმაც, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ამაზონის აქციების ფასის ზრდას. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეცვალა კურსი ზოგიერთი ახლახან გამოცხადებული გადასახადების შემცირების შესახებ. გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ინვესტორების შიშს, რომ საკამათო მასტიმულირებელი ზომები კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე.

ახლა რა?

თუ მოინიჰანი მართალია და აშშ-ში მომხმარებლები გააგრძელებენ ჯანსაღ დონეზე ხარჯვას, მიუხედავად მზარდი ინფლაციისა და პოტენციური რეცესიის შესახებ თითქმის მუდმივი გაფრთხილებისა, უდავოა, რომ Amazon მთავარი ბენეფიციარი იქნება. როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიის – Amazon-ის გაყიდვები და მოგება სამომხმარებლო ხარჯებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Amazon და მისი ინვესტორები ასევე მიესალმებიან უფრო დიდ ეკონომიკურ სტაბილურობას ევროპაში. ბაზრის ბევრმა ანალიტიკოსმა გააფრთხილა ინვესტორები, რომ ევროპის ეკონომიკა შესაძლოა ღრმა და გახანგრძლივებულ რეცესიაში ჩავარდეს, ნაწილობრივ რუსეთ-უკრაინის ომისა და მზარდი ინფლაციის გამო. Amazon-ს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ბაზრებზე წამყვანი ელექტრონული კომერციის ბიზნესი აქვს, ამიტომ თუ ეს ქვეყნები ამ საშინელ სცენარს თავიდან აიცილებენ, კომპანიისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.

უფრო მეტიც, თუ ეს მაკროეკონომიკური შფოთვა გადაჭარბებული აღმოჩნდა, Amazon-ის აქციების ფასმა, რომელიც წელს ჯერ კიდევ 30%-ზე მეტით არის შემცირებული, შესაძლოა, მომდევნო დღეებში და კვირებში ზრდა განაგრძოს.

წინა

Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს

შემდეგი

რატომ ჩამორჩა გუშინ Carvana-ს აქციები საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციებს?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ ჩამორჩა გუშინ Carvana-ს აქციები საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციებს?

რატომ ჩამორჩა გუშინ Carvana-ს აქციები საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციებს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved