• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

დეკემბერი 8, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chewy, AMD, Duckhorn Portfolio და Sprinklr.

Chewy

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Chewy-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი შინაური ცხოველების პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 0.5%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 46%-ით არის დაკლებული.

გასულ კვარტალში, რომელიც 29 ოქტომბერს დასრულდა, Chewy-ის შემოსავალმა $2.74 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს 8%-ით აღემატებოდა, თუმცა ჩამორჩებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $2.76 მილიარდს.

GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა ზარალმა $36 მილიონს მიაღწია, შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ $2.3 მილიონის ოდენობით წმინდა მოგება გამოიმუშავა. თითო აქციაზე ზარალმა $0.08 შეადგინა (პროგნოზი — -$0,06).

მიუხედავად მოსალოდნელზე სუსტი შედეგებისა, მენეჯმენტი კვარტალურ ანგარიშს დადებითად აფასებს. Chewy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სამიტ სინგმა თქვა, რომ კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში ბაზრის წილი გაზარდა და, კონკურენტებთან შედარებით, ზრდის უკეთესი ტემპი დააფიქსირა.

Chewy

რაც შეეხება მომავალს, Chewy-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2023 წლის შემოსავალი $11.08-$11.10 მილიარდს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს ჩამოუვარდება და ამასთან ჩამორჩება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს — $11.25 მილიარდს.

გარდა ამისა, Chewy-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 14 თებერვლიდან კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის (CFO) თანამდებობას დაიკავებს ვეტერანი აღმასრულებელი — დევიდ რიდერი. იგი ჩაანაცვლებს ამჟამინდელ დროებით CFO-ს — სტეისი ბოუმანს, რომელიც ბუღალტრის ადგილზე გადაინაცვლებს.

Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.20-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AMD

გუშინ Advanced Micro Devices-ის (AMD) აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებელმა გამოუშვა ახალი დიდი APU-ს (დაჩქარებული დამუშავების ერთეული) ხაზი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) სამუშაოს მოცულობებთან გასამკლავებლად არის შექმნილი. ამ პროდუქტს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს Nvidia-ს მსგავს შეთავაზებებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში AMD-ის აქციების ფასი დაახლოებით 101%-ით არის გაუმჯობესებული.

ოთხშაბათს კომპანიის “Advancing AI” ღონისძიებაზე AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლიზა სუმ წარადგინა ადრე დაანონსებული Instinct MI300X APU-ები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული სერვერებისთვის არის შექმნილი. ისინი კომპანიის გრაფიკული დამუშავების ერთეულებისა (GPU) და ცენტრალური დამუშავების ერთეულების (CPU) სიმძლავრეებს აერთიანებს. ლიზამ დასძინა, რომ Microsoft-სა და Meta-ს წარმომადგენლებმა უკვე გადაწყვიტეს ამ ჩიპის გამოყენება.

Nvidia ამჟამად ინდუსტრიაში დაახლოებით 80%-იანი საბაზრო წილით დომინირებს.

ლიზა სუმ ეს აღიარა კიდეც გუშინდელ პრეზენტაციაზე, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ AMD-ს მენეჯმენტის აზრით, კომპანიამ შეიძლება დაიკავოს კარგი წილი ბაზარზე (ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე AMD ადრე პროგნოზირებდა), რომლის ღირებულებაც 2027 წელს $400 მილიარდს გადააჭარბებს. ასეთი დიდი ბაზრის პირობებში, AMD-ს სულაც არ სჭირდება Nvidia-ს დამარცხება, რადგან სივრცე იზრდება და ადგილი ჩიპების რამდენიმე მწარმოებლისთვის საკმარისი იქნება.

AMD

ხუთშაბათს დილით კლიენტებისადმი მიწერილ შენიშვნაში Citi-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ AMD-ს შეუძლია დაეუფლოს AI ჩიპების მთლიანი ბაზრის დაახლოებით 10%-ს მას შემდეგ, რაც კომპანია 2024 წლიდან AI-ზე ორიენტირებული ახალი პროდუქტების მიწოდებას დაიწყებს.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ამჟამად ვარაუდობენ, რომ 2023 წელს AMD-ის შემოსავალი 4%-ით შემცირდება. შედარებისთვის, მოსალოდნელია, რომ Nvidia-ს შემოსავალი ამ ფისკალურ წელს გაორმაგდება და თითქმის $59 მილიარდს მიაღწევს.

AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $158.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Duckhorn Portfolio

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Duckhorn Portfolio-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კალიფორნიაში დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2023 წლის პირველ კვარტალში Duckhorn-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5.2%-ით — $102.5 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $104.14 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $15.5 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.15 იყო (პროგნოზი — $0.16). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.13 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს $0.02-ით ჩამორჩა.

მიუხედავად ამისა, Duckhorn-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — დეირდრე მაჰლანმა აღნიშნა, რომ კვარტალური შედეგები მენეჯმენტის საპროგნოზო დიაპაზონების ზედა ზღვრებთან იყო ახლოს.

„კომპანიამ დააფიქსირა ზრდა მრავალი ბრენდის მიმართულებით, რადგან ჩვენი ძვირადღირებული ღვინის პორტფელი შერეულ ინდუსტრიულ კლიმატში შესანიშნავად მოქმედებას განაგრძობს“ — განაცხადა დეირდრე მაჰლანმა.

Duckhorn-ის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიდან წლამდე უფრო მოკრძალებული 2.7%-ით შემცირდა და $34.7 მილიონი შეადგინა. კორექტირებული EBITDA-ს მარჟა 90 საბაზისო პუნქტით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ნაკლები ფასდაკლებისა და ხარჯების გონივრული მართვის წყალობით.

Duckhorn Portfolio

გარდა ამისა, გასულ თვეში Duckhorn-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Sonoma-Cutrer Vineyards-ს $400 მილიონად შეისყიდის Brown-Forman-ისგან. კომპანია გარიგების საფასურს ნაღდი ფულითა და აქციებით გადაიხდის.

„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ Sonoma-Cutrer Vineyards-ის განხილვის პროცესში მყოფი შეძენით, რაც, ვფიქრობთ, სიღრმეს შემატებს ჩვენი ბრენდის არქიტექტურას ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული Chardonnay ბრენდის საშუალებით“ — განაცხადა Duckhorn-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება მომავალს, Sonoma-Cutrer-ის ნებისმიერი წვლილის გამოკლებით, Duckhorn-ის მენეჯმენტმა შეამცირა პროგნოზები სრული ფისკალური 2024 წლისთვის, რომელიც მომდევნო წლის 31 ივლისს დასრულდება. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი $420-$427 მილიონს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $430 მილიონი), EBITDA — $150-$153 მილიონი (წინა პროგნოზი — $153 მილიონი), ხოლო EPS $0.67-$0.69-ს მიაღწევს. ეს უკანასკნელი პროგნოზი არ შეცვლილა.

Duckhorn-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duckhorn-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 47%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Sprinklr

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Sprinklr-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა. თუმცა გუშინ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 33%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Sprinklr-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 18%-ით — $186.3 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზს — $180.42 მილიონს. კორექტირებულმა EPS-მა $0.12 შეადგინა (პროგნოზი — $0.07), ხოლო GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე $0.06 იყო და ანალიტიკოსების პროგნოზს ამ მაჩვენებელმაც $0.04-ით გადააჭარბა.

Sprinklr-ის გამოწერებიდან მიღებულმა შემოსავალმა წლიდან წლამდე 22%-ით — $170.5 მილიონამდე მოიმატა. გარდა ამისა, იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც კომპანიისთვის სულ მცირე $1 მილიონის ოდენობით ARR (წლიური განმეორებითი შემოსავალი) მოაქვთ, წლიდან წლამდე 15%-ით — 123-მდე გაიზარდა.

Sprinklr

რაც შეეხება მომავალს, Sprinklr-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $725.5-$727.5 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $719-$721 მილიონი), გამოწერებიდან გამომუშავებული შემოსავალი — $664-$666 მილიონს (წინა პროგნოზი — $658-$660 მილიონი, ხოლო კორექტირებული EPS — $0.36-$0.37-ს (ძველი პროგნოზი — $0.30-$0.31).

Sprinklr-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sprinklr-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ოქროს ფასმა გარკვეულწილად რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

შემდეგი

Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა

Gemini-ს წარდგენის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved