• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რომელი კომპანიაა ამჟამად ქლაუდ გამოთვლების მიმართულებით საუკეთესო?

აგვისტო 11, 2022
in სიახლეები
რომელი კომპანიაა ამჟამად ქლაუდ გამოთვლების მიმართულებით საუკეთესო?
გაზიარება

ქლაუდ გამოთვლები კომპანიების საქმიანობის სრულიად ცვლის. ძვირადღირებული შიდა გამოთვლითი რესურსების ნაცვლად, რომლებიც შეიძლება სწრაფად მოძველდეს, კომპანიებს შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure და Alphabet-ის Google Cloud. გარდა ამისა, ეს საშუალებას აძლევს ქლაუდ ოპერატორების მომხმარებლებს, დახარჯონ ნაკლები ფული IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) გუნდებზე, რომლებიც რესურსების შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულნი.

ქლაუდ გამოთვლების გამოყენების შემთხვევები ხშირია, რაც ლოგიკურია მისი ამჟამინდელი $447 მილიარდის მოცულობის საბაზრო ზომის გათვალისწინებით. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს ბაზარი 2030 წლამდე $1.6 ტრილიონს მიაღწევს. ქლაუდ გამოთვლები უზარმაზარ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის და ინვესტორებმა ამ სფეროს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

ქლაუდ სეგმენტის სამი გიგანტიდან რომელია ამჟამად გამარჯვებული და წარმოადგენს თუ არა ის დამაჯერებელ საინვესტიციო შესაძლებლობას?

ვინ გაიმარჯვა ბოლო კვარტალში?

ქლაუდ სექტორის ყველა მსხვილმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ კვარტალური ანგარიშები წარადგინა, ასე რომ, ინვესტორებს შეუძლიათ ნახონ, თუ რომელი მათგანი არის ამ რბოლაში ლიდერი. ბოლო კვარტალში თითოეული კომპანია სწრაფ ზრდას განაგრძობდა.

კომპანია შემოსავლის ზრდა წლიდან წლამდე კვარტალური შემოსავალი ბაზრის წილი 2022 წლის I კვარტალში
Amazon Web Services 33% $19.7 მილიარდი 33%
Microsoft Azure 40% — 22%
Google Cloud 36% $6.3 მილიარდი 10%

Microsoft-ს საუკეთესო კვარტალი ჰქონდა, მაგრამ Azure-ის შემოსავალს ან მომგებიანობას არ ამჟღავნებს. სიცხადის ნაკლებობა გულდასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ზრდის ტემპით და ბაზრის წილის მიხედვით მეორე ადგილით, Microsoft Azure სიმტკიცეს გამოხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ AWS ბაზრის წილის თვალსაზრისით პირველი იყო, მას ყველაზე სუსტი კვარტალი ჰქონდა და წინა კვარტალთან შედარებით მისი საოპერაციო მარჟა შემცირდა. თუმცა, ეს ვარდნა AWS-ის სტანდარტულ საოპერაციო მარჟებამდე დაბრუნებაა.

AWS-ის ისტორიული საოპერაციო მარჟა

2022 წლის II კვარტალი 2022 წლის I კვარტალი 2021 წლის IV კვარტალი 2021 წლის III კვარტალი 2021 წლის II კვარტალი
29% 35% 30% 30% 28%

მესამე ადგილზე მყოფი Google Cloud კვლავ მუშაობს მომგებიანობის მიღწევაზე. ამ კვარტალში მან $858 მილიონი დაკარგა, მაგრამ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მენეჯმენტი კომპანიის ქლაუდ პლატფორმის გრძელვადიან ზრდაში ინვესტირებაზეა ორიენტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ Google დიდ თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ კონკურენტებს დაეწიოს.

რომელი აქციის შეძენა სჯობს?

იმის გამო, რომ სამივე კომპანია ტექნოლოგიური გიგანტია, ქლაუდ გამოთვლა არ არის ერთადერთი ინდუსტრია, რომლებზეც ეს ბიზნესებია ორიენტირებული. როდესაც ამ კომპანიებში საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებთ, თქვენ მათი სხვა ბიზნესებიც უნდა გამოიკვლიოთ.

მაიკროსოფტის მთლიანი შემოსავალი წელიწადში 12%-ით გაიზარდა, თუმცა მისმა წმინდა მოგებამ მხოლოდ 2%-ით მოიმატა. ალფაბეტის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა. მიუხედავად რთული კვარტლისა, ორივე კომპანიამ შემოსავალი გაზარდა და მყარი მოგება მიიღო. (ალფაბეტის შემცირებული 28%-იანი საოპერაციო მარჟა ჯერ კიდევ ჯანსაღია).

ამაზონის საერთაშორისო და ჩრდილოეთ ამერიკის საცალო სეგმენტმა ამ კვარტლის განმავლობაში ფული დაკარგა, რის გამოც AWS ერთადერთ მომგებიან განყოფილებად დარჩა. კომპანიის მასშტაბით წმინდა გაყიდვები მხოლოდ 7%-ით გაიზარდა და მთელი კვარტლის განმავლობაში ამაზონის $23.5 მილიარდის მოცულობის თავისუფალი ფულადი სახსრები დაიხარჯა.

Microsoft-ისა და Alphabet-ის შეფასებების შედარება ბევრ რამეს ცხადყოფს:

Alphabet vs Google PE Ratio

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ბიზნესი ერთნაირი შეფასებით ვაჭრობდა, გასული წლის განმავლობაში ეს შეფასებები ერთმანეთს დაშორდა. ეს ფაქტი კი გამოწვეულია პრობლემებით სარეკლამო გარემოში. იმის გამო, რომ Alphabet შემოსავლის 80%-ზე მეტს რეკლამიდან გამოიმუშავებს, ინვესტორები აქციების უახლოეს პერსპექტივაში დარწმუნებულნი არ არიან.

ეს ასპექტი მას უკეთეს საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს Microsoft-თან შედარებით, რომელიც პრემიუმ შეფასებით მიმოიქცევა ბაზარზე, ეს კი მცირე პოტენციალს ტოვებს. მეორეს მხრივ, Alphabet-ის მდგომარეობა ეკონომიკის აღდგენის შემდეგ უნდა გაუმჯობესდეს.

წინა

Tesla-ში ინვესტირებამდე ინვესტორები ამ 2 ნიშანს უნდა დაელოდონ

შემდეგი

საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება

საფონდო ბირჟის საშუალო ანაზღაურება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved