• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ იყო ჯესი ლივერმორი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ოქტომბერი 30, 2024
in ადამიანები
ვინ იყო ჯესი ლივერმორი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

ჯესი ლივერმორი XX საუკუნეში საფონდო ბირჟის ცნობილი მოვაჭრე იყო. ფორმალური განათლების არქონის მიუხედავად, მან კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ლივერმორი უოლ სტრიტის ლეგენდად არის მიჩნეული და მან დიდი გავლენა იქონია აქციებითა და საქონლით მოვაჭრეების მრავალ თაობაზე.

ჯესი შემდეგი წიგნების ავტორია: How to Trade Stocks და My Life in Wall Street and How I Made Three Fortunes in the Stock Market.

 ადრეული ცხოვრება და განათლება

ჯესი ლივერმორი 1877 წლის 26 ივლისს შრეუსბერიში, მასაჩუსეტსში დაიბადა. სიღარიბეში გაზრდილი ჯესი მხოლოდ დაწყებით სკოლაში სწავლობდა.

14 წლის ასაკში ის შეუერთდა Paine Webber & Co-ს ბოსტონში. მისი მოვალეობა საფონდო ბირჟის ფირების ჩანაწერებიდან დაფაზე აქციების ფასების გადმოტანა იყო.

აქციებით მოვაჭრე

თავის წიგნში Jesse Livermore Boy Plunger: The Man Who Sold America Short 1929, ტომ რუბითონი აღწერს ლივერმორს, როგორც კაცს, რომელმაც ერთ დღეში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავა და, ამავდროულად, ყველაზე დიდი ერთდღიანი ზარალი განიცადა. 1900-დან 1940 წლამდე ჯესი ლივერმორმა სამჯერ მოიპოვა და დაკარგა ქონება. ჯესი ყიდულობდა და ინარჩუნებდა ინვესტიციებს bull market-ზე და ყიდდა მაშინ, როდესაც ბაზრის იმპულსი იცვლებოდა. მისი სტრატეგია უჩვეულო იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ კომპანიები ფინანსურ სტატისტიკას არ აქვეყნებდა.

ლივერმორის პირველმა ვაჭრობამ 15 წლის ასაკში მას $3.12-ის ოდენობით მოგება მოუტანა. 16 წლის ასაკში იგი Paine Webber & Co.-დან წავიდა და ვაჭრობით დაკავდა.

„უოლ სტრიტის დათვი“

ჯესი ლივერმორმა უოლ სტრიტზე ბაზრის ვარდნის პროგნოზირებით გაითქვა სახელი და მას მეტსახელად „უოლ სტრიტის დათვი“ შეარქვეს. მან თავისი ორი ცნობილი სავაჭრო ოპერაცია 1907 წლის პანიკის დროს და დიდი დეპრესიის დასაწყისში განახორციელა.

1906 წელს, ლივერმორი მიჰყვებოდა გრძელი პოზიციის (აქციების ან დერივატივების ყიდვა მათი ფასების გაზრდის მოლოდინით) ტენდენციას, სანამ ინსტინქტმა მას სხვაგვარად მოქმედებისკენ უბიძგა. ლივერმორმა Union Pacific-ის აქციებზე მოკლე პოზიცია დაიკავა (საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს) და $300,000-ის ოდენობით მოგება მიიღო ორი დღის შემდეგ, როდესაც სან-ფრანცისკოში მიწისძვრა მოხდა. 1907 წელს ბაზარი დაეცა, ლივერმორი კი მიჰყვა J.P. Morgan-ის რჩევას და დაიწყო ყიდვა მაშინ, როდესაც სხვები ყიდდნენ. ტრეიდერები მის კვალს მიჰყვნენ და ამიტომ სწორედ ჯესის მიაწერენ იმ დროს ბაზრის ადრეულ აღდგენაში წვლილის შეტანას.

1929 წელს, ლივერმორი კარგად იყო პოზიციონირებული საფონდო ბირჟაზე, მაგრამ იგი ეძებდა სისუსტის პირველ ნიშნებს, როდესაც კიდევ ერთი ბაზრის ბუშტი (ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასში) გამოჩნდა. მოკლე ფსონების გამოკვლევის მიზნით, გრძელი პოზიციების გაყიდვის შედეგად ჯესიმ პირველ ეტაპზე დაახლოებით $250,000 დაკარგა. თუმცა, ლივერმორმა განაგრძო მოკლე პოზიციებზე ფოკუსირება და, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დეპრესიის დასაწყისში, შავ სამშაბათს, 1929 წლის 29 ოქტომბერს, $100 მილიონი გამოიმუშავა.

ცნობების თანახმად, ლივერმორის მაქსიმალური სიმდიდრე დღეს $1.5 მილიარდის ტოლი იქნებოდა. ის თავისუფლად და რეგულირების გარეშე ვაჭრობდა 1934 წელს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) ამოქმედებამდე, რაც ლივერმორის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. 1940 წლისთვის ლივერმორი გაკოტრდა.

საინტერესო ფაქტები

დაურეგულირებელი ბაზრის პირობებში, ლივერმორმა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბამბის ბაზარი დაიპყრო. 18 თვის განმავლობაში მან მოახერხა და ფლობდა ბამბის უმეტესობას შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა — ვუდრო ვილსონმა ჯესის მიმართა თხოვნით, რომ გაეყიდა თავისი ძლიერი პოზიცია და ლივერმორი ასეც მოიქცა, რათა აშშ-ის ეკონომიკა არ დაეზარალებინა.

1907 წლის პანიკის დროს ლივერმორმა მოკლე პოზიციებით ერთ დღეში $1 მილიონი გამოიმუშავა. როდესაც J.P. Morgan-მა მას მოუწოდა დაეხურა პოზიციები ქვეყნის სასიკეთოდ, ჯესიმ ეს გააკეთა. მაშინ ლივერმორს შეეძლო ბაზრის აღდგენით დამატებით $3 მილიონი გამოემუშავებინა.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Zoom ფულს?

შემდეგი

როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?

როგორ გამოიმუშავებს Amazon ფულს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved