• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 16, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის On Holding, Sea Limited, Paysafe და Discover Financial Services.

On Holding

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, On Holding-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 74%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

შვეიცარიული კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 52.3%-ით — $506.7 მილიონამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $477.5 მილიონს.

On Holding-ის პირდაპირი მომხმარებლების არხმა სიმტკიცე შეინარჩუნა. ამ მიმართულებით შემოსავალი 54.7%-ით გაიზარდა და გაყიდვების თითქმის 40% შეადგინა, ხოლო მთლიანი მარჟა 55.1%-დან 59.5%-მდე გაუმჯობესდა.

კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) თითქმის გაორმაგდა $35.8 მილიონიდან $71.5 მილიონამდე.

თუმცა, არარეალიზებული სავალუტო ზარალის შედეგად კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.14-დან $0.04-მდე შემცირდა.

On Holding

აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ჰოფმანმა თქვა: „On-ის ბრენდის სიძლიერე და მუდმივი განსაკუთრებული ზრდა თვალსაჩინოა. აღფრთოვანებულნი ვართ, რომ განვაგრძობთ წინსვლას სანდოობისა და ბაზრის წილის მოპოვების მიმართულებით“.

რაც შეეხება მომავალს, On Holding-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში შემოსავალი დაახლოებით $2.01 მილიარდს შეადგენს, რაც აღემატება წინა პროგნოზს — მინიმუმ $1.99 მილიარდს. ეს გულისხმობს 44%-იან ზრდას მთელი წლის განმავლობაში და 30%-იანი ზრდის ტემპს წლის მეორე ნახევრისთვის.

On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.80-ს. საშუალო სამიზნე ფასი On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 2-მა — ყიდვის რეკომენდაცია.

Sea Limited

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Sea Limited-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციისა და ციფრული გართობის პროვაიდერის აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 23%-ზე მეტით არის დაკლებული.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა, ციფრული გართობის ბიზნესმა სუსტი ფინანსური შედეგები დააფიქსირა, რამაც Sea Limited-ის აქციების წარმადობაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია.

მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის პოპულარულმა უფასო მობილურმა თამაშმა — Free Fire-მა კვარტლიდან კვარტლამდე აქტიური და გადამხდელი მომხმარებლის რაოდენობის გაზრდა შეძლო. მიუხედავად ამისა, Sea Limited-მა ვერ მოახერხა ციფრული გასართობი სეგმენტის შემოსავლის ზრდა და ამ მიმართულებით ჯავშნები, გასულ კვარტალთან შედარებით, 4%-ით შემცირდა.

Sea Limited

კვარტლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო Shopee-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესში მარჟების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. შედეგად Sea-ს წმინდა მოგება $331 მილიონამდე გაიზარდა, გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $931 მილიონის მოცულობის ზარალთან შედარებით. EPS-მა კი $0.54 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.66).

Sea Limited-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ზე მეტით გაიზარდა და $3.1 მილიარდი შეადგინა, თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.26 მილიარდს, ეს მაჩვენებელიც ჩამორჩა.

Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $40.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $91.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $139.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 124.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.

Paysafe

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Paysafe-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფინტექ სერვისების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 1.5%-ით არის გაუმჯობესებული.

მეორე კვარტალში Paysafe-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 6.2%-ით გაიზარდა და $402.3 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $395.1 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $0.56 (პროგნოზი — $0.30). როგორც ვხედავთ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს ორივე მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა.

Paysafe-ის პლატფორმაზე განხორციელებული გადახდების მთლიანი მოცულობა 6%-ით — $35.5 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის კორექტირებული წმინდა შემოსავალი 7.5%-ით შემცირდა და $34.7 მილიონი შეადგინა.

Paysafe

მეორეს მხრივ, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი წმინდა ზარალი კვარტალში $1.8 მილიონი იყო, რაც ბევრად გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $658.7 მილიონის ოდენობით ზარალზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელია. გარდა ამისა, კორექტირებული EBITDA წლიდან წლამდე 10%-ით — $113 მილიონამდე გაიზარდა.

გარდა იმისა, რომ Paysafe-ის შემოსავალმა და მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, Paysafe-მა წლიური პროგნოზებიც გაზარდა. მენეჯმენტი მანამდე ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $1.58-$1.6 მილიარდს შეადგენდა, რაც 5.6%-7%-იან ზრდას გულისხმობდა. მეორე კვარტლის მოსალოდნელზე ძლიერი შედეგებისა და მოთხოვნის გამამხნევებელი იმპულსის შემდეგ, კომპანიაში ახლა გაყიდვების წლიურ 6.5%-7.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.70-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 114%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და 2-მა — ყიდვის რეკომენდაცია.

Discover Financial Services

კომპანიაში მიმდინარე ცვლილებები შეიძლება რთული იყოს ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მაღალი რგოლის მენეჯმენტს ეხება. გუშინ ფინანსური სერვისების ამერიკული კომპანიის — Discover Financial Services-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.

პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Discover-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი — როჯერ ჰოჩშილდი ამ პოსტებს ათავისუფლებს. გადადგომის მიზეზი ცნობილი არ არის. როჯერი წლის ბოლომდე ფინანსური მომსახურების კომპანიაში მრჩევლის პოზიციას დაიკავებს.

იგი დროებით შეცვალა ჯონ ოუენმა, დირექტორთა საბჭოს წევრმა. ჯონი Discover-ის ახალი წევრია და იგი საბჭოს 2022 წლის ივნისში შეუერთდა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ჯონს აქვს 38 წლიანი გამოცდილება როგორც ტექნიკურ, ისე საბანკო სექტორში. ბოლო პერიოდში იგი Regions Financial-ში ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

Discover Financial Services

Discover-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიამ ხელმძღვანელის საძიებო ფირმა დაიქირავა (ფირმის დასახელება არ არის ცნობილი), რათა გადამდგარი ლიდერის მუდმივი შემცვლელი იპოვოს.

Discover Financial Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $93.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $115.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $137.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Discover Financial Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ამბობს თქვენი ფინანსური ჩვევები თქვენს კარიერულ პოტენციალზე?

შემდეგი

საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია — I ნაწილი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია — I ნაწილი

საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია — I ნაწილი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved