• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 28, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, IMAX, S&P Global, Chipotle და Textron.

Meta Platforms

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Meta Platforms-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 150%-ით არის მომატებული.

მომხმარებელთა უკეთესი მონეტიზაცია და მათი უფრო მაღალი ჩართულობა, განსაკუთრებით კომპანიის ახალ Threads პლატფორმაზე, Meta-ს აქციების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას აძლიერებს.

Reels-ის წლიური შემოსავალი ახლა $10 მილიარდს აჭარბებს, რაც 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ Facebook-ზე დახარჯული დროის 7%-იანი ზრდა განაპირობა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ რეკომენდებულმა კონტენტმა, რაც სარეკლამო შემოსავლისთვის შესანიშნავი ფაქტორია.

Meta Platforms

უფრო მეტიც, აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა უბიძგა კომპანიას, ინვესტირება განახორციელოს ზრდის ინიციატივებში, მათ შორის Threads-სა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში, მოგების დაზარალების გარეშე. EPS (მოგება თითო აქციაზე) წლიდან წლამდე 21%-ით გაიზარდა და $2.98 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.91). Meta Platforms-ის კვარტალურმა შემოსავალმა კი $32 მილიარდს მიაღწია (პროგნოზი — $31.08 მილიარდი).

რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-24%-ით გაიზრდება.

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $311.70-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $373.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $270.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.70%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

IMAX

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, IMAX-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით არის მომატებული.

მეორე კვარტალში IMAX-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით გაიზარდა და $98 მილიონი შეადგინა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ კინოთეატრის ტექნიკური გადაწყვეტების პროვაიდერმა კორექტირებული მოგება 3-ჯერ — $14.4 მილიონამდე გაზარდა, ანუ კორექტირებული EPS $0.26 იყო. ორივე მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $88 მილიონს და $0.18-ს შეადგენდა.

IMAX

კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სოლიდური წარმადობა განპირობებული იყო დიდი ეკრანის გამოცდილებისადმი მზარდი ინტერესით, თუმცა მას დეტალური მონაცემები არ წარმოუდგენია. IMAX-ში ასევე ხაზი გაუსვეს კომპანიის უნარს, გააფართოოს ოპერაციები მთელ მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებზე, რათა ზრდას ხელი შეუწყოს.

IMAX-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IMAX-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

S&P Global

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ფინანსური ინფორმაციის სპეციალისტმა — S&P Global-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 18%-ით არის მომატებული.

მეორე კვარტალში S&P Global-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-ით გაიზარდა და $3.1 მილიარდს გადააჭარბა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.05 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ კი $996 (გასული წლის იმავე კვარტალში — $995 მილიონი) მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებული EPS $3.12 იყო (პროგნოზი — $3.12).

მთლიანობაში, S&P Global-ის ზრდა ზოგადად არც ისე შთამბეჭდავი იყო. კომპანიის ოთხი შემოსავლის წყაროდან უმსხვილესის — ბაზრის დაზვერვის შემოსავალი წლიდან წლამდე მხოლოდ 5%-ით გაიზარდა და $1.08 მილიარდი შეადგინა. ნათელი წერტილი იყო მობილურობის განყოფილება 10%-იანი ზრდით, თუმცა ეს მიმართულება ჯერ კიდევ შედარებით მცირეა — მეორე კვარტალში მისი შემოსავალი $369 მილიონი იყო.

S&P Global

რაც შეეხება მომავალს, S&P Global-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წლის კორექტირებული შემოსავალი 4%-6%-ით გაიზრდება და $11.6-$11.9 მილიარდს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $12.35-$12.55-ს შეადგენს. მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ წელს დაახლოებით $140 მილიონის ოდენობით კაპიტალური ხარჯების გაწევას აპირებს.

S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $396.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $445.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $475.00-ს, ხოლო მინიმალური — $421.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

Chipotle

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Chipotle Mexican Grill-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 37%-ზე მეტით არის მომატებული.

Chipotle-ის ფინანსური შედეგები მეორე კვარტალში ძლიერი იყო. ერთი და იმავე ლოკაციის გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) წლიდან წლამდე 7.4%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 13.6%-ით მოიმატა და $2.51 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.53 მილიარდს.

მომგებიანობა განაგრძობდა გაუმჯობესებას — რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა 230 საბაზისო პუნქტით — 27.5%-მდე გაიზარდა, ხოლო საერთო საოპერაციო მარჟამ 15.3%-დან 17.2%-მდე მოიმატა. კორექტირებული EPS წლიდან წლამდე 36%-ით გაიზარდა და 12.65$-ს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.31-ს.

Chipotle

გარდა ამისა, Chipotle-მა გაფართოება განაგრძო და კვარტალში 47 ახალი ლოკაცია გახსნა.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში comps დაბალ ან საშუალო ერთნიშნა დიაპაზონში გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ნიშნულიდან შემცირდება. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან ნიკოლმა თქვა, რომ კომპანიაში მოთხოვნის შენელებას ვარაუდობენ, რადგან პანდემიის შემდეგ ბიზნესი ნორმალიზდება.

Chipotle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $1,883-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,260.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,570.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,950.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Textron

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Textron-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 9%-ით არის მომატებული.

Textron პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს დაწყებული თვითმფრინავებით, დასრულებული თოვლმავლებით. მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 8.6%-ით გაიზარდა და $3.42 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.41 მილიარდს. EPS-მა $1.46 შეადგინა (პროგნოზი — $1.21). ხოლო Textron-ის 10.3%-იანი მოგების მარჟა, გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, 140 საბაზისო პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

გარდა ამისა, კომპანიამ კვარტალში ოპერაციებიდან $314 მილიონი გამოიმუშავა და $273 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა.

Textron

რაც შეეხება მომავალს, Textron-მა პროგნოზები გაზარდა. ახლა მენეჯმენტი მოელის, რომ მთელ წლის განმავლობაში EPS $5.20-$5.30-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $5-$5.20). ასევე მოსალოდნელია, რომ მთლიანი ფულადი ნაკადები (საპენსიო შენატანებამდე) $900 მილიონიდან $1 მილიარდამდე დიაპაზონში იქნება, ხოლო დაგეგმილი საპენსიო შენატანები დაახლოებით $50 მილიონს მიაღწევს.

Textron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $76.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Textron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ნაბიჯები ორგანიზებული ფინანსური ცხოვრებისკენ

შემდეგი

საფონდო ბირჟები განვითარებულ ქვეყნებში

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟები განვითარებულ ქვეყნებში

საფონდო ბირჟები განვითარებულ ქვეყნებში

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved