• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 21, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, TSMC, Richardson Electronics, IBM და Johnson & Johnson.

Meta Platforms

გუშინ სოციალური მედიის გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 143%-ით არის მომატებული.

რამდენიმე პოპულარული მზარდი პოტენციალის აქციისთვის კვარტალური ანგარიშების სეზონი ცუდად დაიწყო. კვარტალური შედეგების წარდგენიდან მომდევნო დღეს Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით შემცირდა. Netflix-ის აქციების ფასიც დაახლოებით იმავე ოდენობით დაეცა ხუთშაბათს მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ახალ სარეკლამო ბიზნესს გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ მისი შედეგები გაყიდვებზე აისახება.

Meta დიდწილად ეყრდნობა ციფრული რეკლამიდან გამომუშავებულ შემოსავალს და გასულ კვარტალში ამ პროდუქტებზე ფასების 17%-იანმა ვარდნამ მთლიანი გაყიდვები მხოლოდ 3%-ით გაზარდა.

Meta Platforms

Meta Platforms კვარტალურ ანგარიშს 26 ივლისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგენს და ინვესტორები უკეთეს შედეგებს მოელიან. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ გაყიდვების ზრდა დაახლოებით 8%-ით დაჩქარდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.91 შეადგენს. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $2.46 იყო ნაწილობრივ წლის განმავლობაში ხარჯების აგრესიული შემცირების წყალობით.

Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $302.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $321.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $260.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 39 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

TSMC

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა — Taiwan Semiconductor Manufacturing Company-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა.

ნახევარგამტარული ჩიპების უმსხვილესმა მწარმოებელმა 2023 წლის მეორე კვარტალში $15.68 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.44 მილიარდი), ხოლო EPS-მა $1.14 შეადგინა (პროგნოზი — $1.07). მიუხედავად იმისა, რომ ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, შედეგები, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. გაყიდვები წლიდან წლამდე 14%-ით დაეცა, ხოლო მოგება კიდევ უფრო მკვეთრად — 23%-ით.

TSMC

რაც შეეხება მომავალს, TSMC-ის მენეჯმენტის მოელის, რომ მესამე კვარტალში გაყიდვები $16.7-$17.5 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების პროგნოზი $17.1 მილიარდს უტოლდება. როგორც ჩანს, მოგების მარჟაც შემცირდება, კომპანიაში მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი 51.5%-53.5%-ს შეადგენს. ეს დიაპაზონი გულისხმობს, რომ მესამე კვარტალში მთლიანი მარჟა მეორე კვარტლის ნიშნულზე დაბლა დაეცემა. საოპერაციო მარჟის პროგნოზი კი 38%-40%-ია, რაც ასევე ჩამოუვარდება მეორე კვარტლის მაჩვენებელს — 42%-ს.

TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $98.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $124.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $117.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი TSMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Richardson Electronics

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Richardson Electronics-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 35%-ით არის დაკლებული.

Richardson Electronics საინჟინრო მომსახურების კომპანიაა. მისი კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4.5%-ით — $58.83 მილიონამდე შემცირდა და ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $61.5 მილიონს. კორექტირებულმა EPS-მა $0.11 შეადგინა (პროგნოზი — $0.19).

Richardson Electronics

გარდა ამისა, კომპანიის მთლიანი მარჟა 27.9%-მდე დაეცა, გასული წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ 32.7%-თან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი პროდუქტების ნაზავის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ Richardson Electronics-მა გასული ფისკალური წელი $262.7 მილიონის მოცულობის საერთო შემოსავლით (გაიზარდა 16.9%-ით) დაასრულა, მეოთხე კვარტლის გაყიდვების და მარჟების მაჩვენებლებმა ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედა.

IBM

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, IBM-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.2%-ით არის შემცირებული.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $15.5 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.58 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $2.18 (პროგნოზი — $2.02).

მთლიანი მოგების მარჟა ასევე გაუმჯობესდა, 160 საბაზისო პუნქტით 54.9%-მდე, რამაც GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი მოგების 13%-ით ზრდაში შეიტანა წვლილი. GAAP მოგებამ ერთ აქციაზე მხოლოდ $1.74 შეადგინა.

IBM

რაც შეეხება მომავალს, IBM-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ წლის განმავლობაში ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში შემოსავალი 3%-5%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი მოგების შესახებ პროგნოზი არ წარუდგენიათ, მათ თქვეს, რომ მიმდინარე წელს თავისუფალი ფულადი ნაკადები $10.5 მილიარდს მიუახლოვდება, რაც წლიდან წლამდე 10%-ზე მაღალ გაუმჯობესებას ნიშნავს.

IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $138.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $143.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $162.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Johnson & Johnson

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Johnson & Johnson-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 5%-ზე მეტით არის შემცირებული.

J&J-სთვის 2023 წლის მეორე კვარტალი წარმატებული იყო, რადგან კომპანიამ თავის ფარმაცევტულ და მედიცინის სეგმენტებში ძლიერი ზრდა დააფიქსირა. ფარმაცევტული გაყიდვები, წლიდან წლამდე 3.9%-ით გაიზარდა და $13.7 მილიარდს მიაღწია. ეს ჯანსაღი საშუალო ერთნიშნა მატება გამოწვეული იყო ონკოლოგიის, იმუნოლოგიისა და ნეირომეცნიერების პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნით.

Johnson & Johnson

სამედიცინო ტექნოლოგიის შემოსავალი 9.9%-ით — $7.7 მილიარდამდე გაიზარდა. ეს თითქმის ორნიშნა მატება განპირობებული იყო პროდუქციის ფართო პორტფელით სხვადასხვა კატეგორიებში, როგორიცაა ელექტროფიზიოლოგია, ორთოპედია, ჭრილობების მოვლა და კონტაქტური ლინზები.

J&J-ის კვარტალურმა შემოსავალმა $25.53 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $24.67 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $2.8 (პროგნოზი — $2.62).

J&J-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $168.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $185.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი J&J-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რატომ უნდა დავიწყოთ ინვესტირება?

შემდეგი

ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის სტივ კოენი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved