• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რომელ კომპანიაში ინვესტირება სჯობს? Amazon vs Etsy

ივნისი 21, 2022
in სიახლეები
რომელ კომპანიაში ინვესტირება სჯობს? Amazon vs Etsy
გაზიარება

როგორც Amazon-ის, ასევე Etsy-ის აქციების ფასი პანდემიის ადრეულ ეტაპებზე გაიზარდა. Amazon-მა დიდი სარგებელი მიიღო მაშინ, როდესაც აუცილებელი ნივთების საყიდლად მომხმარებლები მის პლატფორმაზე შეიკრიბნენ. Etsy-მ კი ისარგებლა იმით, რომ სახის ნიღბებსა და ხელნაკეთ ნივთებს მომხმარებლები ონლაინ ყიდულობდნენ. თუმცა, ამ კომპანიების წარმატება მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისთან არ არის დაკავშირებული. ორივე კომპანია შემოსავლების გაზრდას პანდემიამდელ ეტაპებზეც ახერხებდა და არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ეს ტენდენცია მომავალშიც.

იმავდროულად, ზოგად ინდექსებთან ერთად ორივე აქცია დაზარალდა. ამაზონის აქციების ფასი დაახლოებით 38%-ით შემცირდა, ხოლო ეტსის აქციებმა ღირებულების 68% დაკარგა. რომელი აქციების ყიდვა სჯობს შეფასების და მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით? მოდით გავარკვიოთ.

Amazon

Amazon

მზარდი ინფლაცია Amazon-ზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ეს გარეგანი და დროებითი პრობლემაა. ასე რომ, როგორც კი სიტუაცია გაუმჯობესდება, ელექტრონული კომერციის კომპანია სარგებელს მიიღებს. იმავდროულად, Amazon მუშაობს ხარჯების მართვაზე, რაც მის კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, კომპანიამ ბოლო დროს დიდი ინვესტიცია განახორციელა. სულ რაღაც ორ წელიწადში მან შესრულების ქსელი გააორმაგა. ახლო მომავალში Amazon-ს ეს ძვირი დაუჯდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, კომპანიას დიდ სარგებელს მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ელექტრონული კომერციის ბიზნესისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის, ამაზონს ზრდაში სხვა მიმართულება ეხმარება. საუბარია ქლაუდ გამოთვლებზე. Amazon Web Services (AWS) ბაზრის ლიდერია. Synergy Research Group-ის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ბაზრის 32%-33%-ს ფლობს. ბოლო კვარტალში AWS-მა გაყიდვებისა და საოპერაციო შემოსავლის მიმართულებით ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა და ეს ბიზნესი, ტრადიციულად, ამაზონის საოპერაციო შემოსავლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდა.

რაც შეეხება შეფასებას, Amazon-ის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) 121-ს შეადგენს. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200-ს აღწევდა. თუ გავითვალისწინებთ AWS-ის მიმდინარე გაძლიერებას და ელექტრონული კომერციის პოტენციალს, ეს შესანიშნავ გარიგებას ჰგავს.

Etsy

Etsy

პანდემიის ადრეული ეტაპების შემდეგ Etsy-ის ზრდა შენელდა. ეკონომიკური მდგომარეობის გამო მომხმარებლები არ ხარჯავენ იმდენს, რამდენსაც დისკრეციულ ნივთებზე ადრე ხარჯავდნენ. მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში Etsy-მ გაყიდვების მიმართულებით 3.5%-იანი ზრდა დააფიქსირა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნათელი წერტილი Etsy-სთვის ის არის, რომ ეს კომპანია, სხვა საცალო მოვაჭრეებისგან განსხვავებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს არ ექვემდებარება. ეს იმიტომ ხდება, რომ Etsy-ის გამყიდველებს პატარა მაღაზიები წარმოადგენს, რომლებსაც ხშირად ხელოსნები სახლიდან ან სახელოსნოდან მართავენ.

ეტსის კიდევ ერთი პლუსი არის მისი კავშირი აუდიტორიასთან. კომპანია 250-მდე ქვეყნის მასშტაბით 89 მილიონ აქტიურ მყიდველს ემსახურება და მყიდველები ხშირად ბრუნდებიან. მყიდველებს შორის, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ქალები, 58%-მა 12 თვის განმავლობაში შესყიდვა ორ ან მეტ დღეს განახორციელა. ხოლო მყიდველებისთვის, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც კაცები, ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს. პირველ კვარტალში კომპანიას 7 მილიონი ახალი მყიდველი დაემატა. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის წინა პერიოდებში დაფიქსირდა. მომხმარებლების ლოიალობის შესანარჩუნებლად, ეტსი ინვესტიციებს ახორციელებს, რათა მისი პლატფორმა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. კომპანიამ ახლახან გააუმჯობესა მობილურ პლატფორმაზე გვერდის ჩატვირთვის დრო და საძიებო აღმოჩენის ინსტრუმენტები განაახლა.

Etsy-ის ფორვარდული P/E 19-ს შეადგენს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 48-ს აჭარბებდა. კომპანიის პოტენციალის გათვალისწინებით, ეს შეფასება ინვესტორებისთვის ძალიან ხელსაყრელია.

Amazon თუ Etsy?

ორივე კომპანია განიცდის იმ ფაქტს, რომ მომხმარებლები ამჟამად ნაკლებ არაარსებით ნივთს ყიდულობენ. საცალო ვაჭრობის უმეტესობა ამ წინაღობას აწყდება. Amazon-ს ძირითადი საქონლის მიმართულებით უპირატესობა აქვს, მაგალითად, სასურსათო საქონელი. Etsy-ის უპირატესობა კი ის არის, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პრობლემა არ აწუხებს.

ორივე აქციას დიდი პოტენციალი გააჩნია და არჩევა რთულია, თუმცა თუ მაინც ერთის არჩევა გახდა საჭირო, ალბათ ამაზონი უკეთესი არჩევანია. საცალო ვაჭრობის გიგანტს შეუძლია დაეყრდნოს ქლაუდ გამოთვლების ბიზნესს, რათა საცალო ვაჭრობის მძიმე პერიოდი გადაიტანოს. გარდა ამისა, ამაზონი სარგებელს მიიღებს მომხმარებლებისთვის ძირითადი საქონლის შეთავაზებით. კომპანიის მომავალი Prime Day გაყიდვების ღონისძიება – 12 და 13 ივლისს – შეიძლება მისთვის დამატებითი დადებითი ფაქტორი იყოს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ახლა ამაზონის აქციების შესაძენად შესანიშნავი დრო იყოს.

წინა

2 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved