• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 15, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის United States Steel, Monday.com და Fortrea Holdings.

U.S. Steel

გუშინ ფოლადის მწარმოებლის — United States Steel-ის აქციების ფასი დაახლოებით 37%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას კომპანიის მენეჯმენტმა გამოავლინა რომ სტრატეგიული ალტერნატივების გადახედვით იყო დაკავებული. კომპანია ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე არასასურველი შეთავაზება მიიღო.

United States Steel-ის განცხადებაში ნათქვამია: „U.S. Steel არ აპირებს რაიმე დამატებითი საჯარო კომენტარის გაკეთებას სტრატეგიული ალტერნატივების განხილვასთან დაკავშირებით, სანამ ის არ დასრულდება ან მენეჯმენტი არ დაადგენს, რომ გამჟღავნება კანონით არის მოთხოვნილი ან სხვაგვარად მიზანშეწონილი“.

მაგრამ ამან განაპირობა კონკურენტი Cleveland-Cliffs-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლოურენკო გონკალვესის კიდევ ერთი საჯარო განცხადება, რომელშიც მან თავისი კომპანიის მიერ US Steel-ის შესაძენად გაკეთებული წინადადების დეტალები გაამჟღავნა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტმა იქონია ინვესტორებზე პოზიტიური ზეგავლენა.

United States Steel

Cliffs-ის მენეჯმენტმა გაასაჯაროვა, რომ კომპანიის შეთავაზება US Steel-ის თითო აქციისთვის $35-ის გადახდას გულისხმობს — 50% ნაღდი ფულით, 50% აქციებით. ეს მაჩვენებელი US Steel-ის აქციების პარასკევის დახურვის ფასს 54%-ით აღემატება. თუმცა US Steel-ის დირექტორთა საბჭომ უარყო შეთავაზება, როგორც „არაგონივრული“ და განაცხადა, რომ დაიწყებს ოფიციალურ გადახედვის პროცესს, რათა განიხილოს სხვა წინადადებები კომპანიის ნაწილის ან მთელი ბიზნესის შეძენასთან დაკავშირებით.

US Steel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $26.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.36-ს. საშუალო სამიზნე ფასი US Steel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია, ხოლო არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.

Monday.com

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Monday.com-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.

მეორე კვარტალში Monday.com-ის შემოსავალმა $175.7 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $169.24 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.41 (პროგნოზი — $0.21).

Monday.com გვთავაზობს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ბიზნეს კლიენტებს საშუალებას აძლევს, შექმნან, განათავსონ და განაახლონ სამუშაო ადგილის აპლიკაციები მაშინაც კი, თუ შემქმნელებს კოდირების შესახებ ძალიან მცირე ცოდნა გააჩნიათ. პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი დიდი მოთხოვნით სარგებლობს თავის სერვისებზე და კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 42%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში Monday.com-მა მომხმარებლების რაოდენობის ზრდა განაგრძო — ამ მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 63%-ით მოიმატა და 186,000-ს გადააჭარბა. თელ-ავივში დაფუძნებული კომპანიის წმინდა შემოსავლის შენარჩუნების მაჩვენებელმა 110% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ კვარტალში არსებულმა მომხმარებლებმა, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, თავიანთი ხარჯები 10%-ით გაზარდეს.

ამასთან, წმინდა შემოსავლის შენარჩუნების მაჩვენებელი კლიენტებისთვის, რომლებსაც სულ მცირე 10 მომხმარებელი ჰყავთ, 120% იყო, ხოლო იმ კლიენტებისთვის, რომლებიც მინიმუმ $50.000-ის ოდენობით წლიური განმეორებით შემოსავალს გამოიმუშავებდნენ — 120%-ზე მაღალი. ეს ბოლო ორი სტატისტიკა არის ძლიერი მანიშნებელი იმისა, რომ Monday.com-ის სერვისების გამოყენება საგრძნობლად იზრდება უფრო მსხვილ მომხმარებლებში.

Monday.com

მეორე კვარტალში ძლიერი ფინანსური შედეგების დაფიქსირების გარდა, ბაზრის მოლოდინს Monday.com-ის პროგნოზებმაც აჯობა. მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში კომპანიის გაყიდვები $181-$183 მილიონს შეადგენს. ამ მიზნობრივი დიაპაზონის შუა წერტილი — $182 მილიონი წლიდან წლამდე 33%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან მოსალოდნელია, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $4-$6 მილიონს მიაღწევს, ხოლო საოპერაციო მარჟა — 2%-3%-ს.

რაც შეეხება სრულ წელს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ გაყიდვები $713-$717 მილიონს შეადგენს (დაახლოებით 37.5%-იანი ზრდა), კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $24-$28 მილიონს, ხოლო საოპერაციო მარჟა — 3%-4%-ს.

Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის მხოლოდ 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $199.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Fortrea Holdings

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Fortrea Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კლინიკური კვლევების კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის დაკლებული.

მეორე კვარტალში Fortrea-ს შემოსავალი წლიდან წლამდე უცვლელი დარჩა და $793 მილიონი შეადგინა. კომპანიამ $28.3 მილიონის ოდენობით მოგება გამოიმუშავა, ანუ EPS $0.32 იყო. გასული წლის იმავე კვარტალში Fortrea-ს მოგებამ $66.4 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $0.75 შეადგინა.

ინვესტორები განსაკუთრებით ყურადღებით ადევნებდნენ თვალს Fortrea-ს მეორე კვარტლის შედეგებს ერთი ძირითადი მიზეზის გამო — ეს იყო კომპანიის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, პირველი კვარტალი მას შემდეგ, რაც ის Labcorp-ს 2023 წლის 30 ივნისს გამოეყო.

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მეცნიერებების კომპანიის აქციების ფასი შემცირდა Fortrea-ს EPS-ის გაუარესების შედეგად, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ იმუშავებს კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში.

Fortrea Holdings

Fortrea-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ტომ პაიკმა კომპანიის მომავლის შესახებ ოპტიმიზმით ისაუბრა. მისი განცხადებით, Fortrea შესანიშნავად არის ბაზარზე პოზიციონირებული, რათა მიაღწიოს სწრაფ პროგრესს კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიების მიმართულებით, გამოიყენოს მომხმარებლებთან ურთიერთობა, რათა ხელი შეუწყოს შემოსავლების ზრდასა და მარჟების გაფართოებას კლინიკური სერვისების მიმზიდველ ბაზარზე.

საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდება Fortrea-ს, რათა აღმასრულებელი დირექტორის მიერ დახატულ ნათელ პერსპექტივებს მიაღწიოს. კომპანიის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ სრული 2023 წლის შემოსავალი $3.034-$3.096 მილიარდს შეადგენს. დიაპაზონის უმაღლესი ნიშნულის გამართლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უცვლელი იქნება, ხოლო $3.034-ის ოდენობით შემოსავლის დაფიქსირება 2022 წლიდან 2%-იან კლებას გამოიწვევს. Fortrea-ში ასევე მოელიან, რომ კომპანიის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 29.6%-37%-ით შემცირდება.

წინა

7 ნაბიჯი წარმატებული საინვესტიციო მოგზაურობისთვის

შემდეგი

რას ამბობს თქვენი ფინანსური ჩვევები თქვენს კარიერულ პოტენციალზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ამბობს თქვენი ფინანსური ჩვევები თქვენს კარიერულ პოტენციალზე?

რას ამბობს თქვენი ფინანსური ჩვევები თქვენს კარიერულ პოტენციალზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved