• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ნოემბერი 2, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Airbnb, Wingstop, Extreme Networks, Chefs’ Warehouse, Frontdoor და MasTec.

Airbnb

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Aibnb-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 41%-ით არის გაუმჯობესებული.

Airbnb-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 18%-ით გაიზარდა და $3.4 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.37 მილიარდი). ჯავშნების ჯამმა $113.2 მილიონს მიაღწია, რაც აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $99.7 მილიონს და ანალიტიკოსების პროგნოზს — $112.9 მილიონს.

წმინდა მოგებამ კვარტალში, საშემოსავლო გადასახადის ერთჯერადი შეღავათების ჩათვლით, $4.37 მილიარდი შეადგინა. ამ ერთჯერადი სარგებლის გამოკლებით, კომპანიის კვარტალური მოგება $1.61 მილიარდი იყო, რაც აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ $1.21 მილიარდს. ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $6.63-ს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.12-ს ძალიან გადააჭარბა.

Airbnb

გარდა ამისა, Airbnb-ის კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიდან წლამდე 26%-ით მოიმატა და $1.83 მილიარდი შეადგინა, ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) 37%-ით — $1.31 მილიარდამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომავალს, Airbnb-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $2.13-$2.17 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიდან წლამდე 12%-14%-იანი ზრდა იქნება, თუმცა ეს დიაპაზონი ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.18 მილიარდს.

Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $119.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Wingstop

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Wingstop-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში Wingstop-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 26%-ით — $117.1 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $109.27 მილიონი). ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) აშშ-ში 15%-ით მოიმატა, მაშინ როცა კომპანიამ ამ პერიოდის განმავლობაში 53 ახალი რესტორანი გახსნა. შედეგად, გასული კვარტლის ბოლოს, მსოფლიოს მასშტაბით Wingstop რესტორნების რაოდენობამ 2099-ს მიაღწია.

Wingstop

სარესტორნო ქსელის კორექტირებული წმინდა მოგება წლიდან წლამდე თითქმის 54%-ით გაუმჯობესდა და $20.5 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებულმა EPS-მა $0.69-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.52).

Wingstop-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $119.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wingstop-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Extreme Networks

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Extreme Networks-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში ქლაუდზე დაფუძნებული ქსელური გადაწყვეტების კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Extreme-ის გაყიდვები წლიდან წლამდე 19%-ით გაიზარდა და $353.1 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $347.1 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $0.35-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.32). გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $0.20-ს შეადგენდა.

Extreme Networks

რაც შეეხება მომავალს, Extreme-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში EPS $0.29-ს შეადგენს, ხოლო შემოსავალი — $320 მილიონს. ეს მაჩვენებლები ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $0.37-ს და $368 მილიონს აღწევს.

Extreme-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Extreme-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 53.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chefs’ Warehouse

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Chefs’ Warehouse-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი რესტორნების მიმწოდებლის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით არის შემცირებული.

Chefs’ Warehouse-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 33.2%-ით — $881.8 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $832.1 მილიონს გადააჭარბა.

ორგანულმა გაყიდვებმა 7.1%-ით მოიმატა და $46.9 მილიონს მიაღწია. მთლიანი მარჟა კვარტალში 23.8%-დან 23.6%-მდე შემცირდა.

საოპერაციო შემოსავალი $22.1 მილიონიდან $25.5 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის უფრო მაღალი ხარჯების შედეგად კორექტირებულმა EPS $0.41-დან $0.33-მდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.34).

Chefs’ Warehouse

რაც შეეხება მომავალს, Chefs’ Warehouse-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $3.35-$3.425 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $3.25-$3.35 მილიარდი).

თუმცა კომპანიამ კორექტირებული EBITDA-ს პროგნოზი $199-$207 მილიონიდან $188-$196 მილიონამდე შეამცირა.

Chefs’ Warehouse-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $43.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $48.00-ს, ხოლო მინიმალური — $37.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Extreme-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 100%-იან ზრდას გულისხმობს.

Frontdoor

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Frontdoor-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში სახლის რემონტის კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 56%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში Frontdoor-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 8.3%-ით — $524 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $513.04 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 64%-ით მოიმატა და $76 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.94 იყო. უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.54-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა.

რაც შეეხება მომავალს, Frontdoor-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $1.765-$1.775 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $1.73-$1.75 მილიარდი). ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი $1.75-ს შეადგენს.

Frontdoor

გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მთლიანი მოგების მარჟა 48%-49.5%-ს გაუტოლდება, ხოლო კორექტირებული EBITDA $320-$330 მილიონს მიაღწევს. მანამდე მენეჯმენტი მოელოდა, რომ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 45.5%-47.5%-ს და $260-$280 მილიონს შეადგენდა.

Frontdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $43.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $42.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Frontdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

MasTec

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MasTec-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სამშენებლო კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. MasTec-ზე ნეგატიურად ზემოქმედებს სუფთა ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მსხვილი პროექტების შეფერხებები და მათთან დაკავშირებული ხარჯები. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 43%-ით არის შემცირებული.

MasTec არის საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის გამომუშავებაზე, ასევე კომუნიკაციებზე, კომუნალურ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გასულ კვარტალში მისმა შემოსავალმა $3.26 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.79 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.95 (პროგნოზი — $1.87).

MasTec

რაც შეეხება მომავალს, MasTec-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წლის განმავლობაში კომპანიის EPS $1.75 შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წინა პროგნოზს — $3.75-$4.19-ს. ეს მაჩვენებელი ასევე ჩამორჩება ანალიტიკოსების მოლოდინს  $3.76-ს.

MasTec-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $49.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $95.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MasTec-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 95%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას გვეუბნება უორენ ბაფეტი საკუთარ თავში ინვესტირების შესახებ?

შემდეგი

Generac-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Generac-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Generac-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved