• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რომელია თქვენთვის საუკეთესო გზა ინვესტირების დასაწყებად?

დეკემბერი 20, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რომელია თქვენთვის საუკეთესო გზა ინვესტირების დასაწყებად?
გაზიარება

თუ ინვესტირების დაწყება გსურთ და სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმებს გადახედავთ, შეიძლება გაგიჭირდეთ იმის გარკვევა, თუ რომელი მათგანია თქვენთვის შესაფერისი. დღეს კი სწორედ ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ.

დარწმუნდით, რომ ინვესტირებისთვის მზად ხართ

სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ მართვადი ბიუჯეტი და საიმედო საგანგებო ფონდი გაგაჩნიათ. ფინანსური მრჩევლების უმეტესობა გირჩევთ, იქონიოთ საგანგებო ფონდი, რომელიც 3-6 თვის ცხოვრების ხარჯების დასაფარად იქნება საკმარისი.

ამასთან, თავიდან უნდა მოიშოროთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე საკრედიტო ბარათის დავალიანება.

მიუხედავად დროდადრო ბაზრის დაცემისა, S&P 500, რომელიც მთლიანი საფონდო ბირჟისთვის საორიენტაციო ნიშნად მიიჩნევა, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 10%-იან ანაზღაურებას გამოიმუშავებს.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათის საშუალო წლიური პროცენტული განაკვეთი ამ მაჩვენებელს აჭარბებს. ასე რომ, ამ წინაღობის გადალახვაზე იმუშავეთ და შემდეგ თქვენ მიერ ინვესტირებული ფული ნამდვილად გამოიღებს შედეგს.

გააანალიზეთ საინვესტიციო ვარიანტები

ინვესტირების სამყარო უზარმაზარი და მზარდია. მაგრამ არსებობს რამდენიმე არჩევანი, რომელიც შეიძლება დამწყებებისთვის შესაფერისი იყოს:

აქციები: აქციები კომპანიის საკუთრების წილებს წარმოადგენს. ამ კომპანიის საერთო ეფექტურობიდან გამომდინარე, აქციების ფასი შეიძლება გაიზარდოს ან დაეცეს მთელი დღის განმავლობაში. აქციების ფასი შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე პენიდან ასობით ათას დოლარამდე. თანდაყოლილი ცვალებადობის გამო, აქციებში დიდი მოცულობით ინვესტიციების ჩადება ზოგადად რეკომენდებულია ინვესტორებისთვის, რომლებსაც რისკისადმი მაღალი ტოლერანტობა და დროის დიდი ჰორიზონტი გააჩნია.

ობლიგაციები: ობლიგაციების ყიდვა ძირითადად ნიშნავს, რომ თქვენ სესხს აძლევთ კორპორაციას ან მთავრობას, რომელიც გპირდებათ, რომ ფულს და პლუს პროცენტებს დაგიბრუნებთ. ზოგადად, ობლიგაციები დაბალი რისკის შემცველი ინვესტიციებია. თუმცა გახსოვდეთ, რომ დაბალი რისკი, როგორც წესი, დაბალ შემოსავალს ნიშნავს.

Investor

გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF): ETF არის სხვადასხვა აქციების ან ობლიგაციების კალათა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ETF-ის წილი, ისევე, როგორც ინდივიდუალურ აქციებს ყიდულობთ. ETF-ები ცნობილია მყისიერი დივერსიფიკაციით, დაბალი საკომისიო გადასახადებითა და დაბალი ხარჯებით.

ურთიერთდახმარების ფონდები: ETF-ების მსგავსად, ურთიერთდახმარების ფონდები ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა აქციებში, ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში. მაგრამ ასეთი ფონდებით ვაჭრობა აქციებითა და ETF-ებით ვაჭრობისგან განსხვავებული პროცესია. უმეტესობა მოითხოვს მინიმალურ ინვესტიციას, რომელიც შეიძლება დაახლოებით $1000 ან მეტი იყოს.

საინდექსო ფონდები: საინდექსო ფონდი არის ურთიერთდახმარების ფონდის ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს საფონდო ბირჟის ინდექსის წარმადობის ასახვას, როგორიცაა S&P 500 ან Nasdaq. ეს სტრატეგია ცნობილია როგორც პასიური მენეჯმენტი. ვინაიდან საინდექსო ფონდების მენეჯერებს სურთ, საორიენტაციო ინდექსის წარმადობას მიბაძონ (მათი ჯობნის ნაცვლად) საინდექსო ფონდებს, მათ აქტიურად მართულ კოლეგებთან შედარებით, უფრო დაბალი საკომისიო გადასახადი ახასიათებს.

 ონლაინ საინვესტიციო აპლიკაციები

ტექნოლოგიების განვითარებამდე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკური სახით მიმდინარეობდა. დღესდღეობით არსებულმა ტექნოლოგიებმა კი ეს პროცესი სრულიად შეცვალა. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, საქართველოს ბანკის საინვესტიციო ანგარიში საშუალებას გვაძლევს, რომ სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად გავხდეთ.

 
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რა არის რთული პროცენტი?

შემდეგი

მარტივი საინვესტიციო ნაბიჯი, რომელიც ყველა ინვესტორს დაეხმარება

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მარტივი საინვესტიციო ნაბიჯი, რომელიც ყველა ინვესტორს დაეხმარება

მარტივი საინვესტიციო ნაბიჯი, რომელიც ყველა ინვესტორს დაეხმარება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved