რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული ხუთი სავაჭრო დღის განმავლობაში განათლების სექტორის კომპანიის — 2U-ს აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, დროის ამავე მონაკვეთში S&P 500 ინდექსი 3%-ზე ნაკლებით გაიზარდა. კომპანიის ამ წარმატებულ წარმადობაზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა.
და რა?
გასულ ორშაბათს 2U-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოიპოვა ახალი დაფინანსება და კომპანია ვადიანი სესხის რეფინანსირებას განახორციელებს, რაც ფულადი სახსრების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ასევე, მისი დაფარვის ვადა 2024 წლის დეკემბრიდან 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
რაც შეეხება ახალ დაფინანსებას, ის მოიცავს $127 მილიონის ოდენობით ახალ კაპიტალს მოქმედი ინსტიტუციური აქციონერისგან — Greenvale Capital-ისგან. ხოლო Berg Family Trust 2U-ს უზრუნველყოფს $147 მილიონის ტოლი კონვერტირებადი სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 4.5%-ს შეადგენს. ეს სესხი სიმწიფეს 2030 წელს აღწევს.
თავის პრესრელიზში, 2U-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს „პაკეტი“ „ბიზნესის სიძლიერეს და მის ფინანსურ მდგომარეობას ადასტურებს.”
ახლა რა?
მეორე დღეს, 2U-ს მენეჯმენტმა წარმოადგინა ინფორმაცია, თუ როგორ ნაწილდება კომპანიის კაპიტალი. მათ განაცხადეს, რომ ახლა კომპანიის ონლაინ სასწავლო პროგრამის 50,000-ზე მეტმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა სწავლა.
ეს საკმაოდ შთამბეჭდავია ბიზნესისთვის, რომელიც ჯერჯერობით 15 წლისაც კი არაა და უწევს კონკურენცია არა მხოლოდ ტრადიციულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არამედ სხვა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებთანაც.