რა მოხდა?
Delta Air Lines-მა კვარტალური ანგარიშების სეზონი პოზიტიურად დაიწყო და მის კვალს სხვა ავიაკომპანიებიც მიჰყვა. გუშინ, ნაშუადღევის ვაჭრობის მდგომარეობით, Delta-ს აქციების ფასი კვირაში 14.5%-ით გაიზარდა. United Airlines Holdings-ის, Southwest Airlines-ის, American Airlines Group-ის, Alaska Air Group-ისა და Hawaiian Holdings-ის აქციებიდან ყველას ფასი 8%-ით ან უფრო მეტად გაიზარდა.
და რა?
ავიაკომპანიების ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურბულენტობის პირობებში დაფრინავს. პანდემიამ ამ სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, მოგზაურობის მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა და ავიაკომპანიებმა მის შემდეგ თვეებში ნაწილობრივი აღდგენა განიცადეს, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტები გამოჩნდა და საქმიანი მოგზაურები სახლიდან მუშაობას განაგრძობენ.
უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, რადგან ნავთობის ფასი გაიზარდა. თვითმფრინავის საწვავის ხარჯები ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯების 30%-ს შეადგენს, რაც იწვევს ინვესტორების ღელვას, რომ მოსალოდნელი ზაფხულის სამოგზაურო სეზონი, შეიძლება, არ იყოს ისეთი მომგებიანი, როგორსაც ისინი იმედოვნებდნენ.
ეს შეშფოთება ძალაში რჩება, მაგრამ Delta-მ თავისი პირველი კვარტლის მოგების ანგარიშში დიდი გზა გაიარა ავიაკომპანიის ინვესტორების იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. როგორც მოსალოდნელი იყო, Delta-მ 2022 წლის პირველ სამ თვეში ფული დაკარგა, მაგრამ ზარალი ნავარაუდევზე ნაკლები გამოვიდა. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ზაფხულის თვეებში მოთხოვნა ძლიერია.
Delta-ს წარმომადგენლების განცხადებით, მეორე კვარტლის დატვირთულობა პანდემიამდელი დონის 85% იქნება და მთლიანი შემოსავალი კი 2019 წლის მეორე კვარტლის 97%-ს მიაღწევს. მოთხოვნა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ავიაკომპანიებმა ფასწარმოქმნა საწვავი უფრო მაღალი ფასების თუნდაც ნაწილობრივ კომპენსაციისთვის გამოიყენონ. Delta-ს მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ საწვავი უფრო მაღალი შემთხვევაშიც კი, ავიაკომპანია კვარტალში 12%-დან 14%-მდე მარჟის გამომუშავებას ელის.
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი კვარტალურ ანგარიშს მომდევნო კვირამდე არ წარადგენს, Delta-ს მიერ წარმოდგენილი სურათი აშშ-ის ყველა ავიაკომპანიისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს. Deltas-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2022 წელს კომპანიის მომგებიანობაში დარწმუნებულნი არიან.
ახლა რა?
Delta-მ კარგი ამბები მოგვაწოდა, მაგრამ ინვესტორებმა მთელი ინდუსტრიის მასშტაბით ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმას თავი უნდა აარიდონ. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური გამოწვევები ყველა კომპანიაზე ზემოქმედებს, ზოგიერთს, მსგავს პრობლემებთან გამკლავება, სხვებზე უკეთ შეუძლია. Delta გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შემსრულებელი იყო და მის მიერ რთული კვარტლის შედარებით ადვილად გადატანა გასაკვირი არ არის.
მაშინაც კი, როდესაც ინდუსტრია მიმდინარე გამოწვევებს უმკლავდება, აღდგენის გზაზე კვლავ არსებობს სხვა დაბრკოლებები. გასულ კვირას, რამდენიმე ავიაკომპანიამ, პილოტების დეფიციტის საპასუხოდ, ფრენების შემცირების გეგმების შესახებ გამოაცხადა. პანდემია კი კვლავ შემაშფოთებელია, რაც დასტურდება იმით, რომ აშშ-ის მთავრობა, თვითმფრინავებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნიღბების ტარების მოთხოვნას ახანგრძლივებს.
თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, მივიღებთ საკმაოდ რეალურ მიზეზს, რატომაც ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ და აქციების ფასების მატებას დაუფიქრებლად არ უნდა აჰყვნენ. საუკეთესო შემთხვევაში, აღდგენა მრავალწლიან პროცესს გულისხმობს. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აქციების შეძენა უნდა იჩქაროთ, რათა ხელიდან რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუშვათ.