• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ შევიძინოთ აქციები | დამწყებების გზამკვლევი 2022 (+ვიდეო გაკვეთილები)

იანვარი 17, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ შევიძინოთ აქციები | დამწყებების გზამკვლევი 2022 (+ვიდეო გაკვეთილები)
გაზიარება

თუ მზად ხართ საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების ჩასადებად, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. საფონდო ინვესტიცია, როდესაც ის კარგად კეთდება, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა გრძელვადიანი სიმდიდრის უზრუნველსაყოფად. შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ 50 წლის წინ S&P 500 ინდექსში 10,000 აშშ დოლარის ინვესტიცია დღეს თითქმის 1,2 მილიონი დოლარი ღირდა. ჩვენ გეტყვით, როგორ განახორციელოთ ინვესტიცია.

1. განსაზღვრეთ თქვენი მიდგომა

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ დაიწყებთ ინვესტიციას აქციებში. ზოგი ინვესტორი ირჩევს ინდივიდუალურ აქციებს, ზოგს სრულიად სხვა მიდგომები აქვს. ქვემოთ რამდენიმე მახასიათებელს ჩამოგითვლით:

  • ანალიტიკოსი, რომელსაც ახასიათებს კვლევა და ციფრების დამუშავება
  • ის, ვისაც სძულს მათემატიკა და საშინაო დავალებების კეთება
  • ის, ვინც კვირაში რამდენიმე საათს საფონდო ბირჟის კვლევას უძღვნის
  • ის, ვინც კითხულობს იმ კომპანიების შესახებ, სადაც ინვესტიციას განახორციელებდა
  • ის, ვინც ძალიან დაკავებული, მაგრამ პროფესიონალია და დრო არ აქვს აქციების გასაანალიზებლად

2. გადაწყვიტეთ, რამდენს ჩადებთ ინვესტიციებში

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბაზარი არაა ადგილი იმ ფულის ჩასადებად, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ბაზარი არაპროგნოზირებადია, მაგალითად, 2020 წელს 40%-ზე მეტით დაეცა, თუმცა რამდენიმე თვეში ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა.

3. გახსენით საინვესტიციო ანგარიში

აქციებში ინვესტიციებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ე.წ. Საბროკერო ანგარიში, რომლის გახსნაც, როგორც წესი, სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი ესაჭიროება.

4. აირჩიეთ სათქვენო აქციები

რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე აბზაცში ჩვენ ვერ განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა გაითვალისწინოთ აქციების შერჩევისა და ანალიზის დროს, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ცნებები, რომლებსაც უნდა დაეუფლოთ:

  • თქვენი პორტფელის დივერსიფიკაცია
  • ინვესიტირება მხოლოდ იმ ბიზნესში, რომელიც თქვენთვის გასაგები და ნაცნობია
  • თავიდან მოერიდეთ სწრაფად ცვალებად აქციებს
  • შეისწავლეთ აქციების შეფასების ძირითადი კონცეფცია
ამის შემდეგ კი შეიძინეთ თქვენთვის სასურველი აქცია:

5. განაგრძეთ ინვესტირება

საფონდო ბირჟაზე ფულის გამომუშავების ყველაზე საიმედო გზაა დიდი ბიზნესის აქციების შეძენა გონივრულ ფასებში და მათი შენარჩუნება მანამ, სანამ ბიზნესი კარგად აკეთებს თავის საქმეს (ან სანამ ფული დაგჭირდებათ). თუ ამას გააკეთებთ, თქვენ შეიძლება რაღაც ცვლილებები განიცადოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შესანიშნავ ინვესტიციებს მიიღებთ. როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა, არაჩვეულებრივი შედეგის მისაღებად არაჩვეულებრივი საქმის გაკეთება არ გჭირდებათ. უბრალოდ მიჰყევით რჩევებს!

წარმოგიდგენთ ვიდეო თუთორიალებს, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ინვესტირება აქციებში. ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილავთ მოკლე ვიდეო გაკვეთილებს, რომლებშიც დეტალურადაა ახსნილი ის ნაბიჯები, რაც გჭირდებათ:

  • ანგარიშის გასახსნელად ანგარიშის გახსნა
  • თანხის შესატანად თანხის შეტანა
  • აქციის შესაძენად აქციის ყიდვა
  • ტრანზაქციების შესამოწმებლად ტრანზაქციის შემოწმება
  • სიების შესაქმნელად სიების შექმნა
  • აქციების გასაყიდად როგორ გავყიდო აქცია?
  • ანგარიშიდან თანხის გასატანად ანგარიშიდან თანხის გატანა

ყველა ვიდეოგაკვეთილი იხილე აქ: ვიდეოგაკვეთილები

წინა

7 რჩევა ბილ გეითსისგან, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია გამოიყენოს

შემდეგი

Reddit’s WallStreetBets forum-ის ყველაზე გახმაურებული აქციები

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
Reddit's WallStreetBets forum-ის ყველაზე გახმაურებული აქციები

Reddit's WallStreetBets forum-ის ყველაზე გახმაურებული აქციები

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved